უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამის შესახებ მან Financial Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯოვკვას განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ნატოში წევრობა შეუძლებელია. „ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. არაფერ სხვას ამ მიმართულებით აღარ გავაკეთებთ“,- განაცხადა ჟოვკვამ. მისივე განმარტებით, უკრაინა ელის, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე მისაღებ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთის, […]
კატეგორია: მსოფლიო
შიშველი მარიუპოლელი ქალი ტროტუარზე ზის და არაფერი ახსოვს
სროლა ოსლოში
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ერთ-ერთ ბარში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 8 ადამიანი კი – საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით 01:14 საათზე, პოლიციაში სროლის შესახებ არაერთი ზარი შევიდა. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ეჭვმიტანილი მამაკაცი ადგილზე მისვლიდან 3 წუთში დააკავეს. ამასთან, როგორც CNN-ი იუწყება, საავადმყოფოში მყოფი 8 ადამიანიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. […]
მორავეცკი – “ევროპის საბჭომ უკრაინას 9 მილიარდი ევრო დაუმტკიცა”
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის ინფორმაციით, ევროპულმა საბჭომ დღეს გამართულ სამიტზე, უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. მორავეცკის თქმით, უკრაინის დასახმარებელ დოკუმენტში ასევე მოცემულია დებულებები, რომლებიც უკრაინის სამხედრო დახმარებასაც მოიცავს. „რა ძნელია, როდესაც მტრის ამხელა ძალასთან იბრძვი. ამიტომაა, რომ პოლონეთი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები […]
იტალიაში უთავო გვამი იპოვეს – ის ციცაბო დაღმართის შუა გზაზე აღმოაჩინეს გარდაცვლილი
იტალიაში, ფორლის აპენინებში უთავო გვამი იპოვეს. ეს არის 55 წლის ფერმერის, ფრანკო სევერის ცხედარი, რომელიც ცხოვრობდა იმ ადგილიდან არც თუ ისე შორს, სადაც მისი გვამი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ადგილზე ვერ მიაგნეს ვერც სასოფლო-სამეურნეო მანქანას. პირველად ინფორმაციით, კაცი 24-48 საათის წინ გარდაიცვალა, ამ დროისთვის კი დანიშნული ექსპერტიზა. იგი 21:30 საათზე ნაცნობს უნდა შეხვედროდა, თუმცა […]
ავღანეთში მიწისძვრას 255 ადამიანი შეეწირა
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. „სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, – […]
ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდი პარლამენტის დათხოვნაზე შეთანხმდნენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი და მისი მთავარი კოალიციური მოკავშირე, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნაზე შეთანხმდნენ, რაც მოგვიანებით ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს. პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც კოალიციის სტაბილიზაციის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. პარლამენტის დათხოვნაზე კანონპროექტი ქნესეთს მომავალ კვირას წარედგინება. მიღების შემთხვევაში კი, გასულ წელს […]
ბორელი – “მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება”
მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. ბორელმა აღნიშნა, რომ იგი რუსეთს უკრაინული პორტების დებლოკირებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ რუსეთს პორტების დებლოკირებისკენ მოვუწოდებთ. წარმოუდგენელია, ვერ წარმოიდგენთ, რომ მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. […]
ზელენსკი – “ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს”
ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა. „მე ვბრუნდები სამხრეთიდან – მოვინახულე ჩვენი ფრონტის ხაზის პოზიციები მიკოლაივის რეგიონში, მოვინახულე თავად მიკოლაევი და ასევე ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს – სამხედროებს, პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიულ დაცვას. მათი განწყობა თავდაჯერებულია, ჩვენს გამარჯვებაში არავის ეპარება ეჭვი. ჩვენ […]
საფრანგეთი გერმანიისგან მილსადენებით რუსულ გაზს აღარ მიიღებს
საფრანგეთი გერმანიისგან მილსადენებით რუსულ გაზს აღარ მიიღებს. ფრანგული გაზის სატრანსპორტო კომპანიის GRTgaz აცხადებს, რომ გაზის მიწოდება 15 ივნისის შემდეგ შეწყდა. მეორეს მხრივ გაზის მიწოდების ნაკადი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გაიზარდა. “ზაფხულში რაიმე პრობლემები ფრანგი მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით არ გვექმნება, ხოლო ზამთრისთვის საცავები ივსება,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ნაკლებად არის დამოკიდებული […]










