კატეგორია: მედიცინა

დღეში 6 მარცვალი მიწის თხილით ქოლესტერინის დონეს დაიქვეითებთ

დღეში 6 მარცვალი მიწის თხილით ქოლესტერინის დონეს დაიქვეითებთ

მიწის თხილი (იგივე არაქისი) ხელს უშლის გულის შეტევებისა და ინსულტის განვითარებას, – აცხადებენ პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევის ახალ შედეგებზე დაყრდნობით. მათივე რეკომენდაციით, თუ კვებისას (დღეში ორჯერ) სამ-სამ მარცვალ არაქისს მიირთმევთ, სისხლში მავნე ცხიმების (ტრიგლიცერიდების) “განეიტრალებას” შეძლებთ, შესაბამისად, სისხლძარღვები აღარ დაიცობა. არაქისი პრაქტიკულად ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს. ცნობილია, რომ საკვების მიღების შემდეგ, ჩვეულებრივ, სისხლძარღვები ნაკლებადელასტიური ხდება, ტრიგლიცერიდების […]

ფსორიაზი – კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება

ფსორიაზი - კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება

ფსორიაზის შესახებ საუბრობს ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, თინა ქიტუაშვილი. სამწუხაროდ, ზუსტი ცნობები საქართველოში დაავადების გავრცელების შესახებ  არ არსებობს, მაგრამ 2007-2017 წწ კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ანალიზით დერმატოზებს შორის მისი ხვედრითი წილია 3,0-3,5%. აშშ-ში მოსახლეობის 2% არის ფსორიაზით დაავადებული. იგი თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებს შორის და ვლინდება 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა […]

როგორი უნდა იყოს წლამდე ბავშვის კვების რაციონი

როგორი უნდა იყოს წლამდე ბავშვის კვების რაციონი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას, ბავშთა კვებას დაეთმო. რა შეიცვალა წლამდე ასაკის ბავშვთა კვების რაციონში, რა უახლესი რეკომენდაციებია მოწოდებული ამ მხრივ,  რა ასაკამდეა რეკომენდებული ძუძუთი კვება, როდის დგება შერეული კვების აუცილებლობა, რა ასაკიდან ვიწყებთ ბოსტნეულისა და მარცვლეულის ფაფების, ასევე ხორცისა და თევზის დამატებას ბავშვთა კვების რაციონში –  წლამდე ასაკის ბავშვთა კვების ახალი ცხრილის შესახებ გადაცემაში […]

წვნიანი სასარგებლოა თუ მავნებელი?  

წვნიანი სასარგებლოა თუ მავნებელი?  

იცით, რომ ამ თემაზე ინტერნეტში ექსპერტების მიერ გამოთქმული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გაჩნდა? გაიგეთ, რა არგუმენტები აქვს თითოეულ მხარეს და მერე თავად გადაწყვიტეთ, ვის უნდა ენდოთ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ექიმი ასე სულაც არ ფიქრობს, რომ სუპები თუ ბულიონები ორგანიზმისთვის აუცილებელია და პირიქით, გვირჩევს, იშვიათად ვჭამოთ სუპი. არ ელოდით, ხომ? არც ჩვენ… მათი არგუმენტი კი ასეთია: წვნიანები იშვიათად […]

პლანეტას ახალი ინფექცია ემუქრება: „დაავადება X“ მილიონობით ადამიანს შეიწირავს

პლანეტას ახალი ინფექცია ემუქრება: „დაავადება X“ მილიონობით ადამიანს შეიწირავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექიმებმა პლანეტარული მნიშვნელობის დაავადებათა ჩამონათვალში შეიტანეს ახალი „დაავადება იქსიც“, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ პანდემიის გამომწვევი და ჯერჯერობით შეუსწავლელი დაავადება ისეთივე დიდ მსხვერპლს მოიტანს, როგორიც „ესპანურმა გრიპმა“, ეგრეთ წოდებულმა ისპანკამ მოიტანა 1918-1919 წლებში, როდესაც 550 მლნ ადამიანი დაასნებოვნა და 50-100 მლნ კაცი შეიწირა. შესაბამისად, მეცნიერები გეგმავენ, წინასწარ მიიღონ აუცილებელი ზომები საშიშ ინფექციასთან საბრძოლველად, რათა სწრაფი […]

სამუდამოდ დაემშვიდობეთ სახსრების ტკივილს – უმარტივესი მეთოდი მტანჯველი ტკივილის დასამარცხებლად

სამუდამოდ დაემშვიდობეთ სახსრების ტკივილს - უმარტივესი მეთოდი მტანჯველი ტკივილის დასამარცხებლად

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. სახსრების ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ შეუძლია ყველაფერზე უარი გვათქმევინოს. სახსრების ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, შემდგომი გართულებებისგან თავის ასარიდებლად. ხშირად, მედიკამენტებიც უძლურია ტკივილის წინააღმდეგ და ამ დროს ხალხი ხალხურ მედიცინას მიმართავს. გთავაზობთ ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ნაყენს სახსრების ტკივილის წინააღმდეგ. მოსამზადებლად […]

ნინო ლომჯარია სურამის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ შეაძრწუნა – სასწრაფოდაა ზომები მისაღები

ნინო ლომჯარია სურამის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ შეაძრწუნა - სასწრაფოდაა ზომები მისაღები

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტები ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ნინო ლომჯარიას შეფასებით, სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთლიანი შენობა როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაწესებულებაში თერაპიული გარემო არ არსებობს. “სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებდა […]

როგორ დავიკლოთ 1 კვირაში 5 კილოგრამი

როგორ დავიკლოთ 1 კვირაში 5 კილოგრამი

არსებობს გახდომის მრავალი საკმაოდ ეფექტური გზა: დიეტები, სპეციალური ვარჯიშები, მეტაბოლიზმის დაჩქარება, ორგანიზმის გაწმენდა და ა.შ. ყველა ეს მეთოდი განსხვავებულად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა შედეგი ერთია – ზედმეტი კილოგრამების მოშორება და სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ქალბატონებისთვის ჭარბი წონის წინააღმდეგ საბრძოლველად სწორედ მეტაბოლიზმის დაჩქარებაა, რაც სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროთ ერთი […]

რატომ ეშინიათ ადამიანებს რენტგენის და ულტრაბგერითი კვლევების

რატომ ეშინიათ ადამიანებს რენტგენის და ულტრაბგერითი კვლევების

კვლევის ყველა მეთოდი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის გაშუქებასთან არის დაკავშირებული, ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშად და “რადიაციის” საფრთხედ მიაჩნიათ.  სინამდვილეში ეს კვლევები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. არსებობს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის დროსაც ადამიანი დასხივებას მართლაც იღებს. არის ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელსაც რადიაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ულტრაბგერითი კვლევების დროს, ისევე როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას, იყენებენ არაიონიზებულ გამოსხივებას – ამ ტალღებს ძალიან მცირე ენერგია […]

თაფლი, ნიორი და შავი პილპილი – თავის ტკივილის უებარი წამალი

თაფლი, ნიორი და შავი პილპილი - თავის ტკივილის უებარი წამალი

თავის ტკივილი ზოგჯერ იმდენად აუტანელია, შეუძლია მთელი გეგმები ერთიანად ჩაგვიშალოს დ ყველაფრის ხალისი დაგვიკარგოს. გაუსაძლის ტკივილს ხშირად მედიკამენტებიც ვერ შველის.თუმცა, არსებობს ერთი უებარი ხალხური საშუალება, რომელიც სასწაულებს ახდენს. იმისთვის, რომ თავის ტკივილი დაამარცხოთ, აუცილებელია: 600 მლ თაფლი  10 კბილი ნიორი  რამდენიმე მარცვალი შავი პილპილი.  როგორ გამოვიყენოთ ეს ინგრედიენტები?! კარგად გასუფთავებული ნიორი მოვათავსოთ ქილაში და დავასხათ თაფლი. ნარევს დავუმატოთ […]