სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის გამორიცხავს, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩეს, თუმცა პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აპირებს.ამის შესახებ მან “ღამის კურიერში” განაცხადა: “ოფიციალური განაცხადი პარტიის წევრობის დატოვებაზე არ გამიკეთებია ჯერ, ვთქვი, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ ნიკას გათავისუფლების შემდეგ. გამოვრიცხავ… მაგრამ ოფიციალურ განაცხადს პარტიის დატოვებაზე გავაკეთებ ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ,”- […]
კატეგორია: პოლიტიკა
პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა
საქართველოს პარლამენტის აპარატს ქეთევან კვინიკაძე უხელმძღვანელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ქეთევან კვინიკაძე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ქეთევან კვინიკაძეს აქვს საჯარო სამსახურში მენეჯერული საქმიანობის და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში.
გიორგი რურუა – “მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან, ნაციონალები პარლამენტში უნდა შევიდნენ”
წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი რურუამ საპატიმრო პრეზიდენტის მიერ შეწყალების შემდეგ დატოვა. “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ციხის დატოვების შემდეგ იმ შეთანხმებაზე გააკეთა კომენტარი, რომლის ერთ-ერთი მთავარ საკითხსაც მისი და ნიკა მელიას საპატიმროებიდან გათავისუფლება წარმოადგენდა. ნიკა მელიასა და ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, გიორგი რურუა ოპოზიციის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერას არ აკრიტიკებს. – მე ნიკას პირველივე დღეს დიტოს პირით შევუთვალე […]
“ჩემი სიტყვა შევასრულე” – პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“
მამუკა ხაზარაძე – ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია
ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, სულ რევოლუციებზეა საუბარი. სამწუხაროდ, არჩევნების წინ ასფალტის დაგება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რადგან ეს არის პირდაპირი ჩვენება და მოქრთამვა და იმ ასფალტსაც ვერ აგებთ წესიერად, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 6 თვე დაჭირდა შეთანხმების მიღწევას, ბოიკოტის პირობებში, უმნიშვნელოვანესს საკითხზე რომელიც […]
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ექვსმა პარლამენტარმა მისცა ხმა, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. კენჭისყრამდე კუჭავამ პარლამენტს სიტყვით მიმართა. შეკითხვა კი, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დაუსვა. არ გამართულა კამათი, რა პროცედურასაც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის დროს, რეგლამენტი ითვალისწინებს. […]
„მელიას ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება“ – სარჯველაძე
“ამნისტიის გაწვევა, რაც არის შემოთავაზებული ინიციატივა არ მგონია, რომ სწორი იყოს, ვინაიდან, ეს არის ერთი დიდი შეთანხმების ნაწილი”,- ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში მზადაა, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდეს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე შეთანხმების შეცვლაზე საუბარი არ არის და ხელისუფლებასა და […]
“თბილისის მერობის კანდიდატად “ოცნება” კალაძეს დაასახელებს” – შალვა პაპუაშვილი
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება – განცხადება ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ოცნება” კალაძის შემცვლელად პარლამენტის გადამდგარ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დაასახელებს არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება – ამბობს პაპუაშვილი. მთავარი
ნიკა მელია – “ციხიდან რომ გამოვალ, ელისაშვილს, ხვიჩიას და მეგრელიშვილს მივხედავ“
„ელისაშვილი, ხვიჩია და მეგრელიშვილი თავს ოპოზიციონერებად ასაღებენ“. – აცხადებს მელია ციხიდან. “მინდა გამოვეხმაურო იმ სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“ და ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს ადამიანები თავს რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან? საუბრობენ, თითქოს, ვინაიდან მე უარი განვაცხადე მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, […]
ხატია დეკანოიძე – „ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ თავშეკავებულები უნდა ვიყოთ”
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე სამადაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მისი ადგილი აღარ არის ნაციონალურ მოძრაობაში. – კი, ეს თქვა, მაგრამ შემდეგ დააზუსტა, დაველოდები ჩემი მეგობრის ნიკა მელიას გათავისუფლებას და მერე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებასო. – ნიკასთან კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ვერავინ აუკრძალავს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე ასე მივიღე სალომეს […]










