“მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ. მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენ ქვეყანას”, – ღარიბაშვილმა სანდრა რულოვსს მიმართა.
კატეგორია: პოლიტიკა
მთაწმინდა – კახაძე 41%, შავგულიძე 36,83% – იქნება მეორე ტური
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიხედვით, მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6.036 ხმა. „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5.422 ხმაა. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი […]
ლადო კახაძის ჩაშლილი ზეიმი – რა მოხდა “ოცნების” ოფისში
კიდევ ერთი ჩაშლილი ზეიმი – ქართული ოცნების ოფისში ლადო კახაძის გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის კანდიდატმა პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მას დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მეორე ტურში მოუწევს განმეორებით ბრძოლა. კახაძე ქართული ოცნების შტაბში 20:00 საათისთვის მიიყვანეს. დაანონსებული იყო, რომ პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, სპეციალურ ბრიფინგზე კახაძესთან ერთად უნდა გამოსულიყო და გამარჯვება ეზეიმათ, […]
ზუგდიდში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცუდად გახდა
მამუკა ბახტაძე – ”მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება, სხვაგან ყველგან ჩვენმა კანდიდატებმა მოიგეს”
საქართველოს პრემიერი ამომრჩეველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ არჩევნები ყველა რეგიონში მმართველი გუნდის კანდიდატმა მოიგო. მისი თქმით, გამონაკლისია მხოლოდ თბილისი, მთაწმინდის ოლქი, სადაც სავარაუდოდ, მეორე ტური შედგება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს კიდევ ერთი დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები აჩვენა. „ეს არის ჩვენი გუნდის უდიდესი მიღწევა, პოლიტიკური მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ […]
ზუგდიდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ცესკოს საიტი გაიჭედა
სანდრა რულოვსი – ”ჩვენ პირველივე ტურში მოვიგეთ, თქვენ მე არ მიცნობთ, შუშის სასახლემდე ჩავალთ”
სანდრა რულოვსი პირველ ტურში გამარჯვების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თუ “ქართული ოცნება” ამას არ აღიარებს, პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს. მისი თქმით, ის სოფელ-სოფელ ივლის და ხალხს შეკრებს. რულოვსი ამბობს, რომ მას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების კანდიდატი პირველსავე ტურში დაამარცხა. “აქ ვდგავართ 58-ე და 39-ე უბანთან. დაველოდებით მათ გამოცხადებულ შედეგებს. აქ არის ორი […]
ირაკლი კობახიძე – ”ზუგდიდშიც და ყველგანაც ”ოცნების” კანდიდატები იგებენ”
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიას არჩევნების პირველადი შედეგები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც ოქმებს ეყდრნობა, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ხულოს ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები. რაც შეეხება მთაწმინდას, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ლადო კახაძე, თუმცა მეორე ტურის ალბათობა არსებობს. კობახიძემ მმართველი გუნდის შედეგს შთამბეჭდავს უწოდებს და აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, 60%-ით […]
ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანთან სპეცრაზმია მობილიზებული
ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ვიდეომასალა „რუსთავი 2″-მა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ადგილზე განთავსებულია ავტომობილები, ავტობუსები, სადაც იმყოფებიან სპეცდანიშნულების წარმომადგენლები. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები. ამომრჩევლებს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ. რუსთავი 2
”ათმა კაცმა გაკოჭილი გამომათრია” – თინა ბოკუჩავა ზუგდიდის უბნიდან პოლიციამ გააძევა
დეპუტატი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის დროს დარჩენის უფლება არ მისცეს. როგორც ბოკუჩავა ამბობს, მას აქვს პარლამენტარის საშვი, რომელიც ცესკომ გასცა და ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვს. საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ირინე კარტოზია კი აცხადებს, რომ ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა – […]










