ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განმარტავს თუ რატომ არ იღებს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. – ბატონო რომან, რატომ ემიჯნება ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას? – ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ კომისიას არ ვუყურებთ, როგორც წმინდა სამართლებრივ პროცედურას. ამ კომისიას პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში […]
კატეგორია: პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი – “სირცხვილია, თეა წულუკიანი თანამდებობაზე რომ რჩება”
“ახალი თაობის” კითხვებს საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პასუხობს. – ალეკო, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი თეა წულუკიანმა არ დანიშნოს და ბევრი მასაც გადადგომისკენ მოუწოდებს. აბა ვინ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს გენერალური პროკურორი? – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარ პროკურორად ადეკვატური და დამოუკიდებელი ადამიანი გავიდეს. დღეს ეს პროცესი მიდის […]
მამუკა არეშიძე – “ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესები ისევ ქუჩაში გადასულიყო”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ იმ პროცესებს რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება? – მე ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. აპრილში ზუსტად 40 წელი გახდა, რაც ჩემი თაობა უსამართლობას ებრძვის სხვა თაობებთან ერთად და დგას მიტინგებზე და აქციებზე. 1978 წლის 14 აპრილიდან. ეს უსამართლობა სხვადასხვა შინაარსის იყო: ეს […]
დიმიტრი ქუმსიშვილმა ელისო კილაძის წინააღმდეგ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ განცხადება შეიტანა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ელისო კილაძის წინააღმდეგ გაზეთში „ქრონიკა +” გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო განაცხადი შეიტანა. განაცხადის თანახმად, უხეშად დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, უშუალოდ პუბლიკაცია კი მისმა ავტორმა გამოიყენა და მიმართა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის პიროვნების მიზანმიმართული დისკრედიტაციისკენ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის […]
კახა კალაძე – მინდა მადლობა გადავუხადო მეტროპოლიტენის თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება
ჩემი მხრიდან იქნა გაცემული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძემ მემანქანეებს მადლობა გადაუხადა, რათა მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. „მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა […]
”შალვა რამიშვილს 700.000 ლარი მისცეს ზაზა სარალიძის საწინააღმდეგო კამპანიისთვის” – ვიდეო
“აღმოჩენილია ფეისბუქ ბოტების ( ყალბი facebook -ის გვერდების) ფაბრიკა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროვოკატორი შალვა რამიშვილი…”- ეს განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა PostTV – ის ოფისთან გააკეთეს. ორგანიზაციის წარმომადგენელების განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შალვა რამიშვილის ოფისში ადგილი აქვს ზაზა სარალიძის წინააღმდეგ სახელისუფლო პიარს, რომელსაც ერთ-ერთი ბიზნესმენი აფინანსებს. “ჩვენ PostTV- ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ […]
შავაძე და ჯორბენაძე – იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარადგინა
იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპროკურორო საბჭოს საიტზე განათავსებს. სამინისტროს უკვე წარედგინა ორი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე. მათი წარდგინებები და ბიოგრაფიები საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − შემოსვლისთანავე აიტვირთა. პროცესით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია, ნახოს წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები. პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 […]
ბეჟან ნათელაშვილი: “ნაცისტანი “ქართულ ოცნებაში” მოიკითხონ”
შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერმა აქციამ პოლიტიკური სახე მიიღო. რამდენიმედღიანი აპოლიტიკური პროტესტის შემდეგ, გამწარებულმა მამამ პოლიტიკურ პარტიებს თავად სთხოვა გვერდში დადგომა. ლეიბორისტულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რატომ არის პოლიტიკოსების ჩართულობა აუცილებელი, რა კომპრომატები აქვს მირზა სუბელიანს ბიძინა ივანიშვილზე, ვინ უშლის ხელს ზვიად გამსახურდიას საქმის შესწავლას, რატომ არ უნდა აბრალებდნენ მეოცნებეები სხვებს ნაცებთან კავშირს? […]
ზაზა სარალიძე – ”კვირიკაშვილმა მითხრა, თუ გინდა, ახლავე გადავდგებიო, მას 10 ივნისამდე აქვს ვადა”
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას სარალიძის ოჯახის უფლებადამცველი და სახალხო დამცველი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ზაზა სარალიძის განცხადებით, მისი მოთხოვნები უცვლელი რჩება და ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს პრემიერ-მინისტრის მხრიდან: „ყველაფერი უცვლელი რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს თუ ესენი გონს არ მოვლენ. რა უნდა ეთქვა? პრემიერმა განმიმარტა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა […]
მარიამ კუბლაშვილი – ”პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მისი ოჯახის უფლებადამცველთან დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ მისცა პირობა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. „შეხვედრა დასრულდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია, მოხდა აქცენტირება ყველა დეტალზე, პრემიერ-მინისტრი გვისმენდა, აშკარა იყო, რომ მან იცოდა […]










