მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინის შექმნა კვლავ აქტუალური თემაა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა ძალიან მალე მზად იქნება. ვაქცინის წარმოება დააანონსა გერმანიამაც. “ბიოტეკისა” და “პფიზერის” თანამშრომლობით შემუშავებული ვაქცინა შესაძლოა, ოქტომბრიდან წარმოებაში ჩაეშვას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ვაქცინა წარმოებაში მაშინ ჩაეშვას, როცა ის სრულყოფილად იქნება მზად. რუსთავი 2
კატეგორია: მსოფლიო
ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა
რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. DW news-ის ცნობით, ნავალნი გერმანულ კლინიკა Charité-ში კომატოზურ მფგომარეობაში 22 აგვისტოდან იყო მოთავსებული, დღეს კი ის კომიდან გამოვიდა. ცნობისთვის, ნავალნი ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებდნენ. ხოლო მოგვიანებით ბერლინის საავადმყოფომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნავალნი მოწამლულია.
ირანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ირანში, გულისტანის პროვინციის რამიანის რეგიონში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Tehran Times-ი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად რეგიონში 50 სახლი დაზიანდა. რამიანის გუბერნატორის თქმით, მოქალაქეებმა დაზიანებები, ძირითადად, შიშისა და აღელვებისგან გამოწვეული ქმედებების გამო მიიღეს.
როგორ გაიტანეს ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო – ვიდეო
ტელეკომპანია Open-ის საშუალებით გავრცელდა კადრები, რომლებზეც ჩანან დამნაშავეები, რომლებმაც თესალონიკში, ერთ-ერთი ბიზნესმენის ბინიდან 1 მილიონი ევრო, 200.000 ფუნტი და ძვირადღირებული სამკაულები მოიპარეს. როგორც კადრებიდან ირკვევა, ისინი, ფაქტობრივად, სრულად შენიღბულები იყვნენ, დაფარული ჰქონდათ ყველაფერი, გარდა თვალებისა. გამოძიების ცნობით, მათი მიზანმიმართული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული დეტალი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი, უმოკლეს დროში მოახერხეს ამ რაოდენობის “ნადავლის” გატანა. სახლი, […]
სერბეთი და კოსოვო ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ – ისტორიული შეხვედრა ვაშინგტონში
სერბეთი და კოსოვო ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებას „დიდი მიღწევა“ უწოდა. თავის მხრივ, როგორც სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის ჯერ კიდევ ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ეს შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი. კოსოვოს […]
გერმანიის მთავრობა – “ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს”
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ნავალნი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ. ტოქსიკოლოგიურმა ტესტებით ცალსახად დაადასტურა, რომ ქიმიური ნერვული აგენტი “ნოვიჩოკის“ ჯგუფისაა. კომაში მყოფი ნავალნი ბერლინში სამკურნალოდ რუსეთიდან გადაიყვანეს. ოპოზიციონერის გუნდის წევრები ამბობენ, რომ სერგეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით მოწამლეს. “ნოვიჩოკი” ეს არის ნერვული აგენტი, რომლითაც 2018 წელს […]
საბერძნეთში სწავლის დაწყება 14 სექტემბრამდე გადაიდო
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლის დაწყება 14 სექტემბრამდე გადაიდო. საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა განმარტა, რომ სწავლის გადადება საჭიროა, რათა ოჯახები ზაფხულის არდადეგებიდან დიდ ქალაქებში დაბრუნდნენ და სახლში გარკვეული დრო გაატარონ, ვიდრე ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მშობელს, რომ ბავშვები უახლოეს დღეებში სახლებში დააბრუნონ და გაკვეთილების დაწყებამდე უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ“, – […]
სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესასებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოწამლული მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება. სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ანუშ ჰარუთინიანმა სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ პირველადი ვერსიით, მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ. „არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია. გასაყიდად გამზადებულ პარტია კონფისკირებულია,“- განაცხადა ჰარუთინიანმა. მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო […]
ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ჩრდილოეთ ჩილეში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. „როიტერის“ ინფორმაციით, საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. ამავე სიძლიერის მიწისძვრა ჩილეში ივნისშიც მოხდა, თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, რეგიონისთვის დამახასიათებელი ხშირი მიწისძვრების გამო, ჩილეს ინფრასტრუქტურა იმ მეთოდოლოგიით არის აშენებული, რომელიც ძლიერ რყევებს უძლებს. პირველი არხი
საფრანგეთში 1 სექტემბრიდან სამუშაო ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება
საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან სამუშაო ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. საზოგადოების ნაწილი ახალ წესს საჭიროდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი წინააღმდეგია. ზოგიერთი დასაქმებულის აზრით, რთულია უპასუხო კლიენტების ზარებს, როცა პირბადე გიკეთია. როგორც აგვისტოს შუა რიცხვებში საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რეგულაცია შეეხება ყველა საერთო სივრცეს, ოფისებსა და ქარხნებს, გარდა ცალკეული სამსახურებისა, სადაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი იმყოფება. მისივე თქმით, სახლიდან […]








