კატეგორია: პოლიტიკა

“ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ნაციონალ გია ხარჩილავას წალენჯიხის მერობა მიულოცა – “მის გვერდში დავდგებით”

"ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ნაციონალ გია ხარჩილავას წალენჯიხის მერობა მიულოცა - "მის გვერდში დავდგებით"

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა მერის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ნაციონალური მოძრაობის წევრს, გია ხარჩილავას. მისი თქმით, პროექტების განხორციელებაში ხარჩილავას მხარს დაუჭერს. “მე ასევე მინდა მივულოცო ჩვენს ოპოზიციას, ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას. მას უყვარს ეს რაიონი. სანამ ბატონი გიორგი გიქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს რომ მის გვერდში ვარ, ყველა იმ პროექტში, რაც ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს. […]

სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრს, პატრიარქს, ევროკავშირის ელჩს და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი - „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან... დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა. პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ს ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთანაც. უცნობია რა საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა შეხვედრები.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო

,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. მისი განმარტებით, სანამ საქართველსო მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. მინდა, გავაკეთო საგანგებო განცხადება, მე არ წარმოვადგენ სააკაშვილის პარტიას, არც მისი ამომრჩეველი ვარ, მაგრამ რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და  ჯანმრთელობის საკთხთან დაკავშირებით, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება […]

აშშ-ის საელჩო “ოცნების” წინააღმდეგ – “პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე”

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საქართველოში აშშ-ის საელჩომ ფეიბუქში დაერა: “31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი […]

“ლელოს” ფრაქციამ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტა

"ლელოს" ფრაქციამ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტა

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ფრაქციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება და იქამდე არ აღადგენენ საპარლამენტო მუშაობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურად არ იქნება დაცული. „მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს […]

ნონა მამულაშვილი – “პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო”

ნონა მამულაშვილი - "გიორგი ხელაშვილმა პარლამენტში ნაბიჭვარი მიწოდა"

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო. – პარლამენტში ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაშინ, როდესაც მათ ჰყავთ უმრავლესობა. ისინი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა არ ისმოდეს იქ. ასე რომ, ჩვენი ხმა ისმის ქუჩაში, ჩვენი ხმა ისმის საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს არის ბრძოლის მეთოდი, რომლითაც ჩვენ […]

ლევან ვარშალომიძე პარლამენტს ტოვებს

"დავივიწყოთ წყენა, ბათუმში გამარჯვებისთვის დავბრუნდი" - ლევან ვარშალომიძემ კარანტინი დატოვა

უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს! – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე “ფეისბუქზე“ წერს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან“ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთეს ანა წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა. პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ასევე მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.

“შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” სახელწოდება შეიცვალა და მხოლოდ “რეფორმების ჯგუფი” ერქმევა

"შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" სახელწოდება შეიცვალა და მხოლოდ "რეფორმების ჯგუფი" ერქმევა

ფრაქციამ “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” სახელწოდება შეიცვალა და მხოლოდ “რეფორმების ჯგუფი” ერქმევა. ფრაქციის მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი 2021 წლის ივნისში შეიქმნა. ფრაქციაში გაწევრიანებულია 7 დეპუტატი: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანგჯალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ნიკა გვარამია – სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება

გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც შესაძლოა დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე- 12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ აპირებს. „ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, […]

ლიზა იასკო – “სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მან 20 კილოგრამი დაიკლო”

ლიზა იასკო - "სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მან 20 კილოგრამი დაიკლო"

უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და მოცემული მომენტისთვის მას უკვე 20 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული. როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, სააკაშვილს ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, რასაც გლდანის კლინიკაში მას ვერ გაუწევენ. „სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულია ყოველ ჯერზე იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. სასურველია, რომ იყოს მხარდაჭერა და ხელისუფლების მხრიდან […]