აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. ახლობლები მთავარ არხთან ამბობენ, რომ ბიგვავა აზოვსტალში, ერთ-ერთი თავშესაფრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანას რუსეთი ბომბავს. იქ აზოვის მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ გამაგრებულნი. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქარხნიდან სამოქალაქო პირები გამოიყვანეს, მაგრამ მებრძოლები ამ დრომდე იქ არიან. აზოვის ბატალიონი დახმარებას ითხოვს. ამასთან, უკრაინა […]
კატეგორია: მსოფლიო
მორავეცკი – “პუტინი ჰიტლერსა და სტალინზე საშიშია”
რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მის ხელში მეტად მომაკვდინებელი იარაღია, ვიდრე მეოცე საუკუნის დიქტატორებს ჰქონდათ – ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. პოლონეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა დააინფიცირა საინფორმაციო სივრცე მილიონობით „ფეიკ ნიუსით“, ამიტომ მსოფლიოს სჭირდება დეპუტინიზაცია. „რუსული სამყაროს“ პუტინისტური იდეოლოგია მეოცე საუკუნის […]
აფეთქება რუსეთის სამხედრო ნაწილში – არის მსხვერპლი
ოკუპანტებმა ლუჰანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს
რუსებმა ლუჰანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. ამის შესახებ ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა. “საბედნიეროდ სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა”- აცხადებს ის. ჰაიდაის თქმით, გასულ დღეს რუსულმა ძალებმა ლუჰანსკში 15-ჯერ გახსნეს ცეცხლი, რის გამოც ქალაქ სევეროდონეცკში დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი. ასევე, ქალაქს მეორე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია. ჰაიდის თქმითვე, ვრუბოვკაში […]
სარაკეტო იერიშის გამო, შარლ მიშელს ოდესაში თავშესაფარში გადასვლა მოუწია
შარლ მიშელი უკრაინაში, კერძოდ კი ოდესაში ჩავიდა. მისი ვიზიტის დროს, ოდესის ოლქზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის გამოც მას თავშესაფარში გადასვლა მოუხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შარლ მიშელი უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა და მხარეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ. შეხვედრას პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ერთვებოდა. მიშელი ქალაქ ოდესაში ევროპის დღესთან დაკავშირებით და იმის […]
უკრაინაში დავით ჟვანია დაიღუპა
გუშინ, გვიან ღამით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, უკრაინაში რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია დაიღუპა. ინფორმაცია უკრიანულმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს. არსებული ცნობებით, ის ზაპოროჟიეს რაიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა. ცნობილია ისიც, რომ ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და იყო „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი. დავით ჟვანია 1967 წლის 20 ივლისს, […]
ბაიდენმა უკრაინისთვის ლენდ ლიზის კანონს ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რითიც კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა. ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. შეგახსენებთ, ლენდ-ლიზის აქტს გასულ თვეში, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. ისტორიული მნიშვნელობის […]
რუსეთის ყოფილი პრემიერი კასიანოვი – “ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია”
რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა პუტინის რეჟიმსა და უკრაინასთან გაჩაღებულ ომზე Sky News-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მოსალოდნელი მარცხის შესახებ უკვე იცის. მისი თქმით, “ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია”: “პუტინი აშკარად გასაჭირშია და ეს „პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია. რუსეთის პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს და არ ელოდა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს“, – აღნიშნა ყოფილმა […]
რუსი მილიარდერი შამანთან სეანსის შემდეგ დაიღუპა
კომპანია „ლუკოილის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი, მილიარდერი ალექსანდრ სუბოტინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. კერძოდ, ბიზნესმენი შამანთან სეანსის შემდეგ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ტრაგედია მოსკოვთან ახლოს მიტიშახის რაიონში, ადგილობრივი შამანის აგუას სახლში მოხდა. შამანი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში, სეანსებს მსურველებისთვის წლების განმავლობაში მართავენ. მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებებს ეგზოტიკური ცხოველების დახმარებით.კერძოდ, იყენებენ შხამიან გომბეშოს. აკეთებენ ნაკვეთ ჭრილობას […]
ზელენსკი – “მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება”
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს და ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის არც ერთ ნაწილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ჰიტლერის საწინააღმდეგო კოალიციის სხვა ერებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი და არავის მივცემთ ამ გამარჯვების მითვისების უფლებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. „ეს არ არის ორი ჯარის ომი. […]










