კატეგორია: სამართალი

მარნეულში 80 წლის ქალი დააყაჩაღეს, ფული და ოქრო წაართვეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

 მარნეულში გვიან ღამით, შულავერის დასახლებაში 80 წლის ქალს 3 მძარცველი სახლში შეუვარდა, გაკოჭა და ცივი იარაღის მუქარით ფული და ოქროულობა წაიღეს. ცნობილი ხდება, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. დღეს ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ხატია დეკანოიძე – “ჩემი და ისრაელის საელჩოს წარმომადგენლის საუბრის ნამდვილობა დავადასტურე”

ხატია დეკანოიძეს სუსის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე გამოკითხეს. როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, მან გამოძიებას დაუდასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებს. „დავადასტურე იმ ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ეხებოდა ისრაელის სალჩოს წარმომადგენლსა და ჩემს შორის საუბრის ჩანაწერს, როდესაც ისრაელის ელჩთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. […]

ადვოკატი – “დავით დაუთაშვილმა საკანში თვითდაზიანების მიყენება სცადა”

ადვოკატი - "დავით დაუთაშვილმა საკანში თვითდაზიანების მიყენება სცადა"

დმანისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ დავით დაუთაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დაუთაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა. როგორც ადვოკატმა გია მაჩიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საქმეში არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ დავით დაუთაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული. მისივე თქმით, ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში სპეციალური დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა და თვითდაზიანებების მიყენება სცადა. ,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში […]

თიანეთში 70 წლის მამაკაცი მოკლეს

თიანეთში 70 წლის მამაკაცი მოკლეს

თიანეთში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია და თიანეთში მწყემსად მუშაობდა. სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქვემო ალვანიდან არის. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევამდე მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცმა თანასოფლელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

“მოსამართლე არევაძეს ვუხსენე მისი ღმერთი, წმინდა მურუსიძე” – სასამართლო ჩაიშალა

"მოსამართლე არევაძეს ვუხსენე მისი ღმერთი, წმინდა მურუსიძე" - სასამართლო ჩაიშალა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი ვატო წერეთლის რეპლიკა გახდა, რომლმაც ფიცის დადების დროს, მოსამართლეს მოსთხოვა დაეზუსტებინა, დებდა თუ არა ფიცს, მურუსიძის წინაშე. ამ ფრაზამ მოსამართლე გააღიზიანა, რის შემდეგაც ვატო წერეთელი 300 ლარით დააჯარიმეს. “მოსამართლე არევაძეს ვუხსენე მისი ღმერთი, წმინდა მურუსიძე, რაზეც მოიხსნა სახე, უცებ ჩვეულებრივი […]

ლუკა პეტრიაშვილს შსს-მ 35.000 ლარი უნდა გადაუხადოს

ლუკა პეტრიაშვილს შსს-მ 35.000 ლარი უნდა გადაუხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 35 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 20 ივნისის ღამეს ლუკა პეტრიაშვილს სამი რეზინის ტყვია მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი ყბა-სახის არეში. პეტრიაშვილის უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულის მიმართ სახელმწიფომ არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა. მისი თქმით, ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი პრეცედენტია 20 ივნისის […]

მარტყოფში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

მარტყოფში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს.  ტვ 4-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ცენტრი ააფეთქეს და სავარაუდოდ,  სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენთის არის შემოსაზღვრული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტვ 4-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განაგურებას გულისმოხბს.

ვატო წერეთელი – “სურთ, მამაჩემი ციხეში ჩასვან, “ოცნებას” უნდა შური იძიოს ჩვენს ტელევიზიაზე”

ვატო წერეთელი - "სურთ, მამაჩემი ციხეში ჩასვან, "ოცნებას" უნდა შური იძიოს ჩვენს ტელევიზიაზე"

ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაიხსნება, კერძოდ, დღევანდელ პროცესზე ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელი დაიკითხება. ვატო წერეთლის ინფორმაციით, მოწმეთა სიიდან ეროვნული ბანკის და ,,თიბისი” ბანკის პრეზიდენტები ამოიღეს. „საქმიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი როგორც მოწმეები ჩახსნეს. ამ ხალხს […]

ვანო ზანდარაშვილს ზურა საჩიშვილის მკვლელობისთვის 12 წელი მიესაჯა

ვანო ზანდარაშვილს ზურა საჩიშვილის მკვლელობისთვის 12 წელი მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, ყოფილ პოლიციელს ვანო ზანდარაშვილს, 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მანამდე კი მოსამართლეს დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა. 11 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილებაზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. მათ არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პოლიციელმა […]

“ჩემს დას ტელეფონის ნომერი გამოართვა” – რატომ მოკლეს ძმებმა ტალიბოვებმა ჯავიდ ჩოვდაროვი

"ჩემს დას ტელეფონის ნომერი გამოართვა" - რატომ მოკლეს ძმებმა ტალიბოვებმა ჯავიდ ჩოვდაროვი

მარნეულში 28 წლის ჯავიდ ჩოვდაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ოსმან და ომან ტალიბოვების მეგობარსაც, რომელიც უმძიმეს ფაქტს შეესწრო და პოლიციას არ შეატყობინა. ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მკვლელობაში ბრალდებულმა ოსმან ტალიბოვმა […]