ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვანის განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვალერი ირემაძეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სხდომაზე ბრალდებული დამამშვიდებელი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლო სხდომის განმავლობაში მოსამართლის მადონა მაისურაძის მიერ გამოტანილი დანაშაული ბრალდებულისთვის […]
კატეგორია: სამართალი
ნორვეგიაში ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა ქურდობისთვის დააკავეს
ნორვეგიაში ტექნიკის მაღაზიაში ქირდობის გამო აუდიტის სამსახურის თანამშრომელი, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა დააკავეს. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციას კურიერი ავრცელებს. როგორც ვანო ზარდიაშვილმა კურიერთან განაცხადა მას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და არ იცის მისი ცოლის ძმა სად იმყოფება.
პოლიციამ ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის 5 ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული გ. ლ. და 1985 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა, 1979 წელს დაბადებულ ი. ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე […]
დავით კირკიტაძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მან დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. კირკიტაძე, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზეა დაკავებული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ოპოზიციის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურია და მისი აზრით, პროკურატურის მიმართ ნდობა დაკარგულია. მედმაილლ.გე
დავით კირკიტაძე – “არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ” – გურჯაანში სასამართლო დაიწყო
არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის დაკავებულმა წევრმა, დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა. “თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო”, […]
“ზესტაფონიდან ჩამოვედი თავის მოსაკლავად…” – რუსთავი 2-ის შენობასთან მამაკაცმა ვენები გადაიჭრა
“რუსთავი 2”- ის შენობასთან შუახნის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. მან ცივი იარაღით თავი დაიზიანა. პირი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ზესტაფონის პოლიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიღო. “ზესტაფონიდან ჩამოვედი თავის მოსაკლავად… პოლიციამ დამიშავა, სამართალი ვერ ვნახე 2 წელიწადია. მარტო პოლიციელებს ვებრძოლები”- აცხადებს მამაკაცი. მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ ეს თვითმკვლელობის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის. […]
ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ლ.მ. ყაზბეგში დააკავეს
ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთ პირი – 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ყაზბეგში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი […]
საბერძნეთში 42 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს – მამაკაცს აფხაზეთიდან ტყვიები თავში აქვს მოხვედრილი
საბერძნეთის პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, რომელთაც თესალონიკში, საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან 42 წლის მამაკაცი მოკლეს. საბუთების შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, კერძოდ კი, აფხაზეთში დაბადებული. შემთხვევა 10 თებერვალს იასონიდუს ქუჩაზე, 21:40 საათზე მოხდა. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 წლის ქართველი მამაკაცი ჩაცხრილეს. მას ტყვიები თავის არეში აქვს ნასროლი. პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე მაფიოზურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს. […]
“აპოლოს” მეპატრონე ჯენერი მესხიას დავა მერაბ კაჭკაჭიშვილთან ჰქონდა – რა მოხდა 27 იანვარს ქურდულ გარჩევაზე – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. “ქურდულ შეკრებაში” მონაწილე 5 პირი დააკავა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქესა და ბიზნესმენს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით “ქურდული შეკრება” გაიმართა, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წევრები მონაწილეობდნენ. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელსაც მოქალაქემ დავა “ქურდებში გაურჩია” ჯენერი მესხიაა. იგი შპს “აპოლოს” 100%-იანი წილის მფლობელია. მას მოქალაქე მერაბ კაჭკაჭიშვილთან […]
ქურდული გარჩევა სკაიპით – სამშენებლო კომპანია ”აპოლოს” ხელმძღვანელს კრიმინალები ფულს სძალავდნენ
ქურდული გარჩევა სკაიპით – სამშენებლო კომპანია „აპოლოს“ ხელმძღვანელს კრიმინალური ავტორიტეტები ფულს სძალავდნენ. საქმეში ფიგურირებს ინტერპოლით ძებნილი კანონიერი ქურდი, მეტსახელად “სუხო,” რომელიც გარჩევაში სკაიპით ჩაერთო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქმის გარჩევა მოხდა ე.წ. ქურდული წესით და ამ პროცესს სწორედ “სუხო” ხელმძღვანელობდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, მოქალაქესა და ბიზნესმენს შორის […]










