ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა კონტაქტზე გამოვიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. ამგვარად, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა.
კატეგორია: საზოგადოება
სტიქიის ზონაში 48 წლის პოლიციელი, მირიან ჭელიძე გარდაიცვალა
პოლიციელი, რომელიც შოვიდან ახალი ჩამოსული იყო, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილი 48 წლის მირიან ჭელიძეა. „ადგილობრივის თქმით, შოვიდან ჩამოსული პოლიციელი დაიღუპა ნაკიეთში… როგორც ამბობენ, გულმა ვეღარ გაუძლო ამხელა სტრესს…ნათელში იყავი გმირო“,- წერენ სოციალურ ქსელში. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს […]
სტიქიის ზონაში დაკარგული გიორგი ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს
სტიქიის ზონაში დაკარგული გიორგი ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს. ინფორმაციები ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. მათ შორის, ინფორმაციას ავრცელებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებულიც იყო გიორგი. ჯერჯერობით არ უპოვიათ გიორგის და, სოფო ყარალაშვილი. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და […]
ნიკორწმინდის ეპარქიის სასულიერო პირები ფიზიკურად არიან ჩართული, შოვში სამაშველო სამუშაოებში
„ქალმა დაინახა, როგორ წაიღო მეწყერმა კოტეჯი, რომელშიც დედამისი იმყოფებოდა”
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სტიქიის პირისპირ აღმოჩნდა, გიორგი ხუციშვილია. ის უმძიმესი დღის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, მოქალაქეები თავის გადასარჩენად მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტომას ცდილობდნენ. ახალგაზრდა კაცი ასევე ყვება, რომ სტიქიის დროს ერთ-ერმა ქალმა საკუთარი თვალით დაინახა, როგორ წაიღო მეწყერმა მისი მშობელი. „გავიგე სასწაული, საშინელი ხმა, დაახლოებით ისეთი, როგორიც სამხედრო თვითმფრინავებს აქვთ ხოლმე ან უფრო ძლიერი ბევრად, […]
12 გარდაცვლილის ვინაობა უკვე დადგენილია
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 18 ცხედრიდან 12-ის ვინაობა უკვე დადგენილია. მათ შორისაა – ნინო კენჭაძე, ალინა პოლიკოვსკა, გიორგი გოგინაშვილი, ქსენია ტრიჩევა და დავით ბერიაშვილი, რომელიც და-ძმა ყარალაშვილებთან ერთად შოვში ისვენებდა. დაღუპულებს შორისაა უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევაა. საკუთარი ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. გარდაცვლილები ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზის […]
ამ დროისთვის ცნობილია, რომ შოვში 2 რუსთაველი გარდაიცვალა
შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. „ინფო რუსთავი” გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. “დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია […]
კახა კალაძე – „შოვი არ არსებობს, განადგურებულია”
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მან მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, […]
„რაჭის ტრაგედიაზე უდიდესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია”
ტრაგედია შოვში – რატომ არ მიიღო ხელისუფლებამ პრევენციული ზომები მაშინ, როდესაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ყველა უწყება მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ გააფრხილა. სპეციალისტები მთავრობის გულგრილობაზე საუბრობენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას პრევენციული ზომები უნდა მიეღო და მოქალაქეებისთვის ოსალოდნელი ღვარცოფის შემთხვევაში ინსტრუქციები უნდა მიეცა. თუ არ ვცდები, ყველა მუნიციპალიტეტს მისთვის საშიში მოვლენების შესახებ ასევე რუკები აქვს. გაფრთხილებულები არიან, […]
„კახი კალაძის ოჯახმა „სანსეტ შოვი” გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა”
სასტუმრო „სანსეტ შოვის” მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ანა მურადაშვილი სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, თითქოს სასტუმროდან პირველ რიგში კახი კალაძის ოჯახის ევაკუირება მოხდა. ანა მურადაშვილი, რომელიც სტიქიის დროს თავადაც „სანსეტ შოვში” იმყოფებოდა, „რუსთავი 2″-თან ამბობს, რომ თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, ჯერ კიდევ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი ავტომობილით დატოვა. „კახი […]