ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო, რომელსაც დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მიიღებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც შეხვედრის შემდეგ თოლორაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისი საქმიანობის მიმართულებით მუდმივად აწყდებოდა გარკვეულ დაბრკოლებებს. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, მის წინააღმდეგ […]
კატეგორია: სამართალი
უვარგისი პროდუქციის რეალიზაციისთვის 4 პირი დააკავეს
უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციისთვის სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ნაგავსაყრელის თანამშრომლები ნაგავსაყრელიდან უვარგის პროდუქტს სისტემატიურად ყიდდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და […]
მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტისგან განმარტებებს ითხოვს
მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ განმარტებებს ითხოვს. წერილში ნათქვამია: „27 დეკემბერს, მოსამართლეებმა, მედია საშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი […]
ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდება
ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. პროკურატურამ შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გუშინ დანიშნა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს, როგორი იყო გოგა გზირიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა როგორც მკვლელობის ჩადენის მომენტში, ასევე როგორია ის ახლა. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – […]
პროკურორი ვეფხვაძე – “ელგუჯა ცომაიამ გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება”
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ მისცა. პროკურორის თქმითვე, სწორედ აღნიშნული ჩვენება იყო ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა. “ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სხვა პირები უკრაინაში არ იყვნენ, ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულ გიორგი […]
ლონდა თოლორაია – “რას ნიშნავს პარლამენტის რეკომენდაცია – ვის ჩამოხრჩობა, ვის სიკვდილი?”
მიზეზები, რასაც ახლა ვამბობ, მაფიქრებინებს, რომ ჩვენ რეალურ რეფორმას ამ კანონით არ ვატარებთ, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამსახურის გაუქმების შესახებ ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ. ასევე, თოლორაია დაინტერესდა, რა ბედი ელით ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს და რომელ ევროპულ ქვეყანაში უქმდება არჩევითი თანამდებობა […]
ლონდა თოლორაია 2022-ის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორი აღარ იქნება – რა წერია პროექტში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 2022 წლის 1 მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდება როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები. 1 მარტიდან შრომითი ურთიერთობები უწყდებათ და სამსახურიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. ამავე პროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებზე “საჯარო სამსახურის […]
ზ.კ. მართვის მოწმობისთვის ფულს იღებდა, მაგრამ მართვის მოწმობას არ იძლეოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,1993 წელს დაბადებული მოქალაქეა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში […]
ნიკო კვარაცხელიას ოჯახი – “ჭელიძე და კაველაძე ვისი მფარველობის ქვეშ არიან, თავს ყველაფრის უფლებას რომ აძლევენ?!”
27 დეკემბრის სასამართლო სხდომის შემდეგ ნიკო კვარაცხელიას ოჯახმა ასეთი განცხადება გააკეთა: “დღეს ჩვენი ოჯახი, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად, აბსურდის თეატრის მომსწრენი გავხდით. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, როდესაც ტელევიზიით ვიხილეთ ორი -“ადამიანი” თავაწეული, რომლებიც ერთმანეთს უდასტურებდნენ აბსურდს, ისინი ჩემს შვილს არ იცნობდნენ და დღემდე მკვლელობის მოტივს არ ასახელებენ, ვერც ეს ორი და ვერც შესაბამისი სტრუქტურები, საქმე გამოძიებულია?! […]
ქვემო ქართლში 38 ცალი ყალბი 50 დოლარიანი გაასაღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულზე ძებნაა გამოცხადებული. მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით […]









