საბალეტო დასის ბალერინა და პროექტის “შენ შეგიძლია ცეკვა” მონაწილე თათა ჯაში გათხოვდა. მისი რჩეული ტელეკომპანია “იმედის” დიზაინერი გიორგი ბარნაბიშვილია. საქორწილო ვიდეო ბალერინამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. თათას ხელი და გული საყვარელმა მამაკაცმა ქოლდფლეის კონცერტზე, მსმენელით სავსე სტადიონზე სთხოვა და მისგან დადებითი პასუხი მიიღო. ნიშნობის ბეჭდის დანახვაზე კი ბალერინამ სიხარულისგან იტირა. თათას და გიორგის გაბედნიერება უამრავმა […]
კატეგორია: პირადი
მარკ ცუკერბერგი მეორე ქალიშვილის მამა გახდა
ფეისბუქის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლეს, პრისცილა ჩანს, მეორე ქალიშვილი შეეძინათ. ახალი ინფორმაცია მსოფლიოს მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელით ამცნო. ცუკერბერგსა და ჩანს პირველი გოგონა 2015 წლის 30 ნოემბერს გაუჩნდათ. მაქსის დაბადების შემდეგ წყვილმა ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ნიუპოსტი
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ბაზალეთის ტბაში იბანავეს
ზაფხულის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მართალია შემოდგომა უკვე კარს მოგვადგა, მაგრამ ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან გამკლავება, თითქმის შეუძლებელია. როგორც ჩანს, სიცხემ პრეზიდენტი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც შეაწუხა. ამიტომ მათ გასაგრილებლად, დღეს ბაზალეთის ტბაზე ბანაობა გადაწყვიტეს. წყვილის გამოჩენას ბაზალეთის ტბაზე შეუმჩნევლად არ ჩაუვლია, ის სხვა დამსვენებლებმა დააფიქსირეს და ფოტოები გადაუღეს. რეიტინგი
ირინა შეიკი ბებიასთან რუსეთში ისვენებს
ირინა შეიკმა რუსეთში ბებიას ჩააკითხა. მოდელი რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება, ახლა კი ბებიასთან ბაშკირეთში ისვენებს, სადაც ბავშვობა გაატარა. ბებიასთან გადაღებულ ფოტოებს კი ინსტაგრამზე აქვეყნებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი და სასურველი ქალი, ირინა შეიკი 1986 წლის 6 იანვარს რუსეთში დაიბადა. ის არის ირინა შეიხისლამოვა, ყველასთვის ცნობილი, როგორც ირინა შეიკი. ეთნიკურად თათარი მამითა და დედით რუსი […]
ქრისტინე იმედაძის მილიონერი შეყვარებული თორნიკე ქებურია ქეთი ჟღენტზე ქორწინდება
ქრისტინე იმედაძის და ქართველი მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟის მიმართ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდი ყურადღება იყო. წყვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის მანძილზე ხვდებოდა. ამბობდნენ, რომ თორნიკე ქებურია “მის საქართველო 2015”-ის, სალომე ხელაშვილის დას, მაშო ხელაშვილს სწორედ ქრისტინეს გამო დაშორდა. თავიდან წყვილი ურთიერთობას მალავდა, მაგრამ შემდეგ საჯაროდ გამოჩენას არც ერთი აღარ ერიდებოდა. ისინი მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ერთად […]
ასმათ ტყაბლაძე: “მეზობლის ბიჭი სიკვდილისგან გადავარჩინე” – მსახიობი განსაცდელს წინასწარ გრძნობს
“მჯერა, რომ არსებობს შეუცნობელი ძალა, რომელიც იმას გაგაკეთებინებს, რაც გასაკეთებელია და იმას გათქმევინებს, რაც სათქმელია”, – მსახიობ ასმათ ტყაბლაძეს საკუთარ თავზე ეს ძალა ბევრჯერ გამოუცდია, ამის შესახებ ჟურნალ “სარკეს” უყვება: – ხშირად ყოფილა, რომ, ვთქვათ, წავსულვარ მარჯვნივ, მაგრამ რაღაც ძალას მარცხნივ მოვუტრიალებივარ და აღმოჩენილა, რომ იქ ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდებოდა, – გვიამბობს ქალბატონი ასმათი, – […]
რუსა ჩაჩუა დედა მეოთხედ გახდა
მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა მეოთხე შვილის დედა გახდა. ერთი ბიჭისა და ორი გოგონას შემდეგ, რუსას ბიჭი ეყოლა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. პატარას მშობლებმა ალექსანდრე დაარქვეს. ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა ბახვა ბრეგვაძემ გაავრცელა: “გაჩნდა ალექსანდრე ნაფეტვარიძე… რუსა ჩაჩუა, დიმა ნაფეტვარიძე, ჩქარა უთხარით რა კარგი ბიძა ჰყავს ჩემი სახით.” რუსა ჩაჩუასა და დიმა ნაფეტვარიძისთვის ეს მეორე […]
ნუკი კოშკელიშვილს ოპერაცია გაუკეთეს
ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს ოპერაცია გაუკეთეს. ფოტოები საავადმყოფოდან ნუკიმ ინტერნეტით თავად გაავრცელა და საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია. ნუკი გაგუას კლინიკაში ხალის გაზრდის გამო მივიდა, თუმცა კვლევებით მას საგანგაშო ვერაფერი დაუდგინდა. ექიმებმა ხალის მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღეს. ნუკიმაც ფოტო საოპერაციოში გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ტელეწამყვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ქეთევან ქარდავას 17 წლის შემდეგ მეორე შვილი შეეძინა
ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას მეორე შვილი შეეძინა – ლეო პერტენავა. ამის შესახებ 1 საათის წინ ჟურნალისტმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა: ”ეს დღეც დადგა! ❤️❤️. ყველაზე პატარა ”მაშასადამე ევროპელი” ?♥️ლეო პერტენავა. 17 წლის შემდეგ მეორე შვილის დედა გავხდი♥️♥️♥️მეც არ მჯერა !!!” ქეთევან ქარდავა გასულ წელს დაქორწინდა. ის მიშკა პერტენავას გაჰყვა ცოლად.
გიო პაპკიაურმა მაგდა ვასაძეს ხელი ღამის 3 საათზე ფეისბუქით სთხოვა
მომღერალი მაგდა ვასაძემ და მისმა მეუღლემ, მხატვარ-არქიტექტორმა გიო პაპკიაურმა ჟურნალ “სარკეს” თავიანთი სიყვარულის ისტორია უამბეს. გიო: ჯაზურ მუსიკას ვწერ და სხვადასხვა ბარებში საავტორი სიმღერებს ვასრულებ. ოთხი წლის წინ დუეტის ჩაწერა გადავწყვიტე და არჩევანი მაგდა ვასაძეზე შევაჩერე, რადგან მუსიკალური პროექტ “ახალი ხმიდან” ძალიან მომწონდა. ახლობელმა დაგვაკავშირა ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ რისთვის შევხვდით, ვერც მივხვდით. ამის მერე მაგდა […]










