კატეგორია: სამართალი

თბილისში 65 წლის ზაქრო ვარდიაშვილმა ცოლი მოკლა

თბილისში 65 წლის ზაქრო ვარდიაშვილმა ცოლი მოკლა

თბილისში მამაკაცმა ზაქრო ვარდიაშვიილმა მეუღლე მოკლა. მან თავში მძიმე ურო ჩაარტყა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]

პანკისში მოქალაქის გარდაცვალება პოლიციის პიკაპით შეჯახებით არ მომხდარა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მცდარსა და ცილისწამებლურს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი „პოლიციის პიკაპით შეჯახება გახდა“. უწყების განმარტებით, სოფელ საკობიანოში მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველების მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება. „გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ მცდარ და ცილისწამებლურ ინფორმაციას, თითქოს პანკისის ხეობაში ერთ-ერთი […]

პასუხისგებაში 4 პირი მიეცა

პასუხისგებაში 4 პირი მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, საქონლის ფიქტიური […]

წყალტუბოში დაკარგული ლიკა გიორგობიანი იპოვეს

წყალტუბოში დაკარგული ლიკა გიორგობიანი იპოვეს

წყალტუბოში დაკარგული გოგო, ლიკა გიორგობიანი იპოვეს. გოგო რამდენიმე დღის წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლები ეძებდნენ. “პრაიმტაიმი” დეტალებს ამ წუთებში არკვევს.

ქართველი ქალი, ობობა, 13 საქმისთვის საბერძნეთში დააკავეს

ქართველი ქალი, ობობა, 13 საქმისთვის საბერძნეთში დააკავეს

საბერძნეთს 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი, “ობობა” 26 ივნისს დააკავეს. ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბები, ნარკოტიკული ნივთიერებები, მისცა და შემდეგ ძარცვავდა. ის უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, “ობობას” მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე. […]

პროკურატურასთან აქცია გაიმართა

პროკურატურასთან აქცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობას კოალიციის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მედიამენეჯერები იღებდნენ. მათ ხელში ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები ეჭირათ, წარწერით – „გამოიძიეთ“, „ჩვენ გვახსოვს 5 ივლისი“, „ნუ ახალისებთ მედიაზე ძალადობას“ და სხვა. კოალიციის წარმომადგენლებმა ადგილზე საკუთარი განცხადება გააჟღერეს, რომელიც 5 ივლისის აქციას ეხება. […]

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა აღიარეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მამაკაცმა, რომელიც ცნობილი მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაშია ბრალდებული, ციხიდან დანაშაული აღიარა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ამავე მედიასაშუალების ცნობით, ბრალდებული ჯორჯ დეჯორჯო აცხადებს, რომ სასჯელის შემცირებისა და საპატიმროში “მარტო არ წასვლის“ მოტივით, ის ჩვენებას მისცემს იმ სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჟურნალისტის მკვლელობასა და ლიკვიდაციის წინა განუხორციელებელ გეგმაში იყვნენ ჩართულნი. ჟურნალისტის მკვლელობისთვის დეჯორჯოს 150 000 […]

იმერეთში 82 წლის თემურ შანიძეს ეძებენ

იმერეთში 82 წლის თემურ შანიძეს ეძებენ

იმერეთში ერთი კვირაა გაუჩინარებულ 82 წლის მამაკაცს ეძებენ. თემურ შანიძის კვალი სოფელ გამოჩინებულის ტყეში გაუჩინარდა. საქონლის მოსაძებნად წასული მამაკაცი გაქრა, სახლში კი მხოლოდ მისი ძაღლი დაბრუნდა. დაკარგულ მამაკაცს ეძებენ ყველგან, მათ შორის, დრონების საშუალებით, თუმცა, ამ დრომდე, სამაშველო სამსახურმა მის კვალს ვერ მიაგნო. თემურ შანიძის ოჯახი გაუჩინარების ორ ვერსიაზე საუბრობს. მისი ახლობლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ასაკოვანი მამაკაცი დანაშაულის მსხვერპლი გამხდარიყო, […]

გერმანიაში სამუშაოდ წასულმა ქართველებმა დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს

გერმანიაში სამუშაოდ წასულმა ქართველებმა დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნილმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს. ისინი კომპენსაციას მიიღებენ. საუბარია საქართველოს 18 მოქალაქეზე, რომლებმაც, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პირობით, გასული წლის გაზაფხულზე დატოვეს ქვეყანა. მათგან 11  საქართველოს სასამართლოებში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგაც ჩივის. ისინი მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. “გერმანულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქართველების სეზონური […]

მარნეულში მამაკაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს

მარნეულში მამაკაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს

მარნეულში მომხდარ მკვლელობას წინ სავარაუდოდ კრიმინალური გარჩევა უძღოდა. შემთხვევა რიტუალების დარბაზის ეზოში, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის მოხდა. დაპირისპირებაში 2 პირი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საკუთარი მანქანის წინ ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელმა იარაღიდან დაახლოებით  7-ჯერ გაისროლა. მოკლულს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის სასწრაფომ “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. “მთავარი არხის” […]