კატეგორია: მსოფლიო

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა – ტრაგედიის ახალი დეტალები

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. იტალიის შს სამინისტრო ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული. იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ სამინისტროში საგანგებო თათბირი დანიშნა. მისი თქმით, […]

საშინელი კატასტროფა იტალიაში – გენუაში ხიდი ჩაინგრა – დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი – ვიდეო

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ჯერჯერობით დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცოტა ხნის წინ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ხიდის ჩანგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ კაცმა ვერტმფრენი გაიტაცა და თავის სახლს შეეჯახა

იუტის შტატის ქალაქ პეისონში ოჯახური კონფლიქტი ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. ცოლთან კონფლიქტის შემდეგ განაწყენებულმა კაცმა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან გაიტაცა და საკუთარ სახლს განგებ შეეჯახა. შეჯახებისას თვითმფრინავი აფეთქდა, სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მისი ოჯახის წევრები არ დაშავებულან.

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა

ინდონეზიის, ლომბოკის კუნძულზე მომხდარი მაგნიტუდით 7,0 მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „სინჰუა“ ინდონეზიის სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით თანახმად, მიწისძვრის შედეგად 1.353 ადამიანი დაშავდა, 353 ათასმა ადგილობრივმა საკუთარი სახლები დატოვა. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 5 აგვისტოს მოხდა, რასაც 543 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. […]

პილოტების გაფიცვის გამო Ryanair-მა 400 ფრენა გააუქმა

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Ryanair-ი იძულებული გახდა გაეუქმებიანა 400 ავიარეისი, რაც პილოტების გაფიცვით იყო გამოწვეული. კომპანიის განცხადებით, ფრენები გაუქმდა გერმანიის, ირლანდიის, ბელგიისა და შვედეთის მიმართულებით, რაც დაგეგმილი ფრენების 15%-ს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ პილოტები გაფიცვას აპირებდნენ ჰოლანდიაშიც, თუმცა მათ ქმედებას ავიარეისის გადადება არ გამოუწვევია. გადადებული ფრენები 76,000 მგზავრს შეეხო. მათი ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის გამო […]

საბერძნეთში ხანძრის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ცენტრალური საბერძნეთის გუბერნატორმა კოსტას ბაკოიანისმა კუნძულ ევიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სადაც ძლიერი ტყის ხანძარია. ამის შესახებ Express-ი წერს. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მანამდე სტიქიის გამო სოფლებიდან კონდოტისპოტისი და სტავროსი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი აქ გუშინ გაჩნდა. ივლისის ბოლოს ათენთან ახლოს გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 91 ადამიანი იმსხვერპლა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 28 მათგანის ამოცნობის […]

ავარია ტრაბზონში – დაშავდა საქართველოს 5 მოქალაქე

ტრაბზონში მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, გზაზე მოულოდნელად ხარმა გადაირბინა, რასაც ავტოკატასტროფა მოჰყვა. ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Cumhuriet ავრცელებს. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტრაბზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა. როგორც ვიცე-კონსულმა თემურ ტარტარაშვილმა განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, საკონსულოში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. პირველი არხი 

აფეთქება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სამხედრო ქარხანაში – 1 ადამიანი დაიღუპა

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში აფეთქება მოხდა. შემთხვევა სამხედრო ქარხანაში მოხდა, სადაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებისა და გემების აღჭურვილობას, მათ შორის სარადარო სისტემებს აწარმოებენ. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. პოლიციის ვერსიით, ინციდენტი ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს არ უკავშირდება, თუმცა ქარხანა ხუთიოდე კილომეტრითაა დაშორებული იმ […]

ინდონეზიაში მიწისძვრამ კუნძულ ლომბოკის დეფორმაცია გამოიწვია

ინდონეზიაში, 5 აგვისტოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, კუნძული ლომბოკის ჩრლიდო-აღმოსავლეთ ნაწილმა ზღვის დონიდან, საშუალოდ, 25.4 სანტიმეტრით აიწია. სწორედ აქ იყო მიწისძვრის ეპიცენტრი. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს. ეპიცენტრიდან სამხრეთით, ბიძგების გავრცელების არეალში კი, მიწის ზედაპირმა, საშუალოდ 5-12 სანტიმეტრით ქვემოთ დაიწია. მეცნიერების მტკიცებით, ეს მიწისძვრით გამოწვეული ძალიან დიდი დეფორმაციაა. ბოლო მონაცემებით, კუნძულ ლომბოკზე 5 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა […]

“არ ვიცი, როგორ დავსვა თვითმფრინავი… ცხოვრებისგან განადგურებული ბიჭი ვარ… ყველას პატიებას გთხოვთ” – თვითმფრინავის გამტაცებელმა სიცოცხლის ბოლო წუთებში დისპეტჩერებს გული გადაუშალა

ამერიკულ მედიაში გავრცელდა სიეტლის აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებლის საუბრის ჩანაწერი ავიადისპეტჩერებთან, რომლებიც მას თვითმფრინავის აეროპორტში დასმას სთავაზობდნენ. მექანიკოსის მიერ გატაცებულმა ცარიელმა საჰაერო ხომალდმა 15 წუთი იფრინა, რამდენიმე სახიფათო მანევრი გააკეთა და შემდეგ კატასტროფა განიცადა. გაშიფრული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საუბრის დასაწყისში გამტაცებელი რიკი (მისი გვარი არ სახელდება) შესანიშნავ ხასიათზე იყო, ხუმრობდა და აცხადებდა, რომ მას ალბათ […]