კახეთში, სოფელ ზემო მაჩხაანში 5 წლის ბავშვი დაიღუპა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმს ადანაშაულებენ, რომელმაც მათი თქმით, ბავშვს ალერგიული სინჯი არ აუღო. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი ენტეროვირუსის გართულების შედეგად დაიღუპა, თუმცა ოჯახი ამას არ ადასტურებს. ამბობენ, რომ 5 წლის ავთო მაძღარაშვილს არ ჰქონდა სიცხე, უბრალოდ სისუსტეს უჩიოდა. AMBEBi.GE-ს ბავშვის ბიცოლა უყვება, რომ 5 წლის ავთო […]
კატეგორია: საზოგადოება
დასუფთავების სერვისი საქართველოში: რატომ არის SmartCleaner საუკეთესო არჩევანი გენერალური დასუფთავებისთვის?
თანამედროვე ცხოვრების მუდმივად მზარდი ტემპი სულ უფრო მეტ ადამიანს აიძულებს ეძებოს საიმედო პარტნიორი სახლისა თუ ოფისის დასუფთავებისთვის. საქართველოს ბაზარზე წლების განმავლობაში მოღვაწე კომპანია SmartCleaner სწორედ ის პროფესიონალური გუნდია, რომელიც კლიენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის დასუფთავების სერვისს, ინოვაციურ მიდგომებსა და საუკეთესო შედეგს. კომპანიის უპირატესობები: პროფესიონალი კადრები: საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადებული და სერტიფიცირებული პერსონალი თანამედროვე აღჭურვილობა: უახლესი ტექნოლოგიები და […]
გელა ხასაია – „2 დევნილი ადამიანი გამოვიდა ჩემთან კონტაქტზე, ამბობენ, რომ ისინიც თავის დაწვას აპირებენ“
გელა ხასაია წერს: „2 დევნილი ადამიანი გამოვიდა ჩემთან კონტაქტზე, ამბობენ, რომ ისინიც თავის დაწვას აპირებენ. ასახელებენ კონკრეტულ რიცხვსაც როცა ამის გაკეთება აქვთ გადაწყვეტილი.არ ვიცი მე რა შემიძლია, ან როგორ ვუშველო, ან როგორ დავადგინო მათი მდგომარეობა.სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, მე სხვა ძალა არ გამაჩნია და ამბავი შევატყობინე 112-სშინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia […]
პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა
54 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი და პარტიის პრესსამსახურის თანამშრომელი კატო შინდაგორიძე ავრცელებს. „წავიდა… ზეციურ საქართველოში…. ბაჩუკი ქარდავა, როგორ ვიფიქრებდი, რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი” – წერს შინდაგორიძე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ქარდავას მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც კუჭის წყლული გაუსკდა და სისხლდენა დაეწყო. სამწუხაროდ […]
„გამორთეთ ბიტკოინის აპარატები!” – მესტიის მერია მოსახლეობას მიმართავს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში კრიპტო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულადაა გაზრდილი. მერიის განმარტებით, გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია. „მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის […]
მწერალი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა
71 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ. ზაალ სამადაშვილი რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. 2008-13 წლებში იკავებდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას. ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.
ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია და “შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და აჭარისა და სვანეთის რეგიონებიდან წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ ეკომიგრანტებთან”. „შეხვედრებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალმომარაგებასთან, ელექტროენერგიის მიწოდებასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ხაზი გაუსვეს საკუთრების უფლების დაკანონებისა და მიწის რეგისტრაციის სირთულეებს, რაც ყველაზე მეტად ეკომიგრანტებს უქმნის პრობლემებს […]
თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. „საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, მიმდინარეობს ოფიციალური არხებით გადამოწმება. […]
მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
„დედამიწის ატმოსფეროს 1-მეტრიანი ასტეროიდი შეეჯახება”
დედამიწის ატმოსფეროს, დაახლოებით 1 მეტრიანი ასტეროიდი შეეჯახება- ინფორმაციას CNN-მა გაავრცელა. შეჯახება ფილიპინების თავზე, კუნძულ ლუზონთან ახლოს რამდენიმე საათში მოხდება. კოსმოსურმა სააგენტო Catalina Sky Survey-მა, ობიექტი სახელად CAQTDL2 დღეს დილით აღმოაჩინა. კოსმოსური სააგენტოს განმარტებით, დაახლოებით 1 მეტრის სიდიდის ასტეროიდები დედამიწას დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ეჯახება, თუმცა მათი დედამიწასთან შეჯახებამდე შემჩნევა ძალიან იშვიათად ხდება.










