აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრამდე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. უმაღლესის საბჭოს დეპუტატმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძემ, თორნიკე რიჟვაძეს ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ჰკითხა: „როცა თქვით, რომ მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს, რა იგულისხმეთ ქართულ ფულში, იქნებ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ მეჩეთის შესახებ – თუ არის […]
კატეგორია: პოლიტიკა
სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და გუბერნატორები თანამდებობებს დატოვებენ – ,,ოცნებაში” წმენდა გაგრძელდება?
სამთავრობო გუნდში დაწყებული საკადრო წმენდა გიორგი მღებრიშვილის მოხსნით არ დამთავრდება. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მალე თანამდებობებს გუბერნატორებიც დატოვებენ. ერთადერთი, ვინც შესაძლოა, თანამდებობა შეინარჩუნოს, იმერეთის გუბერნატორი იქნება. იმაში გასაკვირი, რომ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი ძველ კადრებს იცილებს, ახალი არაფერი არ არის. მაშინვე, როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობიდან გადადგა, კულუარებში ითქვა, რომ მის წასვლას აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიდი ძვრები მოჰყვებოდა. აკი, […]
ირაკლი კობახიძე ქუმსიშვილი-ალავიძის საქმეზე – ”გამოძიების ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური დევნა გამორიცხულია. ირაკლი კობახიძის თქმით, როდის დაიწყო პროკურატურამ ამ საქმის ძიება, არ იცის და შესაბამისად, კობახიძე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. „როდესაც საქმე ეხება ყოფილი თანამდებობის პირს, ადვილია, ასეთი სპეკულაციების წამოწყება, […]
“ევროპულმა საქართველომ” პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა
“ევროპულმა საქართველომ” საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა. პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი 2018 წლის არჩევნებში დავით ბაქრაძე იქნება. “არ მოვიდა დრო, რომ გვყავდეს ღირსეული ლიდერი ქვეყნის სათავეში? საქართველოს წინსვლას სჭირდება ივანიშვილის გუნდის მარცხი და “ევროპული საქართველოს” გამარჯვება, გამარჯვებას სჭირდება ძლიერი გუნდი და კანიდიატი. “ევროპულ საქართველოს” ჰყავს ყველაზე ძლიერი კანდიდატი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. დავით ბაქრაძე პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ […]
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს
14 მომხრე, 1 წინააღმდეგი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თორნიკე რიჟვაძეს მხარი “ქართული ოცნების” 14- მა დეპუტატმა დაუჭირა. რიჟვაძის წინააღმდეგ ხმა უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა, რომელიც “დემოკრატიული მოძრაობის” წევრია. რუსთავი 2
რომან გოცირიძე: “გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს”
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან გაერთიანებულმა სუბიექტებმა საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა. ბევრი თვლის, რომ გრიგოლ ვაშაძეს შანსი არ აქვს, ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე ადგილისთვის იბრძვით. რა შანსები აქვს გრიგოლ ვაშაძეს? – ეს შანსები დამოკიდებულია ჩვენზე და დამოკიდებულია სხვაზეც. ჩვენზე იმიტომ, რომ გვყავს ძალიან სერიოზული […]
რევაზ არველაძე – ”მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე მეც კი მოვუგებ”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არავის ელოდება და როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატურას. „პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს თავის თავი უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ არავის არ ელოდება და როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დააყენებს კანდიდატურას, იმ ვადებში როგორიც არის განსაზღვრული. რაც შეეხება მარგველაშვილს, თუ დააყენებს კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, […]
„რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელ განცხადებას გააკეთებს პრეზიდენტი, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო“ – გია ვოლსკი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის რიგებში ეხმაურებიან. გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი მსგავს განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ „ყურადღება არ მოაკლდეს“: „იმიტომ არ ვასახელებ კანდიდატურას ჩემსას, რომ ყურადღება არ მომაკლდესო და რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს, უხეშს და უზრდელურს, რასაკვირველია, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო. საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ მარგველაშვილმა, რაზედაც რეალურად კომენტარი […]
გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო – 1987 წელს ჩარიცხულმა ტექნიკური უნივერსიტეტი მან 2005 წელს დაასრულა – ვიდეო
რას სწავლობდა 18 წლის განმავლობაში რამაზ ბუდაღაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში – ინფო რუსთავს გარდაბნის მერის დიპლომის ასლი ჩაუვარდა ხელში. ბევრი ადამიანისთვის უცნობია, რომ გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. “ინფო რუსთავს” რამაზ ბუდაღაშვილის ბაკალავრის დიპლომის ასლი ჩაუვარდა ხელში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1987 წელს რამაზ ბუდაღაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილებისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, […]
რატომ მოუხსნა მურმან დუმბაძემ ნაციონალებს წყევლა – “ივანიშვილის და მარგველაშვილის დაპირისპირება თამაშია”
რატომ შეურიგდა ნაციონალებს და მოუხსნა თუ არა მათ წყევლა, რა დაღუპავს “ქართულ ოცნებას”, რითი დააშინა ივანიშვილმა მარგველაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. – 2012 წლის არჩევნების წინ, თქვენ საჯაროდ დაწყევლეთ ნაციონალური მოძრაობა. 6 წლის თავზე კი მათ გვერდით დადექით და ხალხს იმ პარტიის კანდიდატის შემოხაზვისკენ მოუწოდებთ, რომლისთვის ხმის მიცემის […]










