კატეგორია: მსოფლიო

ექიმ პრიცენკოს, რომელსაც პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა

საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. „ძვირფასო მეგობრებო, დიახ, მე დამიდგინდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ. იზოლირებული ვარ საკუთარ კაბინეტში“,- წერს ექიმი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. გასულ კვირას აღნიშნული საავადმყოფო ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და შეხვედრა გამართა ექიმებთან, მათ შორის ინფიცირებულ დენის პრიცენკოსთან. თემაზე კომანტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. […]

ევროპის 4 ძირითად ქვეყანაში კორონავირუსისგან 52.827 ადამიანი განიკურნა

ევროპის ძირითად ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების პარალელურად იკვეთება ამ დაავადებისგან განკურნებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა. ამ დროისთვის ესპანეთში განკურნებულია 16.780 ადამიანი, იტალიაში – 14.620, საფრანგეთში – 7.927, გერმანიაში – 13.500 ადამიანი. სულ ეს შეადგენს 52.827 ადამიანს.

ესპანეთში გასულ 24 საათში 2.071 ადამიანი განიკურნა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6.396-ით გაიზარდა და 85.195-ს მიაღწია. განკურნებულთა რაოდენობა 2.071-ით გაიზარდა და 16.780-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 734-ით გაიზარდა და 7.340-ს მიაღწია.

იტალიაში გასულ 24 საათში წინა დღეზე 1.167-ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა

იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4.050-ით გაიზარდა. ეს წინა დღე-ღამის მონაცემებზე 1.167-ით ნაკლებია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 101.739-ს მიაღწია. განკურნებულთა რაოდენობა 1.590-ით გაიზარდა და 14.620-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 812-ით გაიზარდა და 11.591-ს მიაღწია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითიზოლაციაშია – ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. მედიის ცნობით პრემიერი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მის ერთ-ერთ თანაშემწეს COVID-19 დაუდგინდა. პრემიერს და მის გარემოცვას შესაბამისი ტესტები უკვე ჩაუტარდათ და პასუხს ელოდებიან. ნიუპოსტი

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი მილუტინ კნეზევიჩი ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა. 71 წლის მღვდელმთავარს covid-19-ის სიმპტომები ერთი თვის წინ გამოუვლინდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია ეპისკოპოსის გარდა კორონავირუსი ეპარქიის სხვა სასულიერო პირებსაც დაუდასტურდათ. ცნობისთვის, სერბეთში ამ დროისათვის დადასტურებულია კორონავირუსის 785 შემთხვევა, სადიანაც 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 კი გამოჯანმრთელდა.

პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მედიის ინფორმაციით, პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას მისი პრესსპიკერიც ადასტურებს. „ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, უელსის პრინცი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება“,-აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, პრინცი ჩარლზის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 25 მარტს გავრცელდა. ის კარანტინში 7 დღის მანძილზე იმყოფებოდა.

ესპანეთში გასულ 24 საათში 2.424 ადამიანი განიკურნა

ესპანეთში გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6.551-ით გაიზარდა. ეს 1.638-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე. მათი საერთო რაოდენობა 78.799 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 2.424-ით გაიზარდა და 14.709 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 794-ით გაიზარდა და 6.606 გახდა.

საფრანგეთში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება გარდაცვლილებისას

ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 40.174 ადამიანი. მათგან განკურნებულია 7.202 ადამიანი. გარდაცვლილია 2.606 ადამიანი. დარჩენილი 30.366 ინფიცირებულიდან 85%-ის, ანუ 25.734 ადამიანის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 15%-ის, ანუ 4.632 ადამიანის – რთული ან კრიტიკული.

გასულ 24 საათში იტალიაში განიკურნა 646 ადამიანი, გარდაიცვალა 756

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 5.217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი რაოდენობა 757-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 97.689-ს მიაღწია. ამავე პერიოდში განიკურნა 646 ადამიანი და მათმა რაოდენობამ 13.030-ს მიაღწია. გარდაიცვალა 756 ადამიანი. მათი რაოდენობა 133-ით ნაკლებია წინა 24 საათის მონაცემებზე. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10.779 გახდა