კატეგორია: პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძე პარლამენტს ტოვებს

"დავივიწყოთ წყენა, ბათუმში გამარჯვებისთვის დავბრუნდი" - ლევან ვარშალომიძემ კარანტინი დატოვა

უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს! – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე “ფეისბუქზე“ წერს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან“ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთეს ანა წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა. პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ასევე მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.

“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” სახელწოდება შეიცვალა და მხოლოდ “რეფორმების ჯგუფი” ერქმევა

"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" სახელწოდება შეიცვალა და მხოლოდ "რეფორმების ჯგუფი" ერქმევა

ფრაქციამ “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” სახელწოდება შეიცვალა და მხოლოდ “რეფორმების ჯგუფი” ერქმევა. ფრაქციის მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი 2021 წლის ივნისში შეიქმნა. ფრაქციაში გაწევრიანებულია 7 დეპუტატი: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანგჯალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ნიკა გვარამია – სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება

გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც შესაძლოა დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე- 12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ აპირებს. „ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, […]

ლიზა იასკო – “სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მან 20 კილოგრამი დაიკლო”

ლიზა იასკო - "სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მან 20 კილოგრამი დაიკლო"

უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და მოცემული მომენტისთვის მას უკვე 20 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული. როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, სააკაშვილს ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, რასაც გლდანის კლინიკაში მას ვერ გაუწევენ. „სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულია ყოველ ჯერზე იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. სასურველია, რომ იყოს მხარდაჭერა და ხელისუფლების მხრიდან […]

ელენე ხოშტარია – “ოპოზიციის აქცია 7 ნოემბერს არ უნდა იყოს”

ელენე ხოშტარია - "თბილისში ბიულეტენების 40%-ში არის დისბალანსი"

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ გაიმართება. როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქცია ნამდვილად იქნება, 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა 7 ნოემბერს არ უნდა იყოს. „7-ში არ იქნება მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. გადაწყვეტილია, იქნება ნამდვილად 6-ში ან 8-ში, არ გადაიწევს სხვა ციკლში. უბრალოდ 7-ში არ […]

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა. “მე პოლიტიკაში მოვედი 2 წლის წინ, 2 წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. არ მოვსულავ მე პოლიტიკაში იმისთვის, რომ სკამი მდომებოდა ან რაღაცას გავქცეულიყავი. ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ […]

ნინო ლაცაბიძე – “რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა არ გვაქვს, მაგრამ არ გვეშინია”

ნინო ლაცაბიძე - "რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა არ გვაქვს, მაგრამ არ გვეშინია"

ნამდვილად რუსთავისთვის არის ახალი გამოწვევა, რომ საკრებულოში არ გვყავს უმრავლესობა და ჩემთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რომ ეს უმრავლესობა გვყოლოდა, მაგრამ არ ვუშინდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამაში სანერვიულო არაფერი არ არის. „ამ გამოწვევას დავძლევთ. პირიქით, ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს ოპოზიციურ პარტიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ოპოზიციური ხმებით წარმოდგენილი საკრებულოში, […]

წალენჯიხის მერი ნაციონალი გია ხარჩილავა გახდა

წალენჯიხის მერი ნაციონალი გია ხარჩილავა გახდა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მერი ენმ-ის კანდიდატი, გია ხარჩილავა გახდა. დათვლილია ხმების 100%. “ნაციონალური მოძრაობის წევრს, გია ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო მის კონკურენტს, “ქართული ოცნებიდან”,  გოგა გულორდავას – 48.893%. წალენჯიხის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა უმრავლესობა – ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას – 34.79%; გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” – 18.96%, ხოლო ლელოს – 3.35%.

“ხელისუფლებაში ყოფნამ და რესურსების მწვავე უთანასწორობამ “ოცნებას” მისცა უპირატესობა” – ალბერტ იონსონი

"ხელისუფლებაში ყოფნამ და რესურსების მწვავე უთანასწორობამ "ოცნებას" მისცა უპირატესობა" - ალბერტ იონსონი

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეფასების ანგარიში წარადგინა. იონსონის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის დროს შეინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება.ეუთო/ოდირის წარმომადგენელმა ყურადღება იმ დარღვევებზე გაამახვილა, რომელსაც არჩევნების მიმდინარეობის დროს ჰქონდა ადგილი. კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მაგრამ […]

ნიკა მელია – “ბიძინას ამას არ შევარჩენთ! დღეს 7 საათზე პარლამენტთან გელოდებით!”

მელია - "არჩევნები გაუქმებულია, ხვალ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით"

ოპოზიციური პარტიები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებას გეგმავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას პარლამენტის შენობის წინ შეკრებისას გააცნობენ. „იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე […]