კატეგორია: საზოგადოება

ხელვაჩაურის სამარხში ნაპოვნ სასულიერო პირების ნეშტებს 21 აპრილს სამოქალაქო წესით დაკრძალავენ

ხელვაჩაურის სამარხში ნაპოვნ სასულიერო პირების ნეშტებს 21 აპრილს სამოქალაქო წესით დაკრძალავენ

ხელვაჩაურში აღმოჩენილ ნეშტებს 21 აპრილს, სამოქალაქო წესით დაკრძალავენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, მიღწეულია შეთანხმება, რომ ნაპოვნ ძვლებს დნმ-ის ანალიზიც ჩაუტარდებათ. ხელვაჩაურში სამარხში აღმოჩენილი ძვლები თითქმის 2 წლის განმავლობაში ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე ინახებოდა. სწორედ ამას მოჰყვა მუსლიმთა თემის გაღიზიანება. ნეშტების ნაწილი მუსლიმ სასულიერო პირებს ეკუთვნის. ქართველ მუსლიმთა კავშირის […]

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის […]

ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი გარდაიცვალა

ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი გარდაიცვალა

ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი 69 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ. დიმიტრი თუმანიშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. დიმიტრი თუმანიშვილი თბილისში 1950 წელს დაიბადა. 1999-2006 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; შუა საუკუნეების არქიტექტურის განყოფილების […]

საქართველოში დღეს მიწისძვრა მეორედ მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მეორედ მოხდა

თბილისის დროით, 21:37 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადგენდა. საქართველოში მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ზემო ქედთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.

საქართველოში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ზემო ქედთან მოხდა. ბიძგები 12:27 საათზე დაფიქსირდა და ის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ნიუპოსტი

გორში სამების ეკლესიასთან 169 ნუშის ნერგი დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად დარგეს

გორში სამების ეკლესიასთან 169 ნუშის ნერგი დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად დარგეს

ქალაქ გორში კვერნაქის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. 11-17 წლის ბავშვებმა ნერგები დარგეს, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს. ნუშის ნერგების დარგვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და […]

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდ ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი […]

ტარიელ ნაკაიძე – ”რეპრესირებულთა ნეშტების გადასვენებაში ჩართული უნდა იქნან მუსლიმი სასულიერო პირები”

ტარიელ ნაკაიძე - ”რეპრესირებულთა ნეშტების გადასვენებაში ჩართული უნდა იქნან მუსლიმი სასულიერო პირები”

„ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხებში ნაპოვნი ნეშტების უმეტესობა მუსლიმ ადამიანებს ეკუთვნოდა, რის გამოც მათ გადასვენებაში მუსლიმი სასულიერო პირების ჩართვას ითხოვს. „ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ში აღმოაჩინეს 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც განთავსებული იყო 150-მდე ადამიანის ნეშტი. ბათუმისა […]

სალომე ზურაბიშვილი – ”თათია ლორთქიფანიძის არმონაწილეობა ევროპის პირველობაზე დიდი უსამართლობაა”

სალომე ზურაბიშვილი - ”თათია ლორთქიფანიძის არმონაწილეობა ევროპის პირველობაზე დიდი უსამართლობაა”

დღეს ბათუმში გაიხსნა ძალოსანთა ევროპის პირველობა. გახსნაზე სიტყვით პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოვიდა. სხვა საკითხებთან ერთად, ის ძალოსან თათია ლორთქიფანიძის ევროპის ჩემპიონატში არმონაწილეობასაც შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არ მონაწილეობს სპორტსმენი ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში. მისივე თქმით, თათია ლორთქიფანიძეზე დიდი იმედები იყო დამყარებული. „მე მინდა ერთი საკითხი გავაჟღერო. ეს არის ის უსამართლობა და საერთოდ გაუგებარია, არ […]

რამაზ სურმანიძე – “ბათუმში ნაპოვნი სამარხი რეპრესირებულებს ეკუთვნის”

რამაზ სურმანიძე - "ბათუმში ნაპოვნი სამარხი რეპრესირებულებს ეკუთვნის"

ბათუმში ნაპოვნი სამარხი რეპრესირებულებს ეკუთვნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ისტორიკოსმა რამაზ სურმანიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანები ნამდვილად მიჰყავდათ დასახვრეტად. „რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ამის კვლევა. უშუალოდ მძღოლისგან მაქვს მოსმენილი, რომ სატვირთო ავტომანქანით გადაჰყავდათ მასობრივად დახოცილები. იყო კიდევ ორი ადგილი სალიბაურსა და ადლიაში, სადაც საერთო სამარხებია. უშუალოდ მე დავუკავშირდი ეპარქიას, მეუფე დიმიტრის და ერთობლივად მოვიძიეთ […]