კატეგორია: საზოგადოება

გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა

გელა ჩარკვიანი - „ორი წლის ვიყავი, როცა იმ დროს მოდებული სენი, პოლიო დამემართა...“

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი – გელა ჩარკვიანი. პანაშვიდები დღეს და ხვალ, პეკინის 14. გასვენება ხუთშაბათს, 2 საათზე სახლიდან“.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 21:34 საათზე, სოფელ მამიშლართან 3.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა. იპნ

მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ისევ სასწრაფო გამოიძახეს

მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ისევ სასწრაფო გამოიძახეს

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ისევ იმყოფებიან. პარტია “დროას” წევრის ნინო გოგუაძის ინფორმაციით, ხოშტარია სუსტად არის და აქვს თავბრუსხვევა. “დღეს ერთხელ გონება დაკარგა. ის არის უმძიმესი ფორმის შიმშილობაზე. სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობაც ყოველდღიურად მძიმდება და მის სოცოცხლესაც საფრთხე ემუქება”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ. სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჰქონდა სისუსტე და ღებინება, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე […]

“ჩემი შვილი აქ აღარ არის… სადღაც გააქრეს” – გიული ალასანია რუსთავის ციხეში არ შეუშვეს

"ჩემი შვილი აქ აღარ არის... სადღაც გააქრეს" - გიული ალასანია რუსთავის ციხეში არ შეუშვეს

“იმიტომ ვერ შევდივარ, რომ აღარ არის იქ, სადღაც გაიყვანეს როგორც ჩანს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია რუსთავის ციხესთან საუბრობს. თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და მერე ვერტმფრენში ჩასვეს როგორც ჩანს, – ამბობს გიული ალასანია.

რუსთავის ციხესთან სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა

რუსთავის ციხესთან სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია იგეგმება. ციხესთან ხმაურია – მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ ოჯახის წევრებს – “სადღაც გააქრეს…გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა”- ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

„კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას“ – უზენაესი საბჭოს წევრები

„ძალიან გთხოვ, დაიწყე საკვების მიღება, ნუ გაახარებ საქართველოს მტრებს!“ - მიხეილ სააკაშვილს ძმისშვილი მიმართავს

კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა. „ჩვენ, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები კატეგორიულად მოვითხოვთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ სათანადო სამედიცინო დახმარებას. ჩვენ ვიბრძოდით და დღესაც ვალდებულად ვთვლით თავს ვიბრძოლოთ […]

ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა

სასიცოცხლო პარამეტრები შეცვლილია, თავს სუსტად გრძნობს - ექიმი ელენე ხოშტარიაზე

ექვსდღიანი შიმშილობის შემდეგ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში გონება დაკარგა. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რომლებმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მდგომარეობა შეაფასეს. არსებული ინფორმაციით, ხოშტარიას სასიცოცხლო მაჩვენებლები შეცვლილია, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში მწვანე პასპორტი 1 დეკემბრიდან ამოქმედდება

საქართველოში მწვანე პასპორტი 1 დეკემბრიდან ამოქმედდება

„მწვანე პასპორტი“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Europcar Georgia”  ახალ სერვისს ნერგავს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Europcar Georgia”  ახალ სერვისს ნერგავს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Europcar Georgia” ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალ პროდუქტს ნერგავს. 3,750,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, საქართველოში პირველად, “Europcar Georgia” კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს. მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით  საავტომობილო მომსახურება მათთვის სასურველი დროით, მისამართით და ხანგრძლივობით დაჯავშნონ. „Europcar Georgia“ საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სამ ძირითად სერვისს – ავტომობილების გაქირავებას, საოპერაციო ლიზინგსა […]

პენსიონერი, რომელიც კოვიდზე აიცრება, 200 ლარს მიიღებს

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიან

პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა. მისივე თქმით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ. „დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- […]