ამერიკის ფლორიდის შტატში მცხოვრები კრისტიან რილი ბავშვობიდან მულტფილმ „ქალთევზას“ ფანი იყო და წყალქვეშეთის ბინადართა ცხოვრება იტაცებდა. როცა გაიზარდა, მან თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა… კრისტიანს 1600 დოლარად სილიკონისგან თევზის კუდი დაუმზადეს, რომლის დახმარებითაც მას ცურვა შეუძლია – ზღვაში, აუზში და სახლში, საკუთარ აბაზანაში. საზოგადოებრივ აუზებში მას კუდით არ უშვებენ. კრისტიანის განცხადებით, მისი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან. […]
კატეგორია: მოზაიკა
ჩინური კოსმოსური სადგური შეიძლება საქართველოში დაეცეს – რა მოხდება 30 მარტიდან 2 აპრილამდე
მწყობრიდან გამოსული ჩინური კოსმოსური ხომალდის ფრაგმენტები დედამიწას 30 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში დაეცემა. არსებობს რისკის ზონაში მყოფი ქვეყნები და მათ შორისაა საქართველოც, რომელსაც ფრაგმენტების დაცემის საფრთხე ემუქრება.ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომები, რომლებიც ხომალდს მთელი მსოფლიოდან აკვირდებიან, ვარაუდობენ, რომ სადგური ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ მთლიანად დაიწვება, თუმცა არ არის გამორიცხული, მისი ფრაგმენტები დედამიწაზე ჩამოვარდეს. რისკის ზონად სახელდება სამხრეთ და […]
კბილის სენსორი კალორიებს ითვლის
ტაფტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კბილის სენსორი შექმნეს, რომელიც კალორიებს ითვლის. ამის შესახებ ABC Science წერს. გამოგონება კალორიების დათვლის გარდა მიღებული პროდუქტის შემადგენლობასაც იკვლევს. კონკრეტულად მოწყობილობა აანალიზებს გლუკოზას, მარილის შემცველობას და ალკოჰოლის ოდენობას საკვებში. სენსორის ზომა დაახლოებით ორი მილიმეტრია. გამოგონება სამი ფენისგან შედგება. მოწყობილობის ქვედა ნაწილი მიკრონაწილაკებს ისრუტავს, ზედა ორი კი მასზე მიმაგრებულ მოწყობილობას ინფორმაციას გადასცემს. მეცნიერები ამბობენ, […]
მაიმუნი აშშ-ის საელჩოში შეიჭრა – სკანდალი მეხიკოში
მექსიკის დედაქალაქის ცენტრი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. მიზეზი მაიმუნი გახდა, რომელიც ერთ-ერთი სახლიდან გაიქცა. კაპუცინის ჯიშის ცხოველის დასაჭერად ქალაქის ცენტრში სამაშველო სამსახურები და ზოოპარკის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები, გადაიკეტა მეხიკოს ცენტრალური მაგისტრალიც, თუმცა ცხოველის დაჭერა სპეციალისტებმა ვერ შეძლეს. გაქცეული მაიმუნი საბოლოოდ შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეიჭრა, მაგრამ ცხოველის კვალს ვერც სახლში მიაკვლიეს. ვარაუდობენ, რომ მაიმუნი ახლოს […]
რატომ მიიჩნევა ნალი ბედნიერების მომტან თილისმად? იცით თუ არა…
ამბობენ, რომ ნალი ისეთი დიდი მეცნიერის სახლის კარსაც კი ამშვენებდა, როგორიც ნილს ბორია. ერთხელ ფიზიკოსისთვის სტუმარს უკითხავს: ნუთუ ცრუ რწმენების მეცნიერებსაც სწამთ? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ნალი იმათაც ეხმარება, ვისაც მისი არ სწამს, – უპასუხია ფიზიკოსს. მეტალისგან დამზადებული ნალები პირველად ძვ.წ-აღ-ის 1-ელ ათასწლეულში გამოჩნდა. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ძველ ეგვიპტეში, ფარაონის ცხენებს ოქროსგან დამზადებულ […]
პაკისტანში ახალ ამბებს ტრანსგენდერი ქალი წაიყვანს
21 წლის მარვია მალიკი პირველი ტრანსგენდერი იქნება, რომელიც პაკისტანში ახალი ამბების გამოშვებას გაუძღვება. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს. მალიკი ეთერში პირველად 23 მარტს გამოჩნდა და ფაქტს პაკისტანში სოციალური ქსელეების მომხმარებელთა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 10 ათასი ტრანსგენდერი ცხოვრობს. პაკისტანის მოსახლეობის რაოდენობა 200 მილიონამდეა. იმედინიუსი
ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა
ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე ბრიტანული და ამერიკული გაზეთის მეშვეობით Cambridge Analytica-ს მიერ ატეხილი სკანდალის გარშემო ნდობის ვერ გამართლებისთვის ბოდიში მოიხადა. ბოდიშის შემცველი სათაურის მიუხედავად ცუკერბერგის ხელმოწერილი განცხადება უფრო თავის მართლებას ჰგავდა. სადაც მკითხველს წარსულში მონაცემების გაჟონვის სხვა შემთხვევებს ახსენებდა, თუმცა იმავე განცხადებაში ცუკერბერგი ბოდიშსაც იხდის და სინანულს გამოთქვამს, რადგან ვერ შეძლო უსაფრთხოების ნორმების იმ […]
ბერლინში საუნის ვიზიტორებს შიშვლად სიარული აუკრძალეს
ბერლინის ერთ-ერთმა მთავარმა სპაცენტრმა Vabali Spa სტუმრებს საუნის და აუზის გარეთ ხალათების ჩაცმა მოსთხოვა, რამაც ბევრი გერმანელის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ეს სტუმრების, ძირითადად კი ბრიტანელების, ამერიკელების და იტალიელების მრავალრიცხოვან საჩივარს უკავშირდება. ამრიგად, ამიერიდან ამ სპაცენტრში ტანსაცმლის გარეშე ყოფნა მხოლოდ საუნასა და აუზზეა დაშებული. რიგითი მოქალაქეების უკმაყოფილებას მხარდაჭერა გამოუცხადა ბუნდესტაგის […]
ილონ მასკმა ფეისბუქში ტესლას და სპეისიქსის გვერდები წაშალა
კამპანია #deletefacebook მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სოციალურმა ქსელმა 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გაამჟღავნა. ილონ მასკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ მისმა გამომწერებმა მოუწოდეს ამის შესახებ. ბიზნესმენის თქმით, აქამდე არც ჰქონდა გაანალიზებული, რომ სპეისიქსს ჰქონდა ფეისბუქი. მოგვიანებით, მისმა „ფოლოვერებმა“ მას ტესლას ფეისბუქ გვერდის გაქრობაც მოსთხოვეს, რასაც მასკი ასევე […]
გოდერძიზე ვარდისფერი თოვლი მოვიდა
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფეროა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, გუშინ, 23 მარტს კურორტზე ყვითელი წვიმა მოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა. ტალახიანი წვიმის მიზეზი საჰარიდან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა.