კატეგორია: მედიცინა

თმის ცვენას ვაჩერებთ

თმის ცვენას ვაჩერებთ

თმის ცვენის შეჩერებას ეხმარება შინაური საშუალებები. 2 წილი ოროვანდი, 2 წილი სვიის გირჩები, 1 წილი კოთხუჯის ფესურა აურიეთ. 2 სუფრის კოვზ ნარევს 1 ლიტრი წყალი დაასხით, 10 წუთი ადუღეთ, გაწურეთ და დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად გამოიყენეთ. 100 გრამი დაქუცმაცებული ქაცვის ტოტები (შეიძლება გამხმარი ფოთლებით) 1 ჭიქა წყალში 10 წუთი ადუღეთ. ნახარში გააგრილეთ და თმის ძირებში […]

მარიხუანა სასარგებლოა აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ

მარიხუანა სასარგებლოა აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ

სამხრეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევების მიხედვით, მარიხუანის ძირითადი ინგრედიენტი ტეტრაჰიდროკანაბინოლი შეიძლება სასარგებლო იყოს აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტების სამკურნალოდ. ბოლო 10 წლის განმავლობაში  მეცნიერები სწავლობდნენ, როგორ შეუძლია მარიხუანას შეცვალოს იმუნური ფუნქცია, თუმცა მხოლოდ ახლა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ მარიხუანას კომპონენტები თრგუნავს ანთებას და ამით ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას გარკვეული დაავადებების მიმართ. ექსპერიმენტის შედეგად პირველად იქნა ნაჩვენები, რომ […]

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს

გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური საკითხია ვენების პრობლემები. ლაზერული აბლაცია ვარიკოზული ვენების განკურნების მეთოდია. ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას. სტატისტიკურად ცნობილია, რომ ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან. ოფიციალური სტატისტიკით, ვარიკოზი აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს. რა […]

რატომ იკლებენ სიმაღლეში ხანდაზმულები?

რატომ იკლებენ სიმაღლეში ხანდაზმულები?

ასაკის მატებას თან ახლავს ორგანიზმში რიგი ცვლილებები. ჭაღარავდება თმა, ჩნდება ნაოჭები, სიმსუქნის დამარცხება რთულდება და სხვა. შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ ხანდაზმულების სიმაღლე შემცირებულა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 30–დან 70 წლამდე ასაკის ბევრი ადამიანის სიმაღლე მცირდება – მამაკაცები 2 სანტიმეტრით იკლებენ, ხოლო ქალები 5 სანტიმეტრით. 80 წლის ასაკში კი ადამიანების სიმაღლე კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით იკლებს. მკვლევარები აცხადებენ, რომ […]

ბროწეულის წვენი ანთებას ამცირებს

ბროწეულის წვენი ანთებას ამცირებს

ბროწეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ბროწეული ძლიერი ანტიოქსიდანტია და ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებით ანებივრებს. ბროწეულის წვენი C ვიტამინითაა მდიდარი. ის ალცჰაიმერის დაავადების პროგრესს ანელებს და მეხსიერებას იცავს. ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა. დაავადების განვითარების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში. ალცჰაიმერის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია თუმცა მეცნიერები […]

როდის არის ცხელება საგანგაშო

როდის არის ცხელება საგანგაშო

ცხელება ბავშვებში მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საგანგაშო მდგომარეობაა. ამ დროს ყველა დედა ცდილობს, ბავშვი ჩააწვინოს საწოლში, მოადინოს ოფლი, დაალევინოს წამლები, დაუგდოს ტემპერატურა და გამოაკეთოს. როდის არის ცხელება საგანგაშო, როდის უნდა ინერვიულოს მშობელმა და როდის _ არა, ან რას ნიშნავს ნორმალური ტემპერატურა? _ ამ თემებზე იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს. ივანე […]

რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს

რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს

ფრონტიტი შუბლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა. იგი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. მწვავე ფრონტიტი ხშირად ვითარდება გრიპის, რინიტის ან წითელას დროს. დაავადების დროს მკვეთრია ტკივილი თვალებსა და შუბლის არეში, ხშირია ცრემლდენა, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, უხვი გამონადენი, განსაკუთრებით იმ ნესტოდან, შუბლის წიაღის რომელ მხარესაცაა ანთებითი პროცესი, წიაღის დაცლის შემდეგ კი თავის ტკივილი კლებულობს. მწვავე გრიპოზული […]

შაქრის შემცვლელი ორგანიზმში ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს

შაქრის შემცვლელი ორგანიზმში ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს

ბევრი ადამიანი შაქრის ნაცვლად შაქრის შემცვლელს მიირთმევს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს გზა სასარგებლოა, მაგრამ მეცნიერები ამ მოსაზრებას ეჭვით უყურებენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით დაბალკალორიული შაქრის შემცვლელი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის ჩამოყალიბების პროცესს, განსაკუთრებით კი მსუქან ადამიანებში. ნაშრომზე მუშაობდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სუკრალოზა (Sucralose), რომელიც შეიცავს ნულ კალორიას წარმოადგენს ხელოვნური შაქრის შემცვლელს […]

ყავა და მისი სასარგებლო თვისებები

ყავა და მისი სასარგებლო თვისებები

ბევრ ადამიანს ყავის გარეშე დილა ვერ წარმოუდგენია. ანტიოქსიდანტებით მდიდარი გემრიელი სასმელი დადებითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ის ენერგიით აგავსებთ და დაღლილობისგან გიხსნით. სეულის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყავა უძილობისგან გამოწვეულ სტრესს ჩინებულად კურნავს. თუ ღამით სათანადოდ ვერ გამოიძინეთ შეგიძლიათ ყავა მიირთვათ. გემრიელი წამალი სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ყავა ამცირებს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს. პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი და […]

მესიჯის წყალობით ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრაა შესაძლებელი

მესიჯის წყალობით ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრაა შესაძლებელი

თანამედროვე ეპოქა მესიჯის გარეშე წარმოუდგენელია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია – მობილურით თუ სოციალური ქსელით გაგზავნილი შეტყობინებისა და „ემოჯის“ წყალობით ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრაა შესაძლებელი. ტექსტი გვიჩვენებს ვართ თუ არა სტრესში, ხომ არ ვიტანჯებით დეპრესიით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ე.წ. სმაილის საშუალებით იმის დადგენაც კი არის შესაძლებელი გავარკვიოთ ადამიანს აქვს თუ არა სუიციდური ფიქრები. დიახ, საუბრის […]