არსებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ავთო გალდავა დაინიშნება, რომელიც ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ გალდავა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” ბადრი ესებუას მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ჩატარებულ სპეცოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. სწორედ მან მიუტანა ესებუას თანხა, რომელსაც თავდამსხმელი მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა. ამასთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ამჟამად პოლიციის დეპარტამენტის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლევან კობერიძემ “ლელო” დატოვა
ლევან კობერიძე პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“ ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად განუცხადა. „ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო. მთელი ჩემი მცდელობა იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ – რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური […]
კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის უფროსობიდან გადადგა
კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” შსს- ში დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე მის მოვალეობას ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს, რომელიც დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად კონსტანტინე ანანიაშვილი 2018 წელს დაინიშნა. კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ის 2013-2016 […]
“კალაძის მთელ გუნდზე უშიშროებაა ჩასაფრებული” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უშიშროებასა და მერიას შორის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. – ცდილობენ, რომ კალაძის ამბიციები მოთოკონ? – რა თქმა უნდა, ასეა. დღეს კალაძეს სწორედ ის ადამიანები დაუპირისპირდნენ, რომელთაც ყველაზე მეტად ენდობოდა. – ირაკლი კობახიძეს გულისხმობთ? – ზუსტად კობახიძეს ვგულისხმობ. კალაძის ჩამოლაბორანტება მოხდა პარტიულ სტრუქტურაში, ვგულისხმობ ვასილ მაღლაფერიძის დაწინაურებას და კალაძეზე წინ […]
სალომე ზურაბიშვილი – „წყენას ვივიწყებ ტოტალურად“
„მე გავიზარდე ევროპელად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, “იმედის“ ეთერში, გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. “მე წავართვი ნაწილ ოპოზიციას დასავლურობის თემა, რომელიც დიდხანს იყო ერთგვარი მონოპოლია ამ პოზიციის თუ ოპოზიციის იმ დროს და ყველა სხვა იყო ან პრორუსული ან მოღალატე, ეს დღემდეც გრძელდება. თუმცა ესეც სცადეს, რომ თურმე მე ვიყავი რუსეთის აგენტი, მაგრამ […]
ბათუმში აქციის 11 მონაწილე დააკავეს
ბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა. გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს. „სრულიად მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეები დააკავეს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პოლიციელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.
“ოცნებაში” ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში” – მამუკა გიორგაძე
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე “ახალ თაობასთან” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლისა ბევრს არ სჯერა, თუმცა, “ოცნების” ამომრჩევლისათვის ის წასულია. თქვენ რას იტყვით? – ამ კუთხით არ გამოვრიცხავ მძაფრ მოვლენებს. ყველაფერს ნათელი მოეფინება ერთ-ორ თვეში. თუ ბიძინა ივანიშვილთან დაკონტაქტებას ეცდებიან “ქართული ოცნების” აქტიური წევრები და ის არ უპასუხებს “ოცნებიდან” წამოსულ ზარებს, […]
რუსთაველზე დაუმორჩილებლობის მარში მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, სადაც „დაუმორჩილებლობის მარშის“ მონაწილეები მსვლელობით მიემართებიან, ხმაურია. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს თავდაპირველად გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას არ აძლევდნენ, მცირე დაპირისპირების შემდეგ, „დაუმორჩილებლობის მარშის“ მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ცალ მხარეს მოძრაობის ნება დართეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ე.წ.კომენდანტის საათის გაუქმება და სხვა არსებული რეგულაციების მოხსნა. “დაუმორჩილებლობის მარშში” სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, მონაწილეობენ […]
ზურაბ ჯაფარიძე – “დღეს კომენდანტის საათს დემონსტრაციულად დავარღვევთ!”
“გირჩის” ლიდერის,ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები აპირებენ, რომ 21:00 საათის შემდეგ დაწესებული რეგულაცია, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს, დემონსტრაციულად დაარღვიონ. ჯაფარიძის თქმით, პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. “ზოგადად, ყველა შეზღუდვის მოხსნას ვითხოვ, თუმცა დღეს კონკრეტულად “კომენდანტის საათს” ვაპროტესტებთ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი შეზღუდვა. თვეებია 21:00 საათის მერე სახლიდან თავის გამოყოფის უფლებას არ გვაძლევენ. ამას არანაირი რაციონალური […]
ვიოლა ფონ კრამონი – “არ მესმის, ოპოზიცია პარლამენტში რატომ არ შედის”
ვიოლა ფონ კრამონი “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ახალა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა. ევროპარლამენტარი საუბრობს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაყალბების მასშტაბი შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. ევროპელი პოლიტიკოსი ამ დასკვნის საფუძვლად არასამთვარობო ორგანიზაციების შეფასებებს ასახელებს. ვიოლა ფონ კრამონი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები შედეგება. “დიახ, იყო გაყალბებაც, […]










