საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ფეისბუქში დაწერა: “გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ. მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. […]
კატეგორია: პოლიტიკა
იაგო ხვიჩია – სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერი უნდა გადადგნენ
“ქართულ ოცნებას” ვურჩევდი, ჰქონდეთ ასეთი წესი გუნდის შიგნით, რომ თუ ასეთ სისულელეს იტყვი, როგორიც იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება, პირადი პასუხისმგებლობის გამო მაინც მიდიოდნენ თანამდებობიდან,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგი ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. იაგო ხვიჩიას თქმით, ამავე პრინციპით თანადებობა უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრმაც. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებები […]
პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტს 14 მარტს მიმართავს
პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით 14 მარტს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის თარიღი შეთანხმებულია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, 9 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც 14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა სურვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს გამოსულიყო, თუმცა მისი ეს ინიციატივა “ქართული ოცნების” უმრავლესობამ […]
სააკაშვილს სიცხეები ჰქონდა, ტესტი გაუკეთეს, კოვიდი არ დაუდასტურდა
“ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია 5 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ. “მიხეილ სააკაშვილი სრულ იზოლაციაში ჰყავთ, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შიშის ფაქტორია“, – გვითხრა ამ დილით “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულება გრიგოლ ვაშაძემ და მეუფე ნიკოლოზმა შეძლეს. “თანდათან ვარკვევთ მის მდგომარეობას. ხუთი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილთან არავის […]
რუსეთის მთავრობის არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო არ შედის
რუსეთის მთავრობამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია გამოაქვეყნა – მათ შორის საქართველო არაა. სიაში შევიდნენ: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია. ფორმულა
ელენე ხოშტარია მთავრობასთან დააკავეს
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მან კანცელარიის შენობას „რუსული კეტჩუპი შეასხა და რუსული ბრინჯი შეაყარა“. როგორც ის აცხადებს, მისი დაკავება სწორედ ამ მიზეზით მოხდა. „კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“, – წერს ელენე ხოშტარია. როგორც ცნობილია, ასევე დაკავებულია „დროას“ რამდენიმე წევრი. იპნ
ზელენსკი – “არ გავჩუმდეთ! ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება!”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს მიმართა. „მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს – ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, რა […]
„მე ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით“ – სალომე ზურაბიშვილი
რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. „მე ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ და ვიქნებით. მინდა, […]
“ოცნებამ” პრეზიდენტ ზურაბიშვილს 5 მარტს მოსმენაზე უარი უთხრა
პარლამენტის პლენარული სხდომა, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის მიზნით, 5 მარტს არ გაიმართება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტი წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტისადმი “ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეთავაზებაა აღნიშნულ ფორმატში მისი მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიმართოს. ასეთი სხდომა კი 15 მარტს ჩატარდება. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბიუროს […]
სალომე ზურაბიშვილი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა გლობალური პასუხის შესახებ რუსეთის მთავრობის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაგრძელების შესახებ. „მდივანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი […]










