მსახიობი გივი სიხარულიძე ყოველთვის აკვირვებს ფართო საზოგადოებას თავისი პირდაპირობით და გულწრფელობით. ამჯერად ხელოვანმა საზოგადოება თავისი გაბედულობით გააკვირვა. 73 წლის მსახიობი, მოცეკვავე და მწერალი 3.500 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტით გადმოხტა. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. გივი სიხარულიძე არასდროს მალავდა, რომ სპორტით არის გატაცებული და აქტიურადაც ვარჯიშობს. თუმცა ექსტრემალურ სიტუციაში ის პირველად აღმოჩნდა. ვიდეოში […]
კატეგორია: მოზაიკა
ადელმა ოფიციალურად აღიარა გათხოვება
ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკვე გათხოვილია. მისი რჩეული გახდა საიმონ კონეკი. ადელისა და კონეკის დაქორწინების თაობაზე ხმები დიდი ხანია ვრცელდებოდა, მაგრამ მხოლოდ ახლახანს დაადასტურა ეს ყოველივე მომღერალმა. ეს ბრისბენში (ავსტრალია) გამართული კონცერტის დროს მოხდა, როდესაც მომღერალი საკუთარ სიმღერაზე საუბრობდა. ადელის თქმით, ის ცდილობდა გაეხსენებინა ის, თუ რას გრძნობდა მათი ურთიერთობის დასაწყისში და რამაც […]
ემბერ ჰერდი და ილონ მასკი ისევ ერთად შენიშნეს
ჰოლივუდის მსახიობი ემბერ ჰერდი და ტესლა მოტორსის დამფუძნებელი ილონ მასკი ისევ ერთად შენიშნეს. მსახიობი და მილიარდერი დოკუმენტური ფილმის ვიპ-ჩვენებას დაესწრნენ. ღონისძიება ეპლის ხელმძღვანელის ტიმ კუკის მიერ იყო ორგანიზებული და პალო-ალტოში მიმდინარეობდა. 45 წლის მასკი და 30 წლის ჰერდი 2016 წელს არაერთხელ შენიშნეს ერთად, როდესაც მათ განქორწინების პროცესი ჰქონდათ თავიანთ მეუღლეებთან, ტალულა რაილისთან და ჯონი დეპთან. […]
სალვადორ დალის დის პორტრეტი 2 მილიონად გაიყიდა
სალვადორ დალის სურათი “ფიგურა პროფილში” თითქმის 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა ლონდონის აუქციონზე. სურათზე, რომელიც 1925 წელს არის შექმნილი, მხატვარის და ანა მარიაა გამოსახული. დალმა მას ეს ნამუშევარი მანამდე აჩუქა, სანამ მათი ურთიერთობა გაფუჭდებოდა. 1942 წელს სიურეალისტმა მხატვარმა გამოუშვა ავტობიოგრაფია, რომელიც მის დას არ მოეწონა და მან 1949 წელს საკუთარი მემუარები გამოსცა. შემდგომში ანა მარიამ […]
ინსტაგრამის მეფის მეგობარი გოგონა 100 წლის კუს ზურგზე დააჯდა
ამერიკელი მილიონერი დენ ბილზერიანი, რომელსაც ინსტაგრამის მეფეს უწოდებენ, კრიტიკის ობიექტად მას შემდეგ იქცა, როდესაც გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აზის 100 წლის კუს ზურგზე ბიკინიში გამოწყობილი მისი მეგობარი გოგონა. ფოტო 36 წლის ბილზერიანის კუნძულ ნეკერზე (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) მეგობარ გოგონასთან ერთად სტუმრობის დროსაა გადაღებული. მამაკაცმა გამოაქვეყნა სურათი, როდესაც ის კუს საკვებს აძლევს, კუს კი ზურგზე ბიკინიში […]
ნატალი პორტმანი გოგონას დედა გახდა
ამერიკელ მსახიობ ნატალი პორტმანსა და მის მეუღლე ქორეოგრაფ ბენჯამინ მილიპიეს მეორე ბავშვი ეყოლათ. წყვილს გოგონა 22 თებერვალს შეეძინა და მას ამალია დაარქვეს. დედაც და ბავშვიც თავს ჯანმრთელად და ბედნიერად გრძნობენ. წელს მსახიობმა კინოპრემიის ”ოსკარის” გადაცემის ცერემონია გამოტოვა. ის ქალის საუკეთესო როლზე იყო ნომინირებული ფილმში ”ჯეკი”. ფილმში მოთხრობილია ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის მოკვლის შემდეგ ჟაკლინის ცხოვრების […]
მარტოხელა იაპონელი პორნოჟურნალებს ემსხვერპლა
მარტოხელა იაპონელი მას შემდეგ დაიღუპა, როდესაც მას თავზე დაეყარა პორნოჟურნალების დასტები. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა ავრცელებს. ცნობილია, რომ 50 წლის დაღუპულ იაპონელს ძიოძი ერქვა. ადრე ის ავტომობილების წარმოებაში იყო დასაქმებული. მისი ცხედარი მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც ბინის მეპატრონე იმის გასაგებად მივიდა, თუ რატომ არ იხდიდა მამაკაცი ბინის ქირას. კლინინგური კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც […]
დენის დარტყმის შემდეგ 30 მეტრიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გადარჩა
მამაკაცი, რომელმაც ორჯერ მიიღო დენის დარტყმა და შემდეგ 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, ცოცხალი გადარჩა. მომხდარის ვიდეოჩანაწერი იუთუბიზე იქნა გამოქვეყნებული და ის ოთხი ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. მამაკაცის ვინაობა და შემთხვევის ადგილი არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციითა და შავკანიანი მამაკაცის ტანსაცმლის მიხედვით, ის შესაძლოა ელექტრო გადამცემი ხაზების მომსახურე სამსახურის თანამშრომელი იყოს. როგორც ვიდეოში ჩანს, მან გაჭირვებით მოახერხა […]
ჯიჯი ჰადიდმა სურათები არაბული ვოგისთვის გადაიღო
ამერიკელმა მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა ჟურნალ ვოგის არაბული ვერსიისთვის გამართულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. კადრები ფოტოსესიიდან მოდელმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამში გამოაქვეყნა. ფოტოსურათებმა, რომლებზეც გოგონას თავზე თავშალი აფარია, თითოეულმა ცხრა ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ფოტოსურათები ნიუიორკელმა ფოტოგრაფმა ინეს ვან ლამსვირდმა გადაიღო. მან ინსტაგრამში საკუთარ გვერდზე ჰადიდის სხვა სურათებიც გამოაქვეყნა. ჰადიდის სურათებით დამშვენებული ვოგის არაბული ვერსიის პირველი ნომერი ახლახან […]