მხედველობის ველი სივრცის ის ნაწილია, რომელსაც ხედავს ადამიანი ფიქსირებული მზერის პირობებში _ ანუ როდესაც უყურებს ერთ წერტილს. მისი განსაზღვრა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ოფთალმოლოგიური და ნევროლოგიური დარღვევების დიაგნოსტირებისათვის. რა ინფორმაციას იძლევა მხედველობის ველის განსაზღვრა და რა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის ველის დეფექტი.გვესაუბრება ექიმი-ოფთალმოლოგი მარინა ტოლმაჩევა. მარინა ტოლმაჩევა: – პერიმეტრია – მხედველობის ველის განსაზღვრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევაა. მხედველობის […]
კატეგორია: მედიცინა
რა არის ძილის აპნოე?
ძილის აპნოე ძილის დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძილის დროს სუნთქვის შეჩერება. ამ დროს აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, რადგან მოსალოდნელი გართულებები თავიდან იქნას აცილებული. რა არის ძილის აპნოე, საშიშია თუ არა ეს დაავადება და როგორ ხდება მისი მკურნალობა, ამ თემებზე `ნიუ ჰოსპიტალსის~ ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ბერდია ბერიძე საუბრობს. ბერდია ბერიძე: _ ხშირად გვეკითხებიან რა […]
გოგრის თესლები დეპრესიას ებრძვის
გოგრის თესლები პარაზიტების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა. 100 გრამი თესლი პროტეინის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს. თესლებში დიდი რაოდენობითაა B ჯგუფის ვიტამინები, რიბოფლავინი, პანტოტენოვის მჟავა და სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტები. გოგრის თესლები დეპრესიას ებრძვის და განწყობას ამაღლებს. ასევე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თესლები თირკმლებში ქვების წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ. ,,სარკე”, აზა გაგოშიძე
კაკაო _ მხნეობის სასმელი
კაკაო ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლო სასმელია. მშვენივრად ათბობს და განწყობას ამაღლებს, ვინაიდან ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის წარმოქმნას ეხმარება, ტონუსსა და თვითშეგრძნებას აუმჯობესებს. ვიტამინებისა და მინერალების გარდა, კაკაო შეიცავს ანტიმჟანგავებს, რომლებიც ორგანიზმში დაბერების პროცესს ანელებენ, სიცოცხლეს ახანგრძლივებენ. მის შემადგენლობაში ასევე შედის ნივთიერებები, რომლებიც გულის მუშაობას ასტიმულირებენ და სისხლძარღვებს აფართოებენ, თრომბის წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ. კაკაო ძალიან სასარგებლოა კბილებისთვის, კარიესის […]
თუ კანს უწყლობა სტანჯავს
როგორ დავატენიანოთ სახე სწორად და ეფექტურად სახლის პირობებში? არსებობს პროდუქტები, რომელთა კანზე მოქმედებას კოსმეტოლოგები ძვირადღირებული პრეპარატების ეფექტს ადარებენ. ალოე _ არამხოლოდ შესანიშნავად ატენიანებს, ასევე კანს სხვა სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს. ამ ოთახის მცენარით შეგიძლიათ სახე ვიტამინებითა და მინერალებით მუდმივად `გაანებივროთ~. ალოეს ფოთოლი შუაზე გაჭერით ლა რბილობი სახეზე წაისვით. შეგიძლიათ ფოთოლი ბლენდერში დააქუცმაცოთ და სხვა ინგრედიენტები დაუმატოთ, […]
ზღვაში ცურვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
ზღვაში ცურვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. პირველ რიგში კარგია იმუნური სისტემისთვის. ამასთან, ამცირებს კანის პრობლემებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ ცურვის წყალობით ტკივილისგან გათავისუფლდა. მეცნიერები თვლიან, რომ აქტიური ცხოვრების ეს ფორმა სასარგებლოა მათთვის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს, რადგან ცურვა შესანიშნავად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. ექსპერიმენტში მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ზღვაში ან მდინარეში ცურვის შემდეგ ენერგიის მოზღვავება იგრძნეს. _ […]
მიირთვით თევზი და იცხოვრეთ ჯანმრთელი გულით
ომეგა-3-ის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იყო ცნობილი და მას ზრდის პროცესისათვის აუცილებელ ელემენტად თვლიდნენ, თუმცა მისი სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრის აღმოჩენა დანიელ მეცნიერ დაიერბერგს ეკუთვნის. მეცნიერი დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ესკიმოსები იშვიათად ავადდებოდნენ გულის დაავადებებით, მაშინ როდესაც მათი რაციონის ძირითად ნაწილს საკმაოდ ცხიმიანი საკვები თევზი და სელაპის ხორცი შეადგენდა. თავის კოლეგებთან […]
ქალისა და მამაკაცის უნაყოფობაში კვებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია
მსოფლიოში დღითიდღე აქტუალური ხდება საკვების როლი ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობაში. სწორედ ეს მოსაზრება უდევს საფუძვლად ჯანსაღი კვებისა და ვიტამინების კომპლექსის აქტიურ გამოყენებას რეპროდუქტოლოგთა მიერ ჩასახვამდე პერიოდში. რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სრულყოფილი კვება ორსულობის დროს, თუმცა უმნიშვნელოვანესია კვება დაორსულებამდეც. როგორია საკვების როლი ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დროს, როგორ ხდება დაორსულება საკვების ხელშეწყობით, რა საკვები […]
სტომატოლოგი გაფრთხილებთ, კარიესი გადამდებია
როდის უნდა ვაჩვენოთ ბავშვი პირველად სტომატოლოგს, როგორ მოვამზადოთ კლინიკაში ვიზიტისთვის, რა არის ბოთლის კარიესი, როდის უნდა დავიწყოთ ბავშვების კბილების მოვლა, ამ და სხვა კითხვებს ბავშვთა სტომატოლოგი ელენე ხარაშვილი პასუხობს. ელენე ხარაშვილი: _ ბავშვების კბილების მოვლა ერთმნიშვნელოვნად უნდა დავიწყოთ პირველივე კბილის ამოსვლისთანავე. თავიდან გამოიყენეთ თითზე წამოსაცმელი ჯაგრისი ან წყალში დასველებული ბინტი. შეიძლება მცირე რაოდენობით კბილის პასტის […]
ბავშვის ზურგის ტკივილი შეიძლება მძიმე ჩანთამ გამოიწვიოს
მთელ მსოფლიოში სკოლის მოსწავლეებში ზურგჩანთა ძალიან პოპულარულია. ბევრი მშობელი ვერც კი აცნობიერებს, რომ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი ნივთი არცთუ ისე უსაფრთხოა. მეცნიერები შიშობენ, რომ მძიმე ზურგჩანთამ შესაძლოა ბავშვების სხეულის მდგომარეობაზე/პოზაზე უარყოფითად იმოქმედოს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ უკეთესია მოსწავლემ ისარგებლოს ერთგვარი ურიკა ჩანთით – ამ გზით ხერხემალზე ზიანის დონე მნიშვნელოვნად მცირდება. კვლევას აწარმოებდნენ გრანადას უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ […]










