ტვ პირველი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც პატარა სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან კითხულობს დუტუ მეგრელის მეგალექსს “მე პატარა ქართველი ვარ…”
კატეგორია: საზოგადოება
„ისანში შშმ ბიჭი კბილის ტკივილით იტანჯება…“ – უფლებადამცველი თამარ იარაჯული შემზარავ ისტორიას აქვეყნებს
უფლებადამცველი თამარ იარაჯული ფეისბუქზე წერს: „ისანში შშმ ბიჭი თავის ინსულტ გადატანილ დედასთან ერთად, სამი დღეა იტანჯება კბილის ტკივილით. ეს დღეები არ უჭამია წყალსაც ვერ სვამს, ეხლა დედამისმა დაწერა სისხლს ჩავაბარებ ოღონდ კბილის მკურნალობის თანხა შევაგროვოვო, სასწრაფო ყავს ყოველ ღამე და უკეთებენ გამაყუჩებელს, მძულს ეს ქვეყანა მეც ვკითხულობ და ვერაფერს ვაკეთებ კლინიკამდე ვერ მიყავს ბიჭი, ტკივილით […]
გერმანიაში საქართველოდან მხოლოდ 500 კაცი წავა – მსურველთა რაოდენობა 70.000-ს უახლოვდება
კოვიდეპიდემიისა და მისი მიზეზით დაწესებული რეგულაციების შემდეგ, აქაური ეკონომიკური პერსპექტივები მთლად ისე დავიწროვდა, რომ ადამიანებს მხოლოდ გასაქცევადღა აქვთ საქმე. გაზაფხულზე, გერმანიაში სოფლის სამეურნეო სამუშაოებზე წამსვლელთა რეგისტრაცია დაიწყო და მსურველთა რაოდენობა უკვე 70 ათასს უახლოვდება და სულ უფრო იზრდება. მათ იმედი აქვთ, რომ თავს უშველიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ტყუილად არეგისტრირებენ – გერმანიასა და საქართველოს შორის შეთანხმება […]
“ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება” – თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები განიხილება და ეტაპობრივად მოიხსნება სხვა შეზღუდვებიც. ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ორ-სამ კვირაში სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება. „მე უშუალოდ არ ვარ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განიხილავს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ყოველ კვირაში რაღაც ახალი შემსუბუქება განიხილება. ბევრი შეზღუდვა […]
“ბატონო გიორგი, არ გეყოთ გამბედაობა, გეთქვათ ვინ და რატომ გვესროლა დათვის ტყვიები“ – ბაღაშვილი გახარიას მიმართავს
ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა ტელევიზიით გიორგი გახარიას მიმართა: “ბატონო გიორგი, ხედავთ ალბათ, რომ 20 ივნისის კარმა მაინც არ გტოვებთ. ხომ ხედავთ, მაინც 20 ივნისის საქმეზე პოლიტიკურ დევნილად ქცეული ნიკა მელიას პატიმრობამ შეიწირა თქვენი პოსტი. 18 თებერვალს შესაძლოა, ნამდვილად დროულიც იყო თქვენი გადადგომა, მაგრამ ამავე დროს იყო დაგიანებული, რადგან 20 ივნისის შემდეგ ზუსტად 1 წლი და 8 […]
“უცბად კაცი მანქანიდან გადმოხტა და მამი, მამი, არ მოკვდეო, ყვიროდა” – რა მოხდა რუსთავში
რუსთავში, საპატრულო პოლიციამ 2 წლამდე ბავშვი გადაარჩინა. როგორც თვითმხილველები “ინფო რუსთავს” უყვებიან, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლის და 4 თვის ბავშვი კრუნჩხვაში ჩავარდა, რომელსაც დროული დახმარება საპატრულო პოლიციამ აღმოუჩინა. “ჩემს თვალწინ გაჩერდა მანქანა. გადმოვიდა კაცი, რომელიც საჭესთან იჯდა და მამა, მამა, არ მოკვდეო, ყვიროდა. მერე დედა გადმოვიდა მანქანიდან, ბავშვი ხელში ეკავა და ყვიროდნენ, ბაბი, […]
“როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია”
დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება, – ასე ეხმაურება “სირცხვილია” გიორგი გახარიას გადადგომას: “გულისამაჩუყებელი” ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე […]
რაში დახარჯა „ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა 95 ათასი ლარი
ფლანგვის დეტექტორი მორიგ კვლევას აქვეყნებს: „2016 წელს დიდუბის გამგეობამ ახალი დღესასწაულის “ჩემი დიდუბის” აღნიშვნა დაიწყო. გასულ წლებში “დიდუბობაზე” გაწეული ხარჯები არ ფიქსირდება. ტრადიციის დაფუძნება კი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს ემთხვევა. დიდუბობის დღესასწაულის აღსანიშნავად 2016 წელს 21 სექტემბერს 69,204 ლარი დაიხარჯა. დიდუბის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრმა (405093893). სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ღონისძიებისთვის […]
26 თებერვლის ჩათვლით ძლიერი ქარი და ყინვაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეიდან 26 თებერვლის ჩათვლით ძლიერი ქარი და ყინვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C. „18 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის […]
გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელად საქართველოს 53.274 მოქალაქე დარეგისტრირდა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე საქართველოს 53.274 მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვალს, დაიწყო. 16 თებერვლის 2:31 საათის მონაცემებით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ უკვე 53.274 პირია დარეგისტრირებული, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35.121-მა პირმა. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ […]










