ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობას აღმავალი ტენდენცია აქვს. უცხოეთიდან გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა – 1,886 მლრდ აშშ დოლარი. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მაღალი იქნება მიმდინარე წელსაც, რადგან 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში ემიგრანტებმა უკვე 1,291 მლრდ აშშ დოლარი გამოგვიგზავნეს. ის ფაქტი, რომ ფულადი გზავნილების მაჩვენებელი მაღალი ტემპით იზრდება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ […]
კატეგორია: ქართველები უცხოეთში
“კვირაში 15 ქართველი მეკითხება, საფრანგეთის მოქალაქე როგორ გახდეს” – სალომე საძაგლიშვილი ვითარებას განმარტავს
საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ წყდება. საფრანგეთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა (29%) ქართველი თავშესაფრის მაძიებლებისთვის. საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მთხოვნელთა 2%-ს აქვს რეალური შანსი, მიიღოს სტატუსი. ესენი არიან ლგბტ ადამიანები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები და იშვიათ შემთხვევაში, მძიმედ დაავადებული ადამიანები. – უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა, რას ნიშნავს ლტოლვილის სტატუსი. ადამიანები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ [ფინანსურად] […]
იტალიაში ქართველი ქალი მე-4 სართულიდან გადახტა – ის მომვლელად მუშაობდა
იტალიაში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს იტალიური მედია ეხმიანება. “strettoweb.com“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის ქალი მეოთხე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა რეჯო-დი-კალაბრიაში, ქალაქ არქიში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მისული სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებმა და 118-ის მაშველებმა გარდაცვალების მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს. ფაქტებზე დაყრდნობით, პოლიციამ დაადგინა რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან. ქალი ეროვნებით ქართველი […]
“რა ცუდი დღე გათენდა…” – იტალიაში ნონა ტოტიკაშვილი გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტი ქალბატონი, ნონა ტოტიკაშვილი გარდაიცვალა. როგორც exclusivetv.ge-სთან საუბარში აწ გარდაცვლილის მეგობარმა ლიკა ჯაფარიძემ აღნიშნა, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე თქმით, ნონა ტოტიკაშვილმა ემიგრაციაში 13 წელი გაატარა. „რა ცუდი დღე გათენდა ჩემო ნონა, როგორ მეტკინა გული შენი უდროოდ გარდაცვალებით ნონიკო. კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე დასრულდა იტალიაში“ – წერს აწ გარდაცვლილის […]
“შემოგვიცვივდნენ სახლში და გამოგვყარეს” – გერმანიიდან და შვედეთიდან 60 ქართველი გამოაძევეს
– შემოგვიცვივდნენ სახლში, თითქოს რეციდივისტები ვიყავით, აგვყარეს, დაგვყარეს და გამოგვიშვეს. ამის შესახებ გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე საუბრობს, რომლის სპეცრეისიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. – საბუთები ყველაფერი წაღებული გვქონდა, მაგრამ მაინც ასე მოგვექცნენ, – დაამატა ქალმა. საქართველოს 60-მდე მოქალაქე, ევროკავშირიდან გამოძევებულია და იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს. მორიგ დეპორტაციას დაექვემდებარნენ ის პირები, რომლებიც გერმანიასა […]
“ომიკრონით ინფიცირება მსუბუქად მიმდინარეობს, დელტა მასზე გაცილებით საშიშია” – რას ამბობს ქართველი ექიმი სამხრეთ აფრიკიდან
ქართველი ექიმი თამაზ გვილია უკვე მრავალი წელია სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობს. – სამხრეთ აფრიკაში ნორმალური ვითარებაა, შიში და დაძაბულობა არ იგრძნობა. ახალ შტამზე რომ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, ძალიან გაკვირვებული ვარ. პრეტორიაში დაიწყეს კვლევა და ერთადერთი რა ინფორმაციაც სამედიცინო პერსონალს მოგვაწოდეს, ეს ფორმა ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. პაციენტების უმრავლესობა სახლში მკურნალობს და ქართულ საინფორმაციოებს რომ ვუყურებ, გაკვირვებული ვამბობდი, საქართველოში […]
“დავეხმაროთ მის უფროს დას” – ამერიკაში 23 წლის ქართველი დავით სალი გარდაიცვალა
თინა ბედიაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “კიდევ ერთი ძალიან ახალგაზრდა ემიგრანტი გამოაკლდა ამერიკაში მყოფ ემიგრანტებს – 23 წლის დავით სალი. დავითი მუშაობდა თრაქზე. იყო ძალიან მშრომელი და უსაზღვროდ კეთილი ადამიანი. მეგობრებს ყოველთვის მხარში ედგა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა დაოჯახებას, რაც ვერ მოასწრო ჰყავს უფროსი და, რომელმაც გაზარდა და სჭირდება დახმარება, რომ თავის ძმა დაკრძალოს საქართველოში. თუკი […]
“შენთან სიკვდილს რა უნდოდა, შვილო” – საფრანგეთში 13 წლის ნანუცა ბეგლარაშვილი გარდაიცვალა
საფრანგეთში 13 წლის ქართველი ბავშვი გარდაიცვალა. პრაიმ ტაიმის ცნობით, ნანუცა ბეგლარაშვილი უკვე წელიწადზე მეტია ალვეოლარული რაბდომიო სარკომას ებრძოდა. მას ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, შემდეგ კი – საზღვარგარეთ. მოზარდს ფულადი თანხით საზოგადოებაც დაეხმარა. „ჩვენი ქართველი ბავშვი დაიღუპა ტულუზაში, ვინც ხართ ახლომახლო, პანაშვიდი ხვალიდან სამშაბათამდე იქნება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. სამშაბათს ორის ნახევარზეა დაკრძალვა. ნანუცა, როგორი მტკივნეული ხარ ანგელოზო“. […]
“ამოიცანით 2 ქართველი, რომლებმაც პოლონეთში 4 ტელეფონი მოიპარეს”
„ამ ორმა ადამიანმა პოლონეთში, ჩვენი მაღაზიიდან მოიპარა ეს ოთხი ტელეფონი, რომელთა საერთო ღირებულება 1000 ევროზე მეტია“,- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. Redmi note 10 lake green 869839059846882 Mi 11 lite 5g truffle Black 861775051023245 Redmi note 9s glacier white 865909047430489 Redmi note 8 pro Pearl white 868368043316357 „პოლონეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად დავადგინეთ, რომ ტელეფონები […]
“მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდა…” – ათენში 22 წლის შაკო ჭიქაბერიძე დაიღუპა
ორი დღის წინ ათენში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის შაკო ჭიქაბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ახალგაზრდა კაცი მეგობრის დაბადების დღიდან შინ გვიან ბრუნდებოდა. „შაკო ქუთაისში დაიბადა და იზრდებოდა. დაწყებით კლასში ვიყავით, როდესაც მშობლებმა საბერძნეთში წაიყვანეს. თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა ზაფხულობით საქართველოში, თავის ფესვებს არასდროს მოსწყვეტია. საუკეთესო ადამიანი და მეგობარი იყო ყველასთვის. მიუხედავად მისი ასაკისა, […]