ჩხუბი გორში – თვითმხილველის ინფორმაციით, რესტორან „ნაჭარმაგევში” ფიზიკურ დაპირისპირებას იარაღიდან გასროლა მოჰყვა.დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭირილია ერთი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი მოქალაქესა და პოლიციელს შორის მოხდა. შემთხვევის ადგილზე “მთავარი არხის” მისვლის შემდეგ, პოლიციის დაახლოებით ხუთამდე ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა. სამართალდამცველების ნაწილი ჩაკეტილი იყო რესტორნის შიდა სივრცეში, “მთავარმა” ადგილზე დამტვრეული ჭურჭელი და ინვენტარი გადაიღო. რესტორნის თანამშრომლები მომხდარზე კომენტარს არ […]
კატეგორია: სამართალი
სპეცოპერაცია დიდუბეში – ორი კაცი დააკავეს
გვიან ღამემდე თბილისში, დიდუბეში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. გორის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ორი კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებაც, თუმცა რა სახის, კონკრეტულ დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს. უცნობია რა დანაშაულის ჩადენას ედავება უწყება დაკავებულებს. ადგილობრივების თქმით, სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა გაქირავებული იყო და მცხოვრებლებს ვინაობა მეზობლებისთვის უცნობია.
ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა ნაპოვნია
Napoli-ს ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა ნაპოვნია. “მინი კუპერი”-ს ტრენტოლა დუჩენტაში, კაზერტას პროვინციაში, ქურდობიდან რამდენიმე საათში მიაგნეს. ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია ნაპოვნი. პირველადი ინფორმაციით, ქურდებმა მანქანა ხვიჩას საცხოვრებელ სახლიდან გვიან ღამით მოიპარეს. ფეხბურთელი ქურდობის მომენტში სახლში იმყოფებოდა, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. საქმეში სასწრაფოდ ჩაერთო პოლიცია, ამოიღეს სათვალთვალო ტელეკამერების ჩანაწერები და როგორც აღვნიშნეთ, ავტომობილს სულ ცოტა ხნის […]
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ „რუსთავი 2″-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი […]
„მიხეილ სააკაშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, სიცხე აქვს” – შალვა ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება. იგი კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს. „მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. გარდა ამისა, ის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია. 5 დღის გასვლას ელოდებიან, რომ კორონავირუსზე ტესტი განმეორებით ჩაუტარდეს, სიცხიანია. კოვიდის გამო, […]
მკვლელობა რესტორანში – ვინ არის მამაკაცი, რომელმაც თემურ ხარაული სასიკვდილოდ დაჭრა
მკვლელობა თბილისში – თემურ ხარაულს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები 33 წლის მამაკაცმა მიაყენა. მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, შემდეგ კი ბრალდებულის საცხოვრებელ ტერიტორიაზე გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სავარაუდო დამნაშავე, ტ.ძ-ს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო.
გორის მერის ყოფილი მოადგილე დააკავეს
გორის ყოფილი მერის მოადგილე და მოსამართლე, ალექსი მარიამიძე, დააკავეს. ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ალექს მარიამიძეს გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. ხილის უნებართვოდ დაკრეფის გამო მერის ყოფილმა მოადგილემ ბავშვებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა წელიწადნახევრის წინ მოხდა – სწორედ ეს დრო დასჭირდა სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე, ამ პერიოდის განმავლოვაში კი […]
3 ნოემბერს ევროსასამართლო დეკანოზ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
3 წლიანი განხილვა ევროსასამართლოში დასრულდა – დეკანოზ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოცხადდება. დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატები კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევებზე მიუთითებენ. სწორედ ამ დარღვევებზე მსჯელობდა სტრასბურგი სამი წლის განმავლობაში. კერძოდ, დაცვის მხარეს პრეტენზიები აქვს- რამდენად სამართლიანად განიხილა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე და რამდენად სამართლიანად მოიპოვა პროკურატურამ მტკიცებულებები; ასევე – სამართლიანი იყო თუ არა გადაწყვეტილება […]
მოქალაქემ სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა
აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ხდება ცნობილი, მან სასტუმროს ნომერი გუშინ დაიქირავა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა აფეთქება თვითმკვლელობის მიზნით განახორციელა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამ წუთებში მას ერთ- ერთ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება უტარდება.
პოლიციამ ბავშვზე მოძალადე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ., არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი […]










