ასტროლოგი ხათუნა ნოელი 18 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ წერს და რჩევებს გვიზიარებს: “18 ივნის კირჩხიბის 15°-ზე მერკური გახდება უკუსვლითი. იქამდე კი სტაციონარულია, ანუ გაჩერებულია ჯიუტად და ადგილიდან არ იძვრის. როგორც ხვდებით, ეს ყველაფერი ოპტიკური ილუზიაა და სინამდვილეში მერკურიც ისევე აგრძელებს თავის ორბიტაზე სვლას, როგორც სხვა პლანეტები, თუმცა რადგან დედამიწელებისათვის ცაზე ასე ჩანს, […]
კატეგორია: საზოგადოება
„თუ რამე დამემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია“ – ჯაღმაიძე გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მას არც არგუმენტები და არც კომპეტენცია ჰყოფნის დაასკვნა, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის უკან რუსეთი დგას. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში. „როდესაც დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთოთ დასკვნა წინასწარ. თუ რეალურად ამ საფრთხის შემცველი იყო მოვლენა და აღკვეთილია, ძალიან კარგია რომ არ მოხდა უბედურება. სხვა […]
იტალიაში ქართველი ემიგრანტი მამუკა აბდალაძე გარდაიცვალა
ბაზრის მეწილე დუმილს არღვევს – “გარიგებები იყო დადებული მაღალჩინოსნებთან”
დამწვარი ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე ბაზრობის მსხვილ და მცირე მეწარმეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს, ზანდა მსხვილაძე არ გამორიცხავს, რომ გუშინ ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ხელოვნურად გაეჩინათ.მისი თქმით, ბაზრის მსხვილ მეწილეებს პირადი ინტერესები აქვთ და სრული მონიპოლიზაციისთვის იბრძვიან. ზანდა მსხვილაძე ბაზრობის 30%-ის მფლობელ თემურ პირველს პირდაპირ ადანაშაულებს და ამბობს, რომ პირველმა აქციონერთა ნაწილი თავიდან მოიშორა და წილები იძულებით […]
თუ თურქეთში არალეგალურად ხართ, დატოვეთ ქვეყანა ივნისის ბოლომდე
თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, ამა წლის 1-ლი ივლისიდან მოიხსნება არსებული შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 2020 წლის 29 მარტიდან ქვეყანაში იმყოფებოდნენ არალეგალურად. „საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის […]
გიორგი გაბუნია – “დაკავებულმა ბოკოვმა ჩემი ლიკვიდაციისთვის ერთი მილიონი აიღო”
გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაკავებულმა პირმა მილიონი აიღო – ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ დაკავებულს თანხა უკვე აღებული ჰქონდა. „კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართული სპეცსამსახურის თანამშრომლებს, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგეს იმიტომ, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, რადგან ყველაფერი უკრაინიდან დაიწყო და უბრალოდ არ გამოდიოდა, რომ აქ ყველაფერი ჩაეშალათ. თქმისაც კი […]
რა კავშირი აქვს ვარკეთილის ბაზრობასთან მამუკა მდინარაძეს?
ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია შპს ვარკეთილს ეკუთვნის და მას ყადაღა ადევს. ვარკეთილში, ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ბაზრობის მოვაჭრეებისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. მათი თქმით, წესრიგშია ყველანაირი გაყვანილობა და სადენები, გარდა ამისა ტერიტორიას ჰყავს დაცვაც. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია და მოვაჭრეებს, დახლებთან და მაღაზიებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ამის პარალელურად გაჩნდა პირველი ეჭვები ხანძრის განგებ […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:47 საათზე, მიწისძვრა კახეთში, ქალაქ დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ზემო ხალაწანში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა, განკურნებულთა – 1-ით
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 704 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა
2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის მეხუთე წლისთავზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განახლებული პარკი „მზიური“ გახსნეს. გიორგი გახარია ღონისძიებაზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან და 10 წლის ქალიშვილთან – ანნასთან ერთად მივიდა. მზიურის გახსნას ესწრებოდნენ კახა კალაძის შვილებიც. „მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის დასრულებით დასრულდა დიდი სამუშაო. ამ სამუშაოს გაწევისთვის მადლობა მინდა გადავუხადო […]









