კატეგორია: სამართალი

როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი – დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენება 15 წლის შემდეგ მისცა

როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი - დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენება 15 წლის შემდეგ მისცა

15 წლის შემდეგ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბელა როგავა, მეგის ქარდავას სასამართლო დარბაზში შეხვდა. დაზარალებული ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. წამების საქმის ოქროს მოწმის დარბაზში გამოჩენა ქარდავასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბელა როგავამ პროცესზე 2009 წელს მის მიმართ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მეგის ქარდავა მისგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას ითხოვდა. მისი თქმით, მას იარაღის მუქარით გააღებინეს […]

საგარეჯოში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 11’109- […]

  დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

მიხეილ კალანდია ბრალს არ აღიარებს - სხდომა დაიხურა

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. „კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის […]

ირაკლი კობახიძე – „იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციოში ჩამოსასვლელად“

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არ ჩასვლა საკონსტიტუციო სასამართლოში, მის მიმართ უპატივცემულობაა. მმართვეი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გაეცნო პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიციას და მას “არასერიოზული” უწოდა. „პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია. […]

ევროსასამართლომ გიულენისტ მასწავლებელზე თურქული სასამართლოს გადაწყვეთილებას მის  პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევად სცნო

ევროსასამართლომ გიულენისტ მასწავლებელზე თურქული სასამართლოს გადაწყვეთილებას მის  პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევად სცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) სამშაბათს დაადგინა, რომ 2017 წელს ტერორისტულ დანაშაულებში მსჯავრდებული თურქი მასწავლებელის, იუქსელ იანჩილკაიას უფლებები დაირღვა, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძირითადად დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის (ByLock) სავარაუდო გამოყენებას ეყრდნობოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქი მასწავლებელის უფლებები სამი სხვადასხვა მუხლით დაირღვა: მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-7 მუხლი (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) და მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების […]

ნივთები გამოწერით და თაღლითობის ათეულობით მსხვერპლი – როგორ ატყუებენ სოცქსელში მოქალაქეებს?

ნივთები გამოწერით და თაღლითობის ათეულობით მსხვერპლი - როგორ ატყუებენ სოცქსელში მოქალაქეებს?

ნივთები გამოწერით და თაღლითობის ათეულობით მსხვერპლი – გაშიფრულია კიდევ ერთი სავარაუდო დანაშაულებრივი ფეისბუქჯგუფი, რომელსაც უამრავი დაზარალებული მოქალაქე ჰყავს.  ადამიანი, რომელიც ამ გვერდის  უკან დგას, მომხმარებლებს ჰპირდება როგორც ტანსაცმლის ისე ტექნიკის გამოწერას სხვადასხვა უცხოური საიტიდან,  საფასურის ნაწილს წინასწარ ახდევინებს, შემდეგ კი აღარც ნივთი ჩანს და აღარც ფულს აბრუნებს უკან. „პირველებმა” თაღლითობაში ბრალდებული  იპოვა. ის  ნინო გაბუნიას […]

მარნეულში, სასაფლაოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

მარნეულში, სასაფლაოზე არასრულწლოვანი დაჭრეს

„მთავარი არხის” ინფორმაციით, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა  21 სექტემბერს, სოფლის სასაფლაოზე, ღამის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით,  დანით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა შელაპარაკება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

„მანქანის საბურავები დაუჭრა და ფული მოჰპარა…“ – პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონური მედია ქურდობის ბრალდებით ქალაქ შჩეცინში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წერს. ბრალდების მიხედვით, 41 წლის კაცმა ჩანთა მოიპარა, სადაც 3 ათასი პოლონური ზლოტი იყო. მედიის ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილმა დაზარალებულს ფულთ სავსე ჩანთა მანქანიდან მოჰპარა, იქამდე კი აკვირდებოდა, როგორ დატოვა ამ ადამიანმა ჩანთით ხელში ბანკი, ჩანთა მანქანაში ჩადო და მაღაზიაში გადავიდა. დამნაშავემ სწორედ ამ მომენტით ისარგებლა, […]

შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია

შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია

კაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი გურამ ქადეიშვილია. მან თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში. ბრალდებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე იყო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი ბინაში ქირით ცოტა ხნის წინ გადავიდა. […]

„კანონიერი ქურდი“ მამუკა ონიანი „საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“ სასამართლოში დაობს

„კანონიერი ქურდი“ მამუკა ონიანი „საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის“ სასამართლოში დაობს

 46 წლის ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ მამუკა ონიანმა ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლოს სამი სარჩელით მიმართა. კრიმინალური “ავტორიტეტი“ უკრაინის ეროვნულ პოლიციას ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. მამუკა ონიანი, რომელიც უკრაინაში გასული წლის გაზაფხულზე დააკავეს, ითხოვს სამათალდამცავი უწყების მიერ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. საუბარია იმაზე, რომ „ტარიელ ონიანის ძმის შვილი, მამუკა ონიანი არის „კანონიერი ქურდი“, რომელიც ინარჩუნებს […]