კატეგორია: მოზაიკა

ამერიკელმა კონდიტერებმა “შეურაცხმყოფელი” ტორტების ცხობა დაიწყეს

ამერიკელმა კონდიტერებმა "შეურაცხმყოფელი" ტორტების ცხობა დაიწყეს

ნიუ-იორკში გაიხსნა საცხობი, რომელიც აცხობს ტორტებს, რომლებზეც დატანებულია წარწერები, რომლებიც აღებულია ინტერნეტში განთავსებული შეურაცხმყოფელი კომენტარებიდან. 35 დოლარად კონდიტერები გამოგიცხობენ ტორტს სოციალურ ქსელში განთავსებული ერთ-ერთი გამონათქვამით და მას მის ავტორს გაუგზავნიან. შეურაცხმყოფელის მისამართის დადგენა დამატებითი თანხის გადახდითაა შესაძლებელი. კომპანია ასევე ამზადებს ტორტებს, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამონათქვამები ამშვენებს და მათ თეთრ სახლს უგზავნის. ეს მომსახურება […]

კორეული გაჯეტი ბავშვის საფენს მშობლების მაგივრად უყნოსავს

კორეული გაჯეტი ბავშვის საფენს მშობლების მაგივრად უყნოსავს

კორეულმა ფირმამ მონიტმა შექმნა ხელსაწყო, რომელიც ადგენს დროს, თუ როდის უნდა გამოუცვალოთ ბავშვს საფენი. ხელსაწყო სმარტფონისთვის განკუთვნილი სპეციალური დამატების საშუალებით მუშაობს. ასე რომ, მშობლებს აღარ მოუწევთ, დაყნოსონ ბავშვის საფენი, ამას მათ ნაცვლად გაჯეტი გააკეთებს: მუშაობის დროს ის ადგენს ჰაერის შემადგენლობას, ტემპერატურას და ნესტიანობას. ამის შემდეგ მოწყობილობა სმარტფონით მშობლებს გაუგზავნის შეტყობინებას, რომ ბავშვს საფენის გამოცვლა სჭირდება. […]

ახალ ზელანდიაში ზღვის გოჭი პოლიციას დაეხმარება

ახალ ზელანდიაში ზღვის გოჭი პოლიციას დაეხმარება

ზღვის გოჭი სახელად ელიოტი ახალი ზელანდიის პოლიციაში მიიღეს და ის სამართალდამცავებს გზებზე სიჩქარის გადაჭარბების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებათ. ამ ინფორმაციას ფეისბუქში საკუთარ გვერდზე ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აქვეყნებენ. განცხადებაში კონსტებელი ელიოტი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ “ნელა – ე.ი. უსაფრთხოდ”. – გაითვალისწინეთ, რომ როდესაც სკოლას ჩაუვლით, არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები ქუჩაში გამოდიან, დადიან, ველოსიპედით სეირნობენ. ისევე, როგორც მე, ისინიც […]

კანადაში მსუქანი თახვი ღობეში გაიჭედა

კანადაში მსუქანი თახვი ღობეში გაიჭედა

კანადის ქალაქ ჰამილტონში, რომელიც ონტარიოს პროვინციაში მდებარეობს, გადაარჩინეს თახვი, რომელიც ღობეში გაიჭედა. ამ ინფორმაციას ქალაქის საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ცხოველი ღობის გისოსებს შორის გაძვრომას ცდილობდა, მაგრამ მას ამაში ხელი ზამთრისთვის დაგროვილმა ცხიმმა შეუშალა. იმისთვის, რომ ღობეში გაჭედილი მღრღნელი გაეთავისუფლებინა, ცხოველთა კონტროლის სამსახურის თანამშრომელმა თახვს სხეულზე საპონი წაუსვა. ამ ინციდენტის შედეგად თახვი დაშავდა და ის ჯერ […]

ამერიკელ პორნომსახიობს გადაღებისას ზვიგენმა უკბინა – ვიდეო

ამერიკელ პორნომსახიობს გადაღებისას ზვიგენმა უკბინა - ვიდეო

პორნომსახიობ მოლინ კავალის, ფლორიდის შტატში, წყალქვეშა გადაღებების დროს თავს ზვიგენი დაესხა. Daily Mirror-ის ინფორმაციით, მტაცებელმა 33 წლის ქალს ფეხის გულზე უკბინა. ინციდენტის თვითმხილველებმა მისი წყლიდან დროულად ამოყვანა მოახერხეს. დაზიანებულ ადგილზე 20-ზე მეტი ნაკერის დადება გახდა საჭირო. მოდელმა Instagram-ზე მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის და დაწერა, რომ სწრაფად იკურნება და თავს კარგად გრძნობს. ზვიგენის თავდასხმის დროს, კავალის ერთ-ერთი პორნოსაიტისთვის […]

ბაგრატ III-ის მამიდაშვილები – ერთიანობისთვის გაღებული მსხვერპლი

ბაგრატ III-ის მამიდაშვილები – ერთიანობისთვის გაღებული მსხვერპლი

ეპოქამ, იღბალმა, სვებედმა და რაღა თქმა უნდა, იმჟამინდელმა ქართველმა პოლიტიკოსებმა ბაგრატ III-ს საქართველოს გაერთიანების შანსი მიართვეს საჩუქრად, ჯერაც ყრმას. გაიზარდა ეს ყრმა და ეს ძღვენი დედის რძესავით შეირგო. გაიზარდა და რაც უწყალობეს, იმის გარდა ნელინელ (ხანაც მალიმალ) სხვა მიწებიც მოირთო და მოიმტკიცა. ტაო-კლარჯეთი, მისი ფუძემდებლის – აშოტ კურაპალატის შემდეგ, აღარასოდეს ყოფილა ერთიანი სამთავრო. დაინაწილეს სამფლობელოებად […]

გალილეის ფიზიკის სახელმძღვანელო 790.000 დოლარად გაიყიდა

გალილეის ფიზიკის სახელმძღვანელო 790.000 დოლარად გაიყიდა

პარიზის ერთ-ერთ აუქციონზე 1639 წელს ნიდერლანდებში გამოცემული გალილეის ფიზიკის სახელმძღვანელო 790.000 დოლარად გაიყიდა. ეგზემპლარი სპეციალურად ფრანგი ელჩისთვისაა დამზადებული, რომელსაც წიგნის გამოცემაში წვლილი მიუძღვის. ინკვიზიციამ წიგნის დაპატიმრება ვერ მოასწრო, რადგან 50-ივე ეგზემპლარი მომენტალურად გაიყიდა.

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას გოგონა ემსხვერპლა

ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას გოგონა ემსხვერპლა

ავსტრალიის ქალაქ ესპერანსაში დაიღუპა 17 წლის გოგონა, რომელიც მამასთან ერთად ზღვაზე სერფინგით დასრიალებდა და რომელსაც თავს ზვიგენი დაესხა. ზვიგენმა გოგონას ფეხი მოაგლიჯა. ექიმები პირველადი დახმარების აღმოჩენას გოგონასთვის უილის ყურეში მდებარე პლაჟზე შეეცადნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. ზვიგენის თავდასხმის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პლიაჟი 48 საათით დახურა. სერფერები და დამსვენებლები გააფრთხილეს მტაცებლების […]

ვეშაპმა ტურისტებს შვილის მოფერების უფლება მისცა

ვეშაპმა ტურისტებს შვილის მოფერების უფლება მისცა

ამერიკელი ტურისტები მოეფერნენ ვეშაპსა და მის ნაშიერს, რომლებსაც მექსიკის ქვემო კალიფორნიის შტატის სანაპიროსთან გადაეყარნენ. ვეშაპმა და მისმა ნაშიერმა ოკეანის ზედაპირზე იმ ხომალდის მახლობლად ამოყვინთეს, რომელზეც ქალები იმყოფებოდნენ. დონ ფეუბერგმა, რომელიც ვეშაპებზე დაკვირვების ორგანიზაციიდანაა, ამ იშვიათი მოვლენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ფეისბუქში გამოაქვეყნა. მისი თქმით, ვეშაპმა თავად უბიძგა საკუთარ ნაშიერს ხომალდისკენ.

მსუქანმა ბლოგერმა ქალებს მოუწოდა, მსუქანი სხეულით იამაყონ

მსუქანმა ბლოგერმა ქალებს მოუწოდა, მსუქანი სხეულით იამაყონ

მსუქანმა ბლოგერმა ჟასმინ გრაიმსმა ქალებს მოუწოდა, იამაყონ საკუთარი არცთუ სრულყოფილი სხეულითა და ზედმეტი წონით. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამში დაწერა. გრაიმსმა, რომელიც ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც ის საცვლებშია აღბეჭდილი და სურათისთვის თანდართულ კომენტარში ისაუბრა საკუთარ შეხედულებაზე ქალის გარეგნობასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა საკუთარ მუცელზე და მკითხველ ქალებს მოუწოდა, ნუ შერცხვებათ […]