“გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში კიდევ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც იგივე დავალება ექნებათ. „სამწუხაროა რომ ზოგადად ქვეყანა „პრახადნოი დვორი“ გახდა“. კაცმა არ იცის ასეთ ოპერაციებს, როდესაც გეგმავენ ჩვენი არაკეთილის მოსურნეები, ამ ოპერაციას ახლავს გეგმა ბეც ასევე და არავინ არ იცის ვინმე დათარეშობს ჯერ კიდევ […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ღარიბაშვილს უნდა, რომ მტრის ხატი რუსეთიდან ოპოზიციაზე გადაიტანოს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 12 ივნისს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგა. პროტესტის ნიშნად, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ღარიბაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ქვეყნის მთავარ მტრად გამოეცხადებინა. ღარიბაშვილი ამაყობს იმით, რომ „ოცნება“ პირველი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ქვეყანას რუსეთთან ომი არ ჰქონია. თუმცა, მინისტრს რატომღაც არ გაახსენდა […]
ირაკლი ოქრუაშვილი – “თუ არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში არ ჩატარდება, მთავრობის ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება”
“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღის გადაწევა პირველ რიგში ქვეყანას დააზარალებს. ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ არასერიოზულად აღიქვამენ უცხოელი პარტნიორები. “ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების თარიღის გადატანის თემა საზოგადოების განწყობის შესამოწმებლად გაახმოვანა. “ოცნების” ქმედება ლოგიკას მოკლებულია. არჩევნების თარიღის გადაწევა ოპოზიციისთვის არაფერს შეცვლის, დრო მუშაობს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და ხალხი ღარიბდება… ასეთი რიტორიკა […]
ჩვენ ისევ გვისმენენ – სახელმწიფო ინსპექტორის სკანდალური ანგარიში
ჩვენ ისევ გვისმენენ – სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს იურიდიულ კომიტეტს ანგარიში წარუდგინა. ლონდა თოლორაიას უწყების გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში უკანონო მიყურადების ფაქტების რაოდენობა გაზრდილია. მოსმენის პროცესი მაშინაც მიმდინარეობს, როდესაც მოქალაქეები სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში იმყოფებიან. როგორც აღმოჩნდა, ქუჩებში, სხვადასხვა კერძო ობიექტებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები მოქალაქეების მოძრაობასთან ერთად, მათ საუბრებსაც სრულად იწერს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსმენების ზრდასთან ერთად, […]
ლადო სადღობელაშვილი – „ივანიშვილმა კალაძე გახარიაში გაცვალა“
”არ ვიცი, რა ზურგი აქვს გახარიას ამისთანა, რომ ვერ მოუხერხა ბიძინამ ვერაფერი” ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. – ლადო, ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობენ “ქართულ ოცნების” შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. დაერივნენ ერთმანეთს, მაჟორიტარებს ვერ იყოფენო. ასევე საუბარია კალაძე-გახარიას დაპირისპირებაზე. რა ინფორმაციები გაქვთ თქვენ? – მე თქვენთან ინტერვიუებში სულ […]
“რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდა”- გიორგი რურუას სიტყვა სასამართლოზე
“მთავარი არხის” დამფუძნებლი გიორგი რურუა მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს. “მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. ებრძოდნენ “ნტვ”-ს, ასეთივე მეთოდებით ებრძვიან კასიანოვს, ნემცოვს, კარამუზას, მაგნიცკის, ესტემიროვას და პოლიტკოვსკაიას. ზოგ ადამიანს დააბრალეს მკვლელობა, ზოგ ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაუვრცელეს, ზოგს პედოფილიაში დასდეს ბრალი. ამით ხელისუფლება ცდილობს […]
“უფრთხილდი საქართველოს” – ებრაელი ინვესტორების გაფრთხილება მსოფლიოს
ებრაელი ინვესტორები საკუთრებას, რომელშიც ფული გადაიხადეს, დღეს მხოლოდ ფოტოზე უყურებენ. საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო ორი სართული, სადაც ინვესტორებმა ფული ჩადეს და სასტუმროს გახსნას აპირებდნენ, ქართულმა სამშენებლო კომპანიამ სხვაზე გაყიდა. ახლა ინვესტორებს, არც ფულს უბრუნებენ და არც ფართებს უკანონებენ. პროექტ “გალილეო ბათუმის” მშენებლობა კომპანია “კალატოზმა” ერთი წლის წინ დაიწყო. პროექტი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ ებრაელმა ინვესტორებმა მასში ფულის ჩადება გადაწყვიტეს. პირველი 120 […]
ირაკლი კობახიძე – თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს
თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ საპარლამენტო არჩევნების […]
თამარ ჩერგოლეიშვილი – “სააკაშვილი სრულიად ბრიყვული იდეებით გამოდის”
„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს და მის წინადადებას ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სიის შექმნის შესახებ უტოპიურსა და სრულიად ბრიყვულს უწოდებს. „როგორც არაერთხელ მითქვამს, ამ ხარბ კაცს ბიძინას დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა, თუ თვითონ მოვა აბსოლუტური უმრავლესობით და პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი და 30 მაჟორიტარზე კოორდინაცია ამ შანსს სპობს. ანუ […]
გახარია – “2012 წლის შემდეგ საქართველოში არაფერი მიყიდია”
მე, ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მე, 12 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უპასუხა, როდესაც მისი ქონების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. გიორგი გახარიას განმარტებით, მის დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად მოყვანილი. „თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაცია […]








