დიდი ბრიტანეთის სამი მცხოვრები გადაარჩინეს იახტიდან, რომელიც ვეშაპთან შეჯახების შედეგად იძირებოდა. ამ ინფორმაციას გამოცემა დეილი მირორი ავრცელებს. ბრიტანული იახტა ვეშაპს ატლანტის ოკეანეში პორტუგალიის კუნძულ ტერსეირადან, რომელიც აზორის არქიპელაგში შედის, ჩრდილო-დასავლეთით 570 კილომეტრის მანძილზე შეეჯახა. იახტაზე მყოფები არ დაშავებულან, თუმცა თავად ხომალდი დაზიანდა და ჩაძირვა დაიწყო. ეკიპაჟის მიერ გაგზავნილი უბედურების მაუწყებელი სიგნალი პორტუგალიელმა მაშველებმა მიიღეს. მათ […]
კატეგორია: მოზაიკა
მსუქანი ზღარბი ღობეში გაიჭედა
ბრიტანეთის კენტის საგრაფოს ქალაქ კენტბერიში ღობეში გაჭედილი მსუქანი ზღარბი გადაარჩინეს. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. სახლის პატრონმა, რომლის მახლობლადაც მოხდა ინციდენტი, უნებურად ბაღში შემძვრალი გარეული ცხოველი შეაშინა. ზღარბმა გადაწყვიტა, თავისთვის გაქცევით ეშველა, შეეცადა, ღობის გისოსებში გამძვრალიყო, მაგრამ გაიჭედა. ქალმა ცხოველის გათავისუფლება დამოუკიდებლად ვერ შეძლო და დახმარებისთვის ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოებას მიმართა. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა […]
ინდოეთში 14-კილომეტრიანი შარფი მოქსოვეს
ქსოვის კლუბის ინდოელმა წევრებმა დაამზადეს 14,09 კილომეტრი სიგრძის შარფი და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. გიგანტური შარფის დამზადებაზე მიმდინარე წლის თებერვლიდან 700-ზე მეტი ქალი შრომობდა. ინდოელი ქალების გარდა, მის დამზადებაში მონაწილეობდნენ ასევე დუბაის, ჰონგ კონგის, სინგაპურისა და პოლონეთის მცხოვრებლები. გინესის რეკორდების წიგნის მსაჯ რიში ნატას თქმით, ეს ასეთი სახის პირველი რეკორდია. მის დასამყარებლად ერთ კილომეტრზე მეტი […]
ბრიტანულმა ოჯახმა სახლი ოთხ დღეში ააშენა
ბრიტანეთის ქალაქ ბრიდპორტში ბრიტანულმა ოჯახმა ოთხ დღეში ექვსსაძინებლიანი სახლის აშენება მოახერხა. რიჩარდმა, ნიკიმ და მათმა ორმა შვილმა გადაწყვიტეს, ლონდონიდან დორსეტის საგრაფოში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ოჯახმა იქ საკუთარი გემოვნების შესაფერისი სახლი ვერ მოძებნა და გადაწყვიტა, თავად აეშენებინათ. ოჯახი მშენებლობისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებასა და სახლის მოკლე დროში აშენებას გეგმავდა. პანელები სახლის კარკასისთვის ფირმამ, რომელიც ბავარიაში მდებარეობს, […]
მტრედს 178 აბი ამფეტამინი გადაჰქონდა
კუვეიტელმა სამართალდამცავებმა კურიერი-მტრედი დაიჭირეს, რომელსაც სხეულზე მიბმული ჰქონდა პატარა ჩანთა, სადაც 178 აბი ამფეტამინი აღმოჩნდა. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკების გადატანა ერაყის ტერიტორიიდან ხდებოდა. ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. რა ბედი ელის მტრედს ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი
ჩინელმა ნიანგი ჯერ გაასეირნა და მერე მწვადებად შეწვა
ჩინეთის პროვინცია ლიაონინის ქალაქ შენიანის მცხოვრებმა საბელშებმული ნიანგით ჯერ ქუჩაში გაისეირნა, შემდეგ კი მისგან მწვადები შეწვა. წებოვანი ლენტით პირაკრული ნიანგი ქუჩაში თავის პატრონს უკანა ფეხებზე შემდგარი მიჰყვებოდა. უჩვეულო სანახაობამ უამრავი ადამიანი მიიზიდა, ზოგიერთი გამვლელი კი რეპტილიასთან სურათის გადაღებასაც ცდილობდა. ჩინელმა ნიანგი თავის სამწვადესთან მიიყვანა, რის შემდეგაც ცხოველი დაკლა და მისი ხორცი გასაყიდად შეწვა. რეპტილია დაახლოებით […]
პარიზში ქალს სამმილიონიანი ბეჭედი წაართვეს
მძარცველებმი პარიზის ერთ-ერთი ელიტური სახლიდან 3 მილიონი ევროს ღირებულების ბეჭედი გაიტაცეს. ამის შესახებ რადიოსადგური France Bleu იტყობინება. დამნაშავეებმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ახლა მათ პოლიცია ეძებს. რადიოსადგურის ცნობით, მძარცველებს კარი ბავშვმა გაუღო, რომლის გარდა სახლში მისი ძმა და დედა იმყოფებოდნენ. თავდამსხმელებმა, რომლებსაც სახეზე მოთხილამურეების ნიღაბი ეკეთათ, მათ მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ბეჭედთან ერთად სახლიდან ძვირფასი […]
ინდონეზიაში სოფელი გააფერადეს
ნიანგებმა მღვდელი შეჭამეს
ზიმბაბვეში ნიანგებმა მღვდელი ჯონათან მჰვეტვი შეჭამეს. უბედური შემთხვევა ქვეყნის იმ ნაწილში მოხდა, სადაც მდინარეებში მათი დიდი რაოდენობაა გავრცელებული. ინფორმაციას dailymail ავრცელებს. როგორც თვითმხილველი, სასულიერო პირის ერთ ერთ მოსწავლე ამბობს, ჯონათან მჰვეტვი მდინარეში შევიდა, 30 მეტრი გაცურა და როცა უკვე ნაპირზე უნდა ამოსულიყო, სწორედ მაშინ გახდა ნიანგების თავდასხმის ობიექტი. – მდინარეში შესვლამდე იგი მთელი კვირა ლოცულობდა, ხოლო ნიანგებმა […]
არაბმა თერაპევტმა ცოლის „სწორად ცემის“ ვიდეოკურსი ჩაატარა
არაბი ოჯახის თერაპევტი და ფსიქოლოგი ხალედ ალ-საკაბი მეუღლის ”სწორად ცემის” საკითხზე ვიდეოკურსს ატარებს. ინფორმაციას გამოცემა The Independent-ი ავრცელებს. იგი საკუთარ ვიდეო გაკვეთილს შემდეგი სიტყვებით იწყებს: “კითხვა, თუ როგორ უნდა ვცემოთ მეუღლე, რთული და ორაზროვანია, გამოუცდელებს ამ გზაზე მრავალი საფრთხე ელოდებათ”. თუმცა, ექიმი ასევე დასძენს, რომ თუ ეს ალაჰის ნება იქნება, მეუღლის ცემა აუცილებლად უნდა მოხდეს, […]