სინოპტიკოსების ინფორმაციით, 12-14 მაისს, საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. „15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს. თბილისში […]
კატეგორია: საზოგადოება
ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე – ფესტივალ „ნიკო“-ს და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი
მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა “ნიკო” კალათბურთის სტადიონებს მოხატავს. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში „ნიკო“-ს ორგანიზებით უბნის სპორტული მოედნები გიგანტური ნახატებით დაიფარება. კალათბურთის სტადიონებს ცნობილი არტისტები მოხატავენ. ქუჩის ხელოვნებისა და სპორტის გამაერთიანებელი სივრცე ქვეყნის მასშტაბით 5 მოედანი გახდება. პროექტის მიზანი ერთგვარი ქუჩის გალერეებისა და ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნის გარდა უბნის […]
მეუფე დიმიტრი სინოფარმის ვაქცინით აიცრა
დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა
დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის ნაწილზე, მოძრაობა შეზღუდულია – საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ქუჩის დასაწყისი გუშინ ღამით, ძლიერი ქარის გამო გადაკეტეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მშენებარე კორპუსიდან მძიმე ნივთები ცვივა და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა საფრთხის შემცველია. თბილისში ქარი გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, გაძლიერდა.
“მაიკო წიკლაურის დედამ კოვიდი შედარებით იოლად გადაიტანა, ის კი 1 კვირაში დამძიმდა”
რამდენიმე დღის წინ მაიკო წიკლაური გარდაიცვალა. ის 34 წლის იყო და პირველ შვილს ელოდებოდა, როდესაც 13 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ფოლადაანთ კარის საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლიდა, ის სერთიფიცირებული პედაგოგი იყო. მაიკოს მდგომარეობა ერთ კვირაში დამძიმდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს. რამდენიმე დღეში დაიღუპა ჩვილი, მერე კი მაიკო წიკლაურიც გარდაიცვალა. მაიკო წიკლაურის […]
ლევან რატიანი – რომელი პაციენტები ამარცხებენ კოვიდ 19-ს ადვილად
ლევან რატიანი პაციენტთა იმ კატეგორიაზე საუბრობს, რომლებიც კოვიდ 19-ს გაცილებით მალე და ადვილად ამარცხებენ. – არა მარტო კოვიდ-19-თან მიმართებაში, არამედ ნებისმიერი დაავადების დაძლევაში და სასიკეთო შედეგის მიღწევაში, პაციენტის ფსიქო-ემოციურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემა მართავს მთელ ჩვენს სხეულს და გენერატორის ფუნქციას ასრულებს ორგანიზმისთვის. უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის […]
გორში სტიქიას ებრძვიან
გორის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მოვარდნილმა ნიაღვარმა ფერდობი ჩამორეცხა და გზა ჩაკეტა სოფელ ატენში. ნიაღვრები მოდის ხიდისთავშიც. შემთხვევას მსხვერპლი ან განსაკუთრებული ზიანი არ მოყოლია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო/სამაშველო სამსახურის ბრიგადები. აქ არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ისინი გზის გაწმენდის სამუშაოებისთვის სპეცტექნიკას ელოდებიან. რუსთავი 2
„სინოფარმზე რიგები ხელოვნურად არის შექმნილი” – სერგო ჩიხლაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სინოფარმი ვირუსისგან 50%-დან 79%-მდე იცავს ადამიანებს, რაც საკმაოდ დაბალია. – მაშინ რატომ გაჩნდა სინოფარმზე რიგები? – არა მგონია, რომ სინოფარმზე წყვეტა იყოს. ვფიქრობ, ხელოვნურად არის შექმნილი. უნდათ, მოსახლეობაში მოტივირება მოახდინონ, რომ სინოფარმზე ხალხი დარეგისტრირდა და სხვებსაც გაუჩინონ მოტივაცია. – ჩემ გარშემო ისეთმა ადამიანებმა გადაწყვიტეს სინოფარმით […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები წალკასთან დაფიქსირდა. “დღეს, თბილისის დროით 10:27 საათზე, წალკასთან, სოფელ ფარავანთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში










