კატეგორია: მოზაიკა

ოსლოში ქალმა ლატარეაში 35 მილიონი ევრო მოიგო

ოსლოში ქალმა ლატარეაში 35 მილიონი ევრო მოიგო

ოსლოში მცხოვრებმა ქალმა 35 მილიონი ევრო მოიგო და ნორვეგიის ლატარეის “ვიკინგ ლოტოს” ისტორიაში ყველაზე დიდი პრიზის მფლობელი გახდა. როგორც ტელეარხი TV2იუწყება, ქალმა ჯეკპოტის შვიდივე ნომერი გამოიცნო. “გამარჯვებული ძალიან ბედნიერია. მას არ სჯეროდა, რომ ეს ნამდვილად მოხდა,”- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ჯერჯერობით უცნობია ბედნიერი ბილეთის მფლობელის ვინაობა, თუმცა ცნობილია მისი გეგმები. ახალგაზრდა ქალს სურს შეიძინოს ახალი სახლი და ახალი მანქანა, ასევე აპირებს ოჯახის […]

იაპონურმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა, რადგან მატარებელი ადგილზე 20 წამით ადრე ჩავიდა

იაპონურმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა, რადგან მატარებელი ადგილზე 20 წამით ადრე ჩავიდა

იაპონიაში, სარკინიგზო კომპანიამ “ცუკუბა ექსპრეს” ბოდიში იმის გამო მოიხადა, რომ ერთ-ერთი მატარებელი დანიშნულების ადგილზე დაგეგმილზე 20 წამით ადრე ჩავიდა.დიახ, არ გეჩვენებათ. „ცუკუბა ექსპრესის“ მენეჯმენტი ოფიციალურ განცხადებაში „გულწრფელ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.“ მატარებელი ტოკიოსა და ცუკუბას აკავშირებს. კომპანიის ცნობით, თანამშრომლის შეცდომის გამო, მატარებელი სადგურიდან, ადგილობრივი დროით 9:44:40 საათის ნაცვლად 9:44:20 საათზე გავიდა და ამიტომაც […]

ასტრონომებმა ისტორიაში ვარსკვლავის ყველაზე დიდი აფეთქება დააფიქსირეს

ასტრონომებმა ისტორიაში ვარსკვლავის ყველაზე დიდი აფეთქება დააფიქსირეს

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა ისტორიაში ყველაზე დიდი კოსმოსური აფეთქება დააფიქსირა. ის გალაქტიკის ცენტრში მოხდა, რომელიც დედამიწიდან 2,6 მილიარდი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. სპეციალისტების თქმით, ის დიდი ვარსკვლავის აფეთქებამ გამოიწვია. ამის შესახახებ Science Alert-ი წერს. ტრანსიენტი (ასტრომიაში ასე არარეგულარულ-ცვალებად ობიექტს ეწოდება, რომელიც აფეთქებისგან წარმოიშობა) PS1-10adi-ი 2010 წელს ჰავაიზე მდებარე Pan-STARRS-ის ტელესკოპით აღმოაჩინეს. სპეციალისტების ცნობით, აფეთქება შესაძლოა მას შემდეგ მოხდა, რაც […]

როგორ აჩუქა ქურდმა გრიშამ თავის მსხვერპლს ბრილიანტის ბეჭდები – ამბავი, რომელიც 80-იანი წლების თბილისში მოხდა

როგორ აჩუქა ქურდმა გრიშამ თავის მსხვერპლს ბრილიანტის ბეჭდები - ამბავი, რომელიც 80-იანი წლების თბილისში მოხდა

”ერთი ძალიან სახალისო ისტორია გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან და მინდა რომ გაგიზიაროთ: დეიდაჩემს ერთი თანამშრომელი ქალი ყავდა, რომელთანაც სამსახურის გარდა ახლო მეგობრობაც აკავშირებდა, ზუსტად ამ ქალის ისტორია მინდა გაგიზიაროთ… ლამარას (თუ არ ვცდები ასე ერქვა), გათხოვება მაინცდამაინც არასოდეს არ უნდოდა, მაგრამ ოცნება ჰქონდა ნიშნობის ბეჭედი (კალიცო) ეტარებინა, ამ ოცნების ასრულებისთვის კი, მოგეხსენაბათ გათხოვება იყო საჭირო და […]

“ამ მანქანას ვდიე …ტრასაზე.. მზად ვიყავი დავჯახებოდი.. გზიდან გადამეგდო…”

"ამ მანქანას ვდიე ...ტრასაზე.. მზად ვიყავი დავჯახებოდი.. გზიდან გადამეგდო..."

სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს: “ამ მანქანას ვდიე …ტრასაზე.. მზად ვიყავი დავჯახებოდი.. გზიდან გადამეგდო… თმით მეთრია მძღოლი, მეკივლა მეწივლა…. და თაბაშირის ძაღლუკები ყოფილა.. მევიჯაყე..” პირველი

გერმანელი ალპინისტი 5 დღე ავსტრიის მთების ნაპრალში თოკზე ეკიდა

გერმანელი ალპინისტი 5 დღე ავსტრიის მთების ნაპრალში თოკზე ეკიდა

გერმანელი ალპინისტი 5 დღის განმავლობაში ავსტრიის მთებში, 30 მეტრის სიმაღლის ნაპრალში იყო ჩავარდნილი და თოკზე ეკიდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, 45 წლის ალპინისტმა შვილს მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ ლაშქრობაში აპირებდა წასვლას და 3 დღეში დაბრუნდებოდა. თუმცა 3 დღის შემდეგ ის შვილს აღარ დაკონტაქტებია. გერმანიის პოლიციამ  მასზე ძებნა გამოაცხადა და ავსტრიელ […]

გერმანულ დაბადების მოწმობაში „მესამე სქესის“ გრაფა გამოჩნდება

გერმანულ დაბადების მოწმობაში „მესამე სქესის“ გრაფა გამოჩნდება

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაბადების მოწმობაში „მესამე სქესის“ გრაფა გამოჩნდება. შესაბამისად, თუ მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ინტერსექსუალებს იდენტიფიკაციისთვის, მდედრობითისა და მამრობითის ნაცვლად, მესამე სქესის არჩევა შეეძლებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გერმანელმა ქალმა მიმართა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ბიოლოგიურად ის არც ერთ სქესს არ მიეკუთვნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს […]

ქეთი მელუას ექიმებმა ყურიდან ობობა ამოუყვანეს

ქეთი მელუას ექიმებმა ყურიდან ობობა ამოუყვანეს

რამდენიმე წლის წინ ქეთი მელუას ყურში ობობა ცხოვრობდა. ქეთი მელუას ყურში ობობამ ერთი კვირა გაატარა. ექიმმა კი ის სპეციალური კამერით ნახა და მომღერლის ყურიდან ამოიყვანა. როგორც მომღერალმა გაიხსენა, ობობა მის ყურში ძველი ხმის ჩამხშობიდან მოხვდა, რომელიც მან ფრენის ხმის ჩასახშობად გაიკეთა. სავარაუდოდ, ობობა იქ ცხოვრობდა. ექიმის თქმით, მას მსგავსი არაფერი უნახავს. როგორც ცნობილმა ქართველმა ბლუზ-მომღერალმა […]

,,შენ დედა გადაარჩინე… აუცილებლად მოვუყვები ჯორჯს შენზე” – პრინცი უილიამის ემოციური საუბარი 5 წლის გოგოსთან, რომელმაც დედა გადაარჩინა

,,შენ დედა გადაარჩინე... აუცილებლად მოვუყვები ჯორჯს შენზე” - პრინცი უილიამის ემოციური საუბარი 5 წლის გოგოსთან, რომელმაც დედა გადაარჩინა

“მე აუცილებლად მოვუყვები ჯორჯს შენს საქციელზე, შენ ძალიან ყოჩაღად მოიქეცი, დიდივით”- მიმართა პატარა გოგონას პრინცმა უილიამმა. 5 წლის სუზი მაკკეშიმ დედა გადაარჩინა. როდესაც დედამ გონება დაკარგა, მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ამ საქციელის გამო მან „ბრიტანეთის სიამაყის“ ჯილდო მიიღო. პრინცი უილიამი: შენ მართლა გადაარჩინე დედა? სუზი: დიახ. პრინცი უილიამი: როგორ გააკეთე ეს? სუზი: თავში მომივიდა (სასწრაფოს […]

თუ გინდათ, რომ არ გამოთაყვანდეთ, დაქორწინდით!

თუ გინდათ, რომ არ გამოთაყვანდეთ, დაქორწინდით!

ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს გონებრივი ჩამორჩენილობისგან იცავენ, აცხადებენ ლაფბოროს უნივერსიტეტის მეცნიერები. მათ მიერ ჩატარებული კვლევა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 6.677 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის შედეგები Journals of Gerontology-ში გამოქვეყნდა. დემენცია არის შეძენილი გონებრივი ჩამორჩენილობა, ჭკუასუსტობა, რომელიც ხასიათდება შემეცნების უნარის დაქვეითებით, ადრე შეძენილი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის დაკარგვით, ახლის შეძენის უნარის არქონით. ექიმების მონაცემებით, კვლევის […]