კატეგორია: პოლიტიკა

ღარიბაშვილი – “1.000 სამხედრო დრონის წარმოებას ვაპირებთ”

ღარიბაშვილი - "დესტრუქციულ ძალებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ"

პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა: “გაისად გვექნება ადგილზე წარმოებული დრონი, სამხედრო დრონები. ჯამში ვაპირებთ 1.000 დრონის წარმოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ასევე ჩვენ ვმუშაობთ ავტომატების წარმოებაზე და უფრო სერიოზული შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის ისრაელიდან. გასულ წელს კომპანია “რაფაელთან” ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის სისტემების სრულ განახლებას და ტანამედროვე ტიპის რაკეტების შემოტანას უზრუნველყოფს”.

“ქართული ოცნება” 32%, ნაციონალები 24%, გახარიას პარტია 13% – ედისონ რისერჩის კვლევა

"ქართული ოცნება" 32%, ნაციონალები 24%, გახარიას პარტია 13% - ედისონ რისერჩის კვლევა

ტელეკომპანია „ფორმულა“ ედისონ რისერჩის კვლევის შედეგევს აქვეყნებს. “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” – კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება – 32%; ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 24%; გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 13%; გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი – 4%; ლელო – 4%; შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – […]

“ლევან ვასაძე ვეღარ სუნთქავს, ფეხები დაუსივდა, ადამიანი ილევა” – სოსო მანჯავიძე

„ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის, თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის, ინფორმაციით, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. მიზეზი ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში დაადგინეს და სწორედ ამიტომ ბიზნესმენი გუშინ თურქეთში გადაიყვანეს. ვასაძის თანაგუნდელი “ტვ პირველს” უყვება, რომ “ერის” ლიდერმა რამდენჯერმე კორონავირუსზე ტესტიც კი გაიკეთა, თუმცა მას ვირუსი არ დაუდასტურდა. გაირკვა ისიც, რომ მას კოვიდ 19 გადატანილი არ ჰქონია. – […]

ღარიბაშვილი – კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ყველას ჩამოეწერება

ღარიბაშვილი - "ვადამდელი არჩევნების საფუძველი არ არსებობს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია […]

გახარია – “მე და სააკაშვილი ვაშინგტონში 1 სასტუმროში ვიყავით 1 ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია”

გახარია - "მე და სააკაშვილი ვაშინგტონში 1 სასტუმროში ვიყავით 1 ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია"

“კურიერმა” ამერიკაში ყოფილი პრემიერის ჩაწერა მოახერხა. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი. “დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ  შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღეს უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში, ჩვენ გადაკვეთა არანაირი არ გვქონია … საერთოდ ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად […]

ლევან ვასაძე მოწამლეს – თბილისის კლინიკიდან ის სასწრაფოდ თურქეთში გადაიყვანეს

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

“მთავარია არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა ერის დამფუძნებელი, ლევან ვასაძე მძიმე მდგომაროებაშია.  ბიზნესმენი ამ დროისთვის თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს. ის გუშინ სასწრაფო ჩარტერით  გადააფრინეს. სავარაუდოდ, ის მოწამლულია თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია. ვასაძე ექიმების დასკვნას ამ დრომდე ელოდება. მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი გუშინ, 23 ივნისს, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ […]

იპსოსი – 32% – “ქართული ოცნება”, 23% – ნაციონალური მოძრაობა, 8% – გახარიას პარტია

იპსოსი - 32% - "ქართული ოცნება", 23% - ნაციონალური მოძრაობა, 8% - გახარიას პარტია

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? იპსოსის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 23% “ნაციონალურ მოძრაობას”, 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას – “საქართველოსთვის”. სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია: “გირჩი – მეტი თავისუფლება” – 5% “ევროპული საქართველო” – 3% “ლეიბორისტული პარტია” – 3% “პატრიოტთა ალიანსი” – 3% “ლელო საქართველოსთვის” […]

სააკაშვილი და გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ

"გახარია და მიშა რომ დაძმაკაცდნენ, გაგიკვირდებათ?" - დიტო სამხარაძე

“კურიერის” ინფორმაციით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეერთებულ შტატებში კონსპირაციული შეხვედრა შედგა. “რუსთავი 2-მა” გაარკვია, რომ შეერთებულ შტატებში “ნაციონალური მოძრაობისა” და პარტიის “საქართველოსთვის” დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ. შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. […]

ირაკლი გაწერელიას მეუღლემ ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა

ირაკლი გაწერელიას მეუღლემ ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალ ბასილაიას წითელი საღებავი შეასხა

დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში – ,,ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ბასილაიას, წითელი საღებავი შეასხეს. სხდომაზე ტრაგიკულად დაღუპული ოპოზიციური პარტიის წევრის, ირაკლი გაწერელიას, მეუღლე, ფატი შენგელია, მივიდა, რომელიც საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობის” შესვლას აპროტესტებს. მისი თქმით, პარტიამ მხარდამჭერების ღირებულებებს უღალატა, როდესაც “ქართულ ოცნებასთან” ერთად საკრებულოს ერთ შენობაში მუშაობას დათანხმდა. ირაკლი გაწერელია ავტოკატასტროფაში მაშინ მოჰყვა, როცა ის მხარდამჭერებთან ერთად […]

“ნუ კივი, დავიტანჯე…” – დაპირისპირება ბექა დავითულიანსა და თაკო ჩარკვიანს შორის

“ნუ კივი, დავიტანჯე…” – დაპირისპირება ბექა დავითულიანსა და თაკო ჩარკვიანს შორის

სიტყვიერი დაპირისპირება ბექა დავითულიანსა და თაკო ჩარკვიანს შორის. დაპირისპირება ბექა დავითულიანის სიტყვებმა გამოიწვია: “მე არ მითქვამს რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ” – უთხრა დავითულიანმა ჩარკვინს, რაზეც პასუხად მიიღო: ‘სირცხვილი, სამარცხვინო განცხადებას აკეტებთ, ამის დაშვება არ შეიძლება, კატასტროფაა”.