კატეგორია: მსოფლიო

ცნობილ გამნაღმელ ძაღლს პრესკონფერენციაზე ჩაეძინა

ცნობილ გამნაღმელ ძაღლს პრესკონფერენციაზე ჩაეძინა

ცნობილ უკრაინელ გამნაღმველ ძაღლს „პატრონს“ პრესკონფერენციაზე ჩაეძინა.  ცუგას სურათს უკრაინული მედია ავრცელებს. „საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიფინგზე ცნობილ მესაზღვრე ძაღლ პატრონს ჩაეძინა. ალბათ დაიღალა ჩვენი კუდიანი მებრძოლი! დღის ტკბილი“, – წერს UNIAN-ი

ელისეის სასახლეში მაკრონის ინაუგურაცია გაიმართა

ელისეის სასახლეში მაკრონის ინაუგურაცია გაიმართა

ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა ინოვაციების აუცილებლობაზე მსოფლიოსა და საფრანგეთისთვის უპრეცედენტო გამოწვევების დროს და თქვა, რომ მისი მეორე ვადა იქნება „ახალი“ და არა უბრალოდ პირველის გაგრძელება. “ჩვენ ერთად უნდა გამოვიგონოთ ახალი მეთოდი, ტრადიციებისა და რუტინისგან განსხვავებული, რომლითაც შევძლებთ შევქმნათ ახალი პროდუქტიული, სოციალური და ეკოლოგიური კონტრაქტი”, – აღნიშნა […]

ლუგანსკის ოლქში სკოლის დაბომბვას 60 ადამიანი შეეწირა

ლუგანსკის ოლქში სკოლის დაბომბვას 60 ადამიანი შეეწირა

უკრაინის სოფელ ბელოგოროვკაში, რუსი სამხედროების მიერ სკოლის დაბომბვის შემდეგ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ნანგრევების ქვეშ 60 ადამიანია ჩარჩენილი, რომლებზეც შიშობენ, რომ დაღუპულები არიან. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგი გაიდაიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა შაბათს შუადღისას იერიში მიიტანა სკოლაზე, რომელსაც დაახლოებით 90 ადამიანი აფარებდა თავს. რუსულმა დაბომბვამ ხანძარი გამოიწვია, რომელმაც მთელი შენობა მოიცვა. ოცდაათი ადამიანის […]

რუსებმა განაცხადეს, რომ 9 მაისს ლუგანსკს ვოროშილოვგრადი დაერქმევა

რუსებმა განაცხადეს, რომ 9 მაისს ლუგანსკს ვოროშილოვგრადი დაერქმევა

რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ 9 მაისს უკრაინულ ლუგანსკს ვოროშილოვგრადის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „9 მაისს მლუგანსკს დაერქმევა ვოროშილოვგრადი. ლეონიდ პასეჩნიკის ეს ბრძანებულება ძალაში შევა 9 მაისს”, – განაცხადა ერთ-ერთმა ოკუპანტმა. მანამდე, ლუგანსკის რეგიონში თავდაცვის ძალები ემზადებოდნენ რუსი დამპყრობლების უფრო ძლიერი შეტევისთვის უახლოეს სამ-ოთხ დღეში. ამავდროულად, დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ სოროკინოში (ლუგანსკის ოლქი) […]

ბუჩაში დამპყრობლებმა მომწამვლელი ნივთიერება დატოვეს

ბუჩაში დამპყრობლებმა მომწამვლელი ნივთიერება დატოვეს

კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში დამპყრობლებმა ერთ-ერთ სახლში მომწამვლელი ნივთიერება – ვერცხლისწყალი დატოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. კოლბის რადიაციული ფონი, რომელშიც ნივთიერება იყო მოთავსებული, გაიზარდა. ასე რომ, არსებობს ვარაუდი, რომ იგი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან იყო ჩამოტანილი, ნათქვამია მოხალისე ბუჩის ფეისბუქ გვერდზე. მათივე ინფორმაციით, ნივთიერება უკვე ამოღებულია და გადატანილია სხვა ადგილზე. „…სახლში დაბრუნებულმა ბუჩას ადგილობრივმა მცხოვრებმა […]

ზელენსკის ცნობილი ქურთუკი აუქციონზე გაიყიდა

ზელენსკის ცნობილი ქურთუკი აუქციონზე გაიყიდა

ლონდონში, უკრაინის საჭიროებისთვის თანხების მოსაზიდად აუქციონზე, პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი ქურთუკი გაიყიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ლოტი 90 ათასი გირვანქა სტერლინგად გავიდა. საწყისი ფასი 50 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო. ვაჭრობის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისაუბრა. მან აუქციონის მონაწილეებს  მოუწოდა, არ ყოფილიყვნენ ხარბები. აუქციონზე ისაუბრა ვლადიმერ ზელენსკიმაც. მან შეაქო დიდი ბრიტანეთი და „მამაცი […]

თეთრ სახლს ახალი პრესსპიკერი ჰყავს

თეთრ სახლს ახალი პრესსპიკერი ჰყავს

თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი იქნება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრის სახლის პრესსპიკერი ლგბტქ თემის წარმომადგენელი იქნება. კარინ ჟან-პიერი 44 წლისაა.   კარინ ჟან-პიერი ​ ობამას ადმინისტრაციის წევრიც იყო. თეთრ სახლში მისვლამდე ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ოფისს ხელმძღვანელობდა. კარინ ჟან-პიერი კარიბის ზღვის კუნძულ მარტინკაზეა დაბადებული. კარინ ჟან-პიერი ენ ფსაკის შეცვლის, რომელიც ტელეკომპანია „ემესენბისზე“ გადადის […]

დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქას გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქას გამოყოფს

გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და მის საზღვრებთან მყოფი დაუცველი უკრაინელებისთვის 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს (57 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. „დახმარების პაკეტი გადაეცემა გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ძალადობისა და ზიანის მიმართ ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად, – აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაში. მისი განმარტებით, დახმარება განკუთვნილია უკრაინაში ყველაზე დაუცველებისთვის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, […]

ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს

ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „სწორედ ახლა ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. მეტი დეტალი ჯერ არ არის“, – განაცხადა ცაპლიენკომ. ინფორმაციაა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე ადასტურებს. რუსული მედია შტურმის კადრებს აქვეყნებს. „მთელი ღამე გვაბომბავდნენ, დაიღუპა ორი ქალი, ახლა კი „აზოვსტალზე“ შტურმს ახორციელებენ”, – განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ […]

აზოვსტალის ქარხანაზე რუსების გუშინდელ შეტევას 2 ქალი ემსხვერპლა

აზოვსტალის ქარხანაზე რუსების გუშინდელ შეტევას 2 ქალი ემსხვერპლა

აზოვის ბატალიონის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაზე გუშინ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ქალი დაიღუპა. აზოვის ბატალიონი მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ მოხდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდეს. ცნობისთვის, აზოვსტალის ქარხანაში ასობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ისევ რჩებიან. ადგილზე გამარებულები არიან სამხედროებიც. ევაკუაციის შემდეგ რუსეთმა […]