შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2- დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე […]
კატეგორია: სამართალი
“მაშინვე მივხვდი, რომ გვესროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან” – რა წერია მამა საბა ჟღენტის ჩვენებაში
ყინწვისში, მამებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მომხდარის ამსახველი ჩვენება ტვ პირველმა გაასაჯაროვა. დაზარალებული მღვდელმთავარი, მამა საბა ჟღენტი, პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში მომხდარს დეტალურად იხსენებს. “გაისმა დიდი, სავარაუდოდ იარაღის გასროლის ხმა. მე მაშინვე მივხვდი, რომ გვესროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან. სროლა ხორციელდებოდა ჩვენგან მარჯვენა მხარეს, თუ საიდან, ეს ვერ დავინახე. ასევე ვერ დავინახე პირი, ვინც […]
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზურაბ თოდუა აცხადებს, საქმე ეხება საბჭოში 5 მარტს შეტანილ მის საჩივარს. მან ასევე, დამატებით საჩივარი დღესაც შეიტანა. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს დისციპლინარული სამართალწარმოება მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის […]
პეტრე ყუფარაძე და ცოტნე გამსახურდიას საქმეში ბრალდებული 3 პირი პატიმრობაში დატოვეს
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიკითხება პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია. გამომძიებლები პაციენტის გამოჯანმრთელებას უკვე თითქმის 5 თვეა, ელოდებიან. სწორედ მისი ჩვენების შემდეგ გაირკვევა, რამდენად სწორ გზაზე დგას გამოძიება. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ოთხი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. სხდომა 14 მაისისთვის […]
მერაბ კობიაშვილს გუდაურში მკვლელობის საქმეში ბრალი დაუმძიმეს
გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. როგორც კაკაბაძე განმარტავს, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა, თავად დაზარალებულს დაუმძიმეს ბრალი და მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს. „მერაბ კობიაშვილს ახალი ბრალი […]
გარდაბანში ცოლ-ქმარ მუსაევების მკვლელობისთვის მათ ნათესავ გ.ი.-ს 19 წელი მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოლ-ქმარ მუსაევების განზრახ მკვლელობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს, მათივე ნათესავ გ.ი.-ს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებული სოფელ ქვედა კაპანახჩში ცოლ-ქმრის თანხის დაუფლების მიზნით, მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა, რა დროსაც ერთ-ერთს თავის არეში ლითონის მილი, ხოლო მეორეს ჯოხი რამდენჯერმე ჩაარტყა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებული გარდაცვლილების 1.050 ლარს დაეუფლა […]
სენაკის ტყეში 30 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
ბათუმში სახლში ჭურვი იპოვეს
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კოროზირებული ჭურვი სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მოხუცი მამაკაცი იმყოფებოდა. საცხოვრებელი სახლის დალაგების მიზნით, მეზობლებმა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიიყვანეს, სადაც ჭურვი იპოვეს. […]
რუსთავში შ.ღ.-ს სექსუალური ქმედებისთვის 8 წელი მიუსაჯეს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის და ძარცვისთვის ბრალდებული შ.ღ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 სექტემბერს, ქ. რუსთავში “კულტურისა და დასვენების პარკში” ქურდობისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა შ.ღ.-მ ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით ლ.ტ.-სთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა წაართვა და […]
ორთაჭალაში სროლის ერთადერთი მოწმე კომენტარს აღარ აკეთებს – სავარაუდოდ, ის პოლიციამ დააშინა
შეიარაღებული დაპირისპირება ორთაჭალის ხიდთან – მამაკაცი, რომელიც ინციდენტს შეესწრო, მომხდარზე აღარ საუბრობს. მას შემდეგ, რაც “მთავარის” ეთერში მისი კომენტარი გავიდა, თვითმხილველს პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრნენ, რის შემდეგაც მან მომხდართან დაკავშირებით საუბარი აღარ ისურვა. შსს-ს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, ერთადერთი თვითმხილველი დააშინეს და გააფრთხილეს, რომ მომხდარზე მედიასთან აღარ ესაუბრა. შეიარაღებული დაპირისპირება ორთაჭალის ხიდთან შუადღეს მოხდა. პოლიცია ერთ-ერთი ავტომანქანის გაჩერებას შეეცადა, რომელშიც […]









