„სალომე ზურაბიშვილთან შედარებით დავით ბაქრაძე სტაჟიორია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა. ზაზა გაბუნიას თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებიდან სწორედ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ჩამოაყალიბოს საპარლამენტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო ტრადიცია. „ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ბატონი ბაქრაძე მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკოსია, არადა დავით ბაქრაძე, ისევე როგორც გრიგოლ ვაშაძე აპირებს მოქალაქეობის აღდგენის, შეწყალებისა და სხვა გზებით ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ […]
კატეგორია: პოლიტიკა
მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ სკანდალური ინფორმაცია გაიგო – პატრიარქს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მივაწოდო”
ერთი თვის წინ, 10 სექტემბერს შვილმოკლულმა მამებმა ზაზა სარალიძენ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყეს. გამწარებული მამები თავიანთი შვილების მკვლელების დადგენას და მათ დასჯას ითხოვენ. მათ აქცია ზაფხულშიც გამართეს, რამაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გადაიყოლა. საზოგადოების ნაწილმა აქციას სოლიდარობა მხოლოდ იმიტომ არ გამოუცხადა, რომ იქ პოლიტიკოსები იდგნენ. სექტემბერში აქცია […]
„ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა“ – გიორგი ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა „უკვე მასიურად მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და უარყოფის შემთხვევაში იმუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით. პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება და […]
“რეალური მთავრობა ოთარ ფარცხალაძე და ვანო ჩხარტიშვილი არიან – საქართველოს კოლექტიური ჯაბა იოსელიანი მართავს”
ვინ არის დღეს ქვეყანაში მთავარი, ვინ და რატომ აჩმორებს პრემიერებს, ვის ენდობა ივანიშვილი და აქვს თუ არა მას ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რა აერთიანებს ქოცებს და ნაცებს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება. – შევარდნაძის დროს ქვეყნიდან მოგიწიათ გაქცევამ, სააკაშვილის ხელისუფლება გდევნიდათ, აქტიურად უჭერდით მხარს “ოცნებას” და დღეს მას ყველაზე […]
დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს დეგრადირებული უწოდა – “მისი ყურება ძალიან ძნელია”
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და “პატრიოტთა ალიანსში” გადავიდა. მისი თქმით, ის იძულებული გახდა დატოვოს მმართველი გუნდი. მან პარლამენტის თავმჯდომარე მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მიიღო კობახიძის პარლამენტი. პარტიაში გაწევრიანების შესახებ თხოვნა კი მან ირმა ინაშვილისგან მიიღო. „ამ პარლამენტმა თავისი როლი ამოწურა საერთოდ და ნებისმიერი საღად […]
ირმა ნადირაშვილი – “ალბათ ვანო ჩხარტიშვილი იტყვის, რომ ზაზა ოქუაშვილი სამშობლოს ღალატში ავარჯიშებდა”
თუ აქამდე ჩვენ ბატონი ლევან ყიფიანი გვეუბნებოდა, რომ სხვადასხვა დუბლებს აკეთებდა და ვარჯიშობდა უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად, ახლა ალბათ ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და იტყვის, რომ ოქუაშვილი სამშობლოს ღალატში ავარჯიშებდა, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს. მისი თქმით, ჩანაწერის შინაარსი შემაშფოთებელია. „ის, რაც ჩანაწერში მოვისმინეთ, შემაშფოთებელია, რადგან ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ტრაბახობს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობით. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ის აღიარებს, რომ […]
ვანო ჩხარტიშვილი: “მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით“
„მორიგი საპნის ოპერეტა ნიკა გვარამიას რეჟისურითა და ზაზა ოქუაშვილის შესრულებით“,- ასე შეაფასა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გუშინდელი 21 საათიანი „კურიერის“ მიერ გავრცელებული მორიგი ფარული ჩანაწერი. „ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზა ფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია“. ვერაფერს ვიტყვი, საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, […]
ვანო ჩხარტიშვილი – “ლონდონში შევხვდი ნარიშკინს და ვუთხარი, იქნებ მიშა ჩამოგვაგდებინოთ-მეთქი”
ჩაშლილი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმის განხილვა – “კურიერმა” ახალი სკანდალური ჩანაწერები მოიპოვა, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თავად ყვება, როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა. ჩანაწერებით დასტურდება, რომ ექსპრემიერის გარემოცვაში განსაკუთრებული გავლენების მქონე ჩხარტიშვილი ფარულ მოლაპარაკებებს მოსკოვთან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს […]
„ზურაბიშვილის რეიტინგი „ოცნების“ რეიტინგს ჯურღმულში ჩაიყოლებს – სალომეს მთავარი მინუსი მისი ქედმაღლობაა“
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი შიდა კვლევის მიხედვით სალომე ზურაბიშვილი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. სულ სხვა სურათი იყო „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატი მესამე ადგილზე გავიდა. „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა იმის გასარკვევად, რამდენად ასახავს სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებრივი აზრის შედეგებს, რა მიზნით ტარდება ეს კვლევები და რას ელოდება ამ არჩევნებისგან. – […]
ნიკა გვარამია – ”როცა ხელისუფლება თავს ესხმის რუსთავი 2-ს, ახალისებს მისი ჟურნალისტების ცემას”
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმა – სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. „დღეს განმეორდა მძიმე გადაცდომა, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულად ორი მუხლით 154-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას და 126-ე მუხლით, რომელიც ითვალსიწინებს ძალდოაბს, ეს ქმედებები განხორციელდა ჩვენი ჟურნალისტების […]










