კატეგორია: გულახდილი

“ერთ დროს საყვარელი მამაკაცი ჩემი ქალიშვილის მამამთილი გახდა”

"ერთ დროს საყვარელი მამაკაცი ჩემი ქალიშვილის მამამთილი გახდა"

ერთადერთი ქალიშვილის დედა ვარ, შვილი მარტომ გავზარდე და ხომ წარმოგიდგენიათ, მასზე ფიქრებში რამდენი ღამე მექნება დათენებული, – უყვება ჟურნალ “სარკეს” შუა ასაკის ქალი, – წარმოსახვებში ვხედავდი მის მომავალ ქმარს, ოჯახს, სადაც ბინას დაიდებდა. ყველაფერი ლამაზ ფერებში წარმომედგინა. სინამდვილე კი მუქი და ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ჩემი ქალიშვილის მამამთილი ის მამაკაცი გახდა, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა. […]

“მომავალი ქმარი ბედმა შუა ქუჩაში მომაყენა”

"მომავალი ქმარი ბედმა შუა ქუჩაში მომაყენა"

– თქვენთან მოვა ვერცხლისფერი “მერსედესი”, ნომრით 5…, – ჩამძახა ოპერატორმა ტაქსების ოფისიდან. – დიდი მადლობა, ქალბატონო, – ვუთხარი და დავემშვიდობე. ცოტა ხანში ტელეფონმა ისევ დარეკა: – გამარჯობათ, ქალბატონო! მე ტაქსის მძღოლი ვარ. სადაც დგახართ, მანდ დიდი ხნით მანქანის გაჩერება არ შეიძლება. 2 წუთში მანდ ვიქნები და ყურადღებით იყავით. – შუქნიშანთან ვდგავარ და წამში ჩავჯდები, არ […]

“ძმას ჩემი ამაგი მაშინვე დაავიწყდა, როგორც კი ცოლი მოიყვანა”

"ძმას ჩემი ამაგი მაშინვე დაავიწყდა, როგორც კი ცოლი მოიყვანა"

“და – ძმისთვისო, ძმა – სხვისთვისო” – ეს გამოთქმა ზუსტად ერგება ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობებს. ის რომ დაიბადა, მე 9 წლის გოგო ვიყავი. მახსოვს, დედა სამშობიაროში რომ წაიყვანეს, ისიც მახსოვს, მამა როგორი ბედნიერი იყო ვაჟის დაბადებით. გონებაში ჩარჩენილი მაქვს მისი სამშობიაროდან გამოყვანა, პირველი დაბანვა, პირველი ნაბიჯები და ა.შ. მის მიმართ დედობრივი გრძნობა მაქვს. ისიც […]

“სიბერეში ის ბიჭი მპატრონობს, რომელიც შვილიშვილად არ ვაღიარე”

"სიბერეში ის ბიჭი მპატრონობს, რომელიც შვილიშვილად არ ვაღიარე"

72 წლის ქალი ვარ. ყოველთვის ჩემი პრინციპებით ვცხოვრობდი, პატიოსანი გზისთვის არასოდეს გადამიხვევია და სხვებისგანაც იმავეს მოვითხოვდი. სკოლაში ვასწავლიდი და ყველა ისე მიცნობდა, როგორც სამართლიან ადამიანს. არ მახსოვს, ბავშვისთვის უმიზეზოდ ნიშანი დამეკლოს ან დაუმსახურებლად მომემატებინოს ნიშანი, არც შენიშვნა მიმიცია დაუმსახურებლად. ორი შვილი გავზარდე, თუმცა მშობლებს არ ჰგვანან. მე და ჩემი მეუღლე სხვანაირები ვიყავით, სხვანაირ ადამიანებთან ვმეგობრობდით, […]

“ჩემი ძმა ტირის, ცოლი რატომ მომაყვანინეთო”

"ჩემი ძმა ტირის, ცოლი რატომ მომაყვანინეთო"

ჩემი ძმის გამო ძალიან ვნერვიულობ. უფროსი და ვარ, ჩემზე 11 წლით უმცროსია, თითქმის ჩემი გაზრდილია. ისე მიყვარს, როგორც საკუთარი შვილი. 25 წლის რომ გახდა, მას შემდეგ სულ ვეჩიჩინებოდით, ცოლი მოეყვანა. ჩემი მშობლებისთვის საფიცარი შვილია, ასაკში შეეძინათ და მასზე ამოსდით მზე და მთვარე. ძალიან უნდოდათ, დაქორწინებულიყო და შვილები ჰყოლოდა. დედა ამბობდა, სანამ შემიძლია, მინდა, დავეხმარო, ბავშვები […]

“მოღალატე ცოლი ვარ”

"მოღალატე ცოლი ვარ"

მოღალატე ცოლი ვარ. ახლა ალბათ ძალიან გიკვირთ, ამ სიტყვებს რომ კითხულობთ ჟურნალ “სარკეში”. შეიძლება ქალს ასე გულახდილად არც ულაპარაკია თქვენთან, მაგრამ მე ყელში ამომივიდა უკვე ჩემი ცხოვრებაც და იმ ადამიანებისაც, რომლებიც ჩემ გარშემო არიან. თითქოს უკვე სხვა სამყაროს ვეკუთვნი და აქ რაც ხდება, არაფერი მაინტერესებს, არც მომეკითხება. ყოველთვის ასე არ ვიყავი. მეც მქონდა ოცნებები და […]

“ცოდვა ჩავიდინე, როცა მეზობლის ქალს აბორტის გასაკეთებლად გავყევი”

"ცოდვა ჩავიდინე, როცა მეზობლის ქალს აბორტის გასაკეთებლად გავყევი"

ძალიან დიდი შიში ვჭამე. ჩემი ცოდვისთვის უცებ დავისაჯე, ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ სიკვდილს ვნატრობდი. საქმე ის არის, რომ ჩემი მეზობლის ქალს აბორტის გასაკეთებლად წავყევი. ორი შვილი ჰყავს და მესამე არ უნდოდა. ქმარი კი აძალებდა, გინდა თუ არა, უნდა გააჩინოო. ის გოგო ძალიან მეცოდებოდა, რადგან დიდი, სტუმრიანი ოჯახი აქვთ. მისი დამხმარე კი არავინაა. წელშია გამწყდარი ამდენი […]

“მამაჩემის ნათლულს ცოლად არ უნდა გავყოლოდი”

"მამაჩემის ნათლულს ცოლად არ უნდა გავყოლოდი"

– ახალგაზრდა წყვილებს ჰგონიათ, რომ სიყვარულით მთების გადადგმასაც შეძლებენ, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებთ, მაგრამ ცხოვრება ძალიან სასტიკია, – უყვება ჟურნალ “სარკეს” ახალგაზრდა ქალი, – მას არ უყვარს ოცნება, ფრენა. ის მიწისკენ გექაჩება და მის ნებას უნდა დაემორჩილო. მე კი ცაში ფრენა მოვინდომე და ახლა ამიტომაც დავხოხავ მიწაზე. მამაჩემს ერთი კარგი მეგობარი ჰყავდა, სულ ერთად იყვნენ. […]

“მეუღლეს არ ესმის, რომ ყოფილ ცოლს უპატრონოდ ვერ მივატოვებ”

"მეუღლეს არ ესმის, რომ ყოფილ ცოლს უპატრონოდ ვერ მივატოვებ"

– მეუღლესთან კონფლიქტი მაქვს იმის გამო, რომ ყოფილ ცოლთან ურთიერთობას მიშლის, – ამბობს ჟურნალ “სარკესთან” ახალგაზრდა მამაკაცი, – არ მინდა, ამის გამო ოჯახი დავანგრიო, მაგრამ უკვე პიკზე ვარ. ადამიანს ვერ ვაგებინებ, რომ არასწორად იქცევა. არასწორად ფიქრობენ ქალები, როცა ფიქრობენ, რომ ქმრები პიროვნებები არ არიან და რასაც ოჯახი ითხოვს, რასაც ცოლები თვლიან საჭიროდ, ისე უნდა მოიქცნენ. […]

“მამა განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომ ვერ ვეგუები, დედა ასე რომ ექცევა”

"მამა განსაკუთრებულად მიყვარს, ამიტომ ვერ ვეგუები, დედა ასე რომ ექცევა"

– დედაჩემის გამო ძალიან მრცხვენია, – უამბობს 16 წლის გოგონა ჟურნალ “სარკეს”, – არ მინდა, რომ ასეთი იყოს. ბებიაჩემის, ანუ დედაჩემის დედის, მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობს, რომელსაც ვერ ვიტან. რაც თავი მახსოვს, ჩემი დანახვისას სულ იმას ამბობს, ეს ბავშვი ჩემი დამსახურებით გაჩნდაო და მკოცნის. პატარა რომ ვიყავი, მართალია, მის სიტყვებს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მისი კოცნა […]