კატეგორია: პოლიტიკა

ზვიად ძიძიგური – „არასამთავრობოებმა თეა წულუკიანზე შურისძიება ცადეს”

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოში ელიტური კორუფცია კვლავ გამოწვევად რჩება. მისი რეკომენდაციით უნდა შეიქმნას ისეთი ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა და დამოუკიდებელი იქნება, რათა ეფექტურად გამოიძიოს ელიტური კორუფციის ფაქტები. ორგანიზაცია კვლევაში რამდენიმე გახმაურებულ საქმესაც ასახელებს, სადაც კორუფციის ნიშნები ჩანს. მათ შორის: – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის […]

გია ხუხაშვილი – “ბიძინა ივანიშვილმა ლიდერობა დაკარგა… პატარკაციშვილის ლიკვიდაცია სააკაშვილისთვის წამგებიანი იქნებოდა”

რატომ ვერ დაბრუნდებიან ნაციონალები ხელისუფლებაში, როგორ დაკარგა ივანიშვილმა ლიდერობა, ვის ინტერესებში იყო პატარკაციშვილის მოშორება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება. – ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის ჩანაწერების ომი მიდის. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი და რა შედეგს მოიტანს ის ან ერთი ან მეორე მხარისთვის? – ნაციონალური მოძრაობა ამ ჩანაწერებით არანაირად არ ზიანდება. […]

მურმან დუმბაძე: გრიგოლ ვაშაძემ სახარება მოიტანა, დამადებინა ორივე ხელი და მითხრა, მომეცი აღთქმა, რომ ოპოზიციაში არ წახვალო

ჩემი მტკიცე მარჯვენა და მარცხენათი დავადასტურე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა და ურთიერთობა, – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა. „მინდა გითხრათ, როგორც ქალბატონი სანდრა ამბობს, არამხოლოდ მარჯვენა და მარცხენა ხელით, არამედ ჩემი ფეხითაც დავადასტურე მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ჩემი ფეხი ბედნიერია ყველა იმ ოპოზიციაში, სადაც მე მივდივარ, ის ყოველთვის […]

ვახტანგ ძაბირაძე – “ვერ გავიგე, ქვეყანაა თუ კინოსტუდია?! – არჩევნების პირველივე ტურში დასრულება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება”

პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევა შესთავაზა და მასზე დასწრების სურვილი გამოთქვა, სადაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე უნდა იყოს მსჯელობა. მეორე მხრივ უკვე საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. როგორ შეიძლება მოვლენები განიმუხტოს? – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია, თუ გვინდა სიტუაცია განიმუხტოს […]

შოთა მალაშხია – “ისეთი კატასტროფაა ქვეყანაში, რომ არჩევნებში მეორე ტურს აღარავინ დაეძებს”

საზოგადოებაში გრძელდება იმ ჩანაწერების შეფასება, რომლებიც დაკავებული პროკურორის, მირზა სუბელიანის საუბარს მოიცავს. ამაზე და სხვა პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას. – პროკურატურის განცხადებისა და “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარების შემდეგ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, აცნობიერებს მმართველი პარტია შექმნილი მდგომარეობის სიმძიმეს? – მთავარია, რომ ამას კარგად აცნობიერებს ხალხი, ანუ ის საზოგადოება, რომელმაც […]

რუსმა ოკუპანტებმა ლომისის მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველ არხი” ავრცელებს. გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების მიერ ორი […]

ეკა ბესელიას ოჯახის სამსართულიანი სახლი 764 კვ. მ მიწაზეა აშენებული – როგორ ცხოვრობენ მაღალჩინოსნები

ქართული ოცნების წევრები და მათი სასახლეები – კურიერის აეროგადაღების კამერამ საპარლამენტო უმრავლესობის და ხელისუფლების წევრების საკუთრებაში არსებული სახლები დააფიქსირა. მცხეთაში კოსმონავტების ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას, ოჯახის სამსართულიანი სახლი 764 კვადრატულ მიწაზეა აშენებული, რომელსაც დიდი ვერანდები და ერთი დამატებითი მანსარდული სართული აქვს. აღნიშნული სახლი ბესელიებმა 2017 წლის 31 ივლისს შეიძინეს. ოჯახის სახლი ეკა ბესელიას დეკლარაციაში არ წერია. […]

გია ნოდია – ”პატარკაციშვილის სიკვდილზე საქმის აღძვრა სხვა თემების გადაფარვის მცდელობაა”

საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას, რომ მთავრობის მეთაურმა სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც მონაწილეობის მიღებას გიორგი მარგველაშვილიც ითხოვს, პრემიერი გამოეხმაურა. მან პრაქტიკულად უარყო პრეზიდენტის შემოთავაზება და განაცხადა: _ საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და […]

რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამში მცხოვრები ორი პირი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. დაკავებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი რუსმა შეიარაღებულმა პირებმა ახალგორის სიახლოვეს, ტყეში დააკავეს. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

მამუკა არეშიძე – “ნაციონალები ფორმაში შევიდნენ და ხელისუფლებისთვის რეალურად საშიშ ძალად იქცნენ”

ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ პროცესებს? ფარული ჩანაწერებით მოსული ხელისუფლება ფარული ჩანაწერებითვე უნდა შეიცვალოსო, ასე ხუმრობენ, თუმცა, სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. რას იტყვით თქვენ? რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? – კატასტროფული მდგომარეობაა, განსაკუთრებით ამ სფეროში, რასაც ჰქვია […]