ქართველი მილიარდერი მოსკოვიდან რომელიც პუტინის ოლიგარქებთან კავშირში ამხილეს, თბილისში ბიძინა ივანიშვილის სასახლეზე უფრო მაღლა და უფრო გრანდიოზულ შენობას აშენებს – პაატა გამგონეიშვილის საეჭვო გამდიდრებისა და კავშირების შესახებ ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება „ნოდარ მელაძის შაბათმა” ჩაატარა. მილიარდერი გამგონეიშილი „შაბათის ეთერის” ყურადღების ეპიცენტრში საერთაშორისო მედიის ინტერესის გამო მოექცა. პუტინის მხარდამჭერი ოლიგარქების დასანქციების შემდეგ, გამგოენიშივლის და ოლიგარქების კავშირები ჩეხი გამომძიებელი ჟურნალისტების ინტერესის საგანი […]
კატეგორია: საზოგადოება
ქუთაისის ცენტრში რუსული „გაზპრომის“ ბრენდირებული ავტობუსი გამოჩნდა
აფხაზეთის ომში უკრაინელმა პილოტებმა 7.634 საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს
ცნობილია, რომ აფხაზეთის ომში უკრაინელმა პილოტებმა 7.634 საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს. პოლკოვნიკი ვალერი ჩალი იხსენებს: „ვდგებოდით დილის 4სთ-ზე, ფრენას 5-6 სთ-ზე ვიწყებდით. ვბრუნდებოდით 40-50 წთ-ით საწვავის შესავსებად და ისევ მივფრინავდით, მუშაობას კი გვიან ვამთავრებდით. ხალხი ჩვენ გველოდა, ბორტზე 40 კაცს ვიღებდით და ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდით, როცა ნორმა მხოლოდ 24 კაცი იყო. ვლოცულობდით, რომ აეროდრომამდე […]
რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში ქსენია სობჩაკი
რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა. მისი რეისი ერევნიდან ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. აეროპორტში სობჩაკმა ფორმულას უთხრა, რომ საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება. კითხვაზე, რომელიც მისი კოლეგების და რუსი ოპოზიციონერების საქართველოში არ შემოშვებას ეხებოდა სობჩაკმა უპასუხა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა. “საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვედი, მე მიყვარს […]
ქართული პოლიციის მაღალჩინოსანი ამერიკას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. ,,პირველების” ინფორმაციით, შსს-ს მაღალჩინოსანი, ლევან აბუაშვილი, მექსიკის საზღვრის უკანონო კვეთით ამერიკაში გაიქცა. თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნის მამა ამბობს, რომ მისმა შვილმა სამსახური მოულოდნელად დატოვა. ლევან აბუაშვილი სახლში მივიდა, მხოლოდ მშობელს უთხრა, რომ სისტემისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა და ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც აბუაშვილი მუშაობდა, დაძაბული […]
მეუფე სტეფანე: „ტყუილია, არ ვართ ჩვენ რუსეთის მომხრეები“
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც წარსულში ამბობდა, რომ ოკუპანტი საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არაა, ამჯერად მრევლს უკრაინის ჯარის წარმატებებს ულოცავს. ქადაგებაზე მან თქვა, რომ რუსეთი უსამართლოდ მოიქცა და ისე ვერ გაიმარჯვებს. მისივე თქმით, ტყუილია, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის მომხრეა. „მოგილოცოთ მინდა უკრაინის გამარჯვებები იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე როგორც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა […]
ჟურნალისტი თათია ახვლედიანი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს
ქუთაისელი ჟურნალისტი თათია ახველდიანი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის ჟურნალისტი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მისი ბიოლოგიური დედა იყო 18 წლის, სამეგრელოდან. სხვა დეტალები არ იცის და აღმზრდელი დედაც ვერაფერს ეუბნება, რადგან ამბობს რომ არ იცის მისი ბიოლოგიური დედის სახელი და გვარი, არც უნახავს და ყველა დეტალს მათი ნათესავი ქალი აგვარებდა. “დავიბადე 1990 წლის 7 აგვისტოს […]
დათი ისრაელში, ტაძარში მიიყვანეს
შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობს. დათის არაერთი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა იგი ისრაელში იმყოფება. დათის ოჯახის წევრები თუ ახლობლები, ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიან საზოგადოებას. სოციალურ ქსელში აქტიურია მისი დედა, ქრისტინე მამუკაშვილიც. ამჟამად იგი დათის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ისრაელში, ერთ-ერთ ტაძარშია გადაღებული.
„არანაირი ფაქტი არ არსებობს, მე არ ვიცნობ ნინი მოხევიშვილს“ – რუსთავის სამშობიაროს დირექტორი
რუსთავის სამშობიაროს დირექტორი მზად არის გაყიდული ბავშვების საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს – ალექსანდრე ბარავკოვი “პირველების” კამერასთან გამოჩნდა. მედიკოსი ბრალდებებს უარყოფს, ამბობს რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და არც გამოძიებას აქვს. არანაირი ფაქტი არ არსებობს, მე არ ვიცნობ ნინი მოხევიშვილს. დაველოდოთ მოვლენებს. შეიძლება ხუმრობით ვთქვი, რომ 90-იან წლებში ასეთი რამ (ბავშვთა გაყიდვა) ხდებოდა. აბსოლუტურად არაფერი […]
18 წლამდე გოგონებს სუროგაციისთვის ზოგჯერ იძულებით იყენებდნენ – კვალი სტამბოლიდან საქართველომდე მოდის
სკანდალი, რომლის კვალი სტამბოლიდან საქართველოში მიდის – ამ სახელწოდებით სტატიები თურქულ მედიაში გამოჩნდა. წამყვანი გამოცემები წერენ, რომ 18 წლამდე ასაკის გოგონებს, რიგ შემთხვევაში იძულებით, რიგ შემთხვევაში კი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ არალეგალურ საქმიანობაში ჩართვაზე ითანხმებდნენ. საუბარია სუროგაციის გზით არასრულწლოვნების განაყოფიერებაზე, რასაც წინ უძღვის მათი სპეციალური მომზადება – პრეპარატების მიღება და კვერცხუჯრედების ხელოვნური მომწიფება. ირკვევა, რომ მოზარდი […]










