პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ვახო მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიერ, შენობაზე კვერცხების სროლა გიჟური საქციელი იყო. ამასთან, მეგრელიშვილი განმარტავს, რომ ჟურნალისტი რომ ყოფილიყო პოზნერს ეთერში მოიწვევდა და სხვადასხვა საკითხებზე კითხვებს დაუსვამდა. “მოდი ჯერ დავინახოთ სურათი, რას ვაპროტესტებდით და რა ხდებოდა. ვუყურებდი, როგორ მივარდნენ ადამიანები სადღაც და ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ჭამას აპირებდნენ, მოუწყეს […]
კატეგორია: პოლიტიკა
კრემლმა ღარიბაშვილი შეაქო – “მან ჩვენსავით დაგმო ქართველი ნაციონალისტების ქმედება”
რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა. „საქართველოში წასვლა უბრალოდ საშიშია. რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ,“- აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, კრემლი მკაცრად გმობს საქართველოს დედაქალაქში […]
ბენო ქაშაკაშვილი – “პოზნერი ასეთ ცუდ დახვედრას არ ელოდა, ცუდი რეაქცია ჰქონდა”
ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა, – ამის შესახებ სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ბენო ქაშაკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს ხშირად სტუმრობს, თუმცა შარშან პანდემიის გამო არ ჩამოსულა. „ბოდიში, ძალიან მძიმე ღამე მქონდა, არც დილაა იოლი.. სტუმრები წავიდნენ, აღარ არიან, აღარც ჩამოვლენ. მე კი ბოდიში – ალბათ გამიგებთ… ჩემთვის მოულოდნელი და […]
ღარიბაშვილი – “პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი სრულიად მიუღებელი იყო”
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროტესტის ის ფორმა, რაც გუშინ სამოქალაქო აქტივისტებმა რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის და მისი სტუმრების დასახვედრად გამოიყენეს ყოვლად დაუშვებელი იყო. მისივე შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. “რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო ნაცმოძრაობის ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ […]
ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. “მინდა წარმოგიდგინოთ ლაშა ხუციშვილი. ბატონი ლაშა დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროშია. ის ძალიან კარგად იცნობს სისტემას. კერძოდ, 2014 წლიდან მას ეკავა ფინასნთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი […]
პოზნერმა საქართველო დატოვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, რომელშიც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ ცოტა ხნის წინ აფრინდა. როგორც “ტავ -ჯორჯიაში” “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რუსი ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ჩატრეტრული რეისით გაფრინდა. რუსი ჟურნალისტი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა განვითარებული მოვლენებისა და პროტესტის გამო, ქვეყნის დატოვება მას ვადაზე ადრე […]
პოზნერი – “არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება, ეს უფრო ადრეც მოხდეს“
არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს, – ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა “რიანოვოსტს” განუცხადა. “დღეის მდგომარეობით, არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება, ეს უფრო ადრეც მოხდეს“, – განაცხადა მან. კითხვაზე, თუ ვინ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, პოზნერი აცხადებს, რომ პოლიცია იცავს. “ამჟამად სასტუმროში ვიმყოფები. უსაფრთხოდ ვარ“, – განაცხადა პოზნერმა. მისივე თქმით, თბილისში საკუთარი დაბადების […]
სასტუმრო რუმსს, სადაც პოზნერია, აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს
ელენე ხოშტარია – “საქართველო პოზნერის სასეირნო ადგილი ვერ იქნება”
მოძრაობა “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველო ვლადიმერ პოზნერის სასეირნო ადგილი ვერ იქნება. “ქართული ოცნებისგან” მე ამის მოლოდინი არ მქონია, მაგრამ ყველა ნორმალური სახელმწიფო მსგავს შემთხვევაში, როდესაც რუსული სისტემის ნაწილი, რომელსაც ნათქვამი აქვს კონკრეტულად, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო და არ იქნება, უბრალოდ არ შემოუშვას საქართველოში. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს გავრილოვზე. ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და […]
თალაკვაძე – “თბილისის მერობას ისევ კალაძეს შევთავაზებთ”
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და დიალოგის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების მიმართულებით აქტიურ მუშაობას დაიწყებს. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მერობის კანდიდატის დასახელება ჯერ ადრეა, თუმცა პირველი, ვინც გუნდისგან შეთავაზებას მიიღებს, კახი კალაძე იქნება. “კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ჩვენ მასთან ერთად არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული არჩევნებში და არა ერთი […]










