კატეგორია: საზოგადოება

ბათუმში, საბავშვო ბაღში ბავშვი მასწავლებელმა სცემა?

ბათუმში, საბავშვო ბაღში ბავშვი მასწავლებელმა სცემა?

ბათუმის მცხოვრები მარიკა ვაშაყმაძე კერძო საბავშვო ბაღის, „მადაგასკარის“ პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს. ოთხი წლის ბიჭის დედის განცხადებით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ფაქტის შესახებ ბავშვმა თავად მოუყვა და ერთ-ერთი პედაგოგი დაადანაშაულა. ვაშაყმაძემ პოლიციასა და სკოლის დირექტორს მიმართა. „ორივე ხელზე აქვს დაზიანებები. ეტყობა, ვიღაცამ შეანჯღრია. ბავშვს რომ ვკითხე, დაასახელა მისი პედაგოგი. […]

21-22 ოქტომბერს საქართველოში იწვიმებს

წვიმა, ელჭექი, სეტყვა - ხვალ საქართველოში ამინდი გაუარესდება

21-22 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. როგორც „ინტერპესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 25 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესწილად უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, 21–22 ოქტომბერს, შესაძლოა ცალკეულ რაიონში მცირე წვიმა, მათ შორის თბილისშიც. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 22–27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 20–25 გრადუსი, თბილისში – […]

ბადრი პატარკაციშვილის დედა ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს – ის შვილიშვილმა მძიმე მდგომარეობაში იპოვა

ბადრი პატარკაციშვილის დედა ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - ის შვილიშვილმა მძიმე მდგომარეობაში იპოვა

დაახლოებით 2 საათის წინ, ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. ნათელა პატარკაციშვილის შვილიშვილის, თამუნა თოთლაძის თქმით, ბებია მძიმე მდგომარეობაში თავად ნახა. მისვე განმარტებით, ქალს ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა და შაქრის მაჩვენებელი 500-მდე აუვარდა. მძიმე მდგომარეობის გამო, ოჯახის წევრებმა ის სასწრაფოს მისვლამდე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმის განცხადებით, ნათელა პატარკაციშვილის ჯანმრთელობის გაუარესება […]

ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტები ხელმძღვანელობისგან ხელფასის გადახდას ითხოვენ

ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტები ხელმძღვანელობისგან ხელფასის გადახდას ითხოვენ

ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტები და ოპერატორები ხელმძღვანელობას წერილით მიმართავენ. ისინი რეორგანიზაციასთან და ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხს ითხოვენ. მათ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საკუთარი მოთხოვნების შესახებ ისაუბრეს. ტელეკომპანიის პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ყველა კანონიერ გზას მიმართავენ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. „ჩვენი მოთხოვნა არის, რომელსაც წერილობით გადავცემთ დღეს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელობას, ყველა იმ კითხვაზე გაეცეს […]

“მინისტრობა არ გიბოძეს და ამხედრდი?! შენს რაშს ამოსდე ლაგამი!”- ქეთევან კიკნაძე თაკო ჩარკვიანს მიმართავს

"მინისტრობა არ გიბოძეს და ამხედრდი?! შენს რაშს ამოსდე ლაგამი!"- ქეთევან კიკნაძე თაკო ჩარკვიანს მიმართავს

“გაიძახი “ხალხი მშიერიაო” – შენ გაქვს კაფეები, რესტორნები, სასტუმროები… ერთი დღე გაუღე კარები და დააპურე, მხოლოდ ერთი დღე” – მსახიობი ქეთევან კიკნაძე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს მიმართავს. “პრაიმტაიმი” გთავაზობთ ამონარიდს მსახიობის მიმართვიდან: “…ჩემო კარგო, უმადურობა დიდი უბედურებაა… სიცოცხლეს რომ გაჩუქებს ადამიანი, რა თქმა უნდა მადლობა აქ ცოტაა… ადამიანი ცხოვრების ბოლომდე რომ დაგაფინანსებს, გიმკურნალებს და შენს ძმას ფეხს შეუნარჩუნებს, შემდეგ კი შენ მის […]

ჯემალ გამახარია – “ბესარიონ აპლიას არავინ არაფერს ეკითხება – რუსეთს მართლმადიდებლური სამყარო განხეთქილებისკენ მიჰყავს”

ჯემალ გამახარია - "ბესარიონ აპლიას არავინ არაფერს ეკითხება - რუსეთს მართლმადიდებლური სამყარო განხეთქილებისკენ მიჰყავს"

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ რუსეთს მართლმადიდებლურ სამყაროში საქმე ჩიხისკენ, კონფლიქტისა და განხეთქილებისკენ მიჰყავს. ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაური ბესარიონ აპლია (რომელიც ადრე გვარად ფილია იყო) მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ გააღიზიანა და ის რუსული ეკლესიის დამცველად გამოვიდა. – ამ კონფლიქტში აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. […]

გიორგი მშვენიერაძე – „ზურაბ ჯაფარიძეს კანაფის ფესტივალი თავისუფლების ფასად თუ უღირს, ეს მისი გადასაწყვეტია“

გიორგი მშვენიერაძე - „ზურაბ ჯაფარიძეს კანაფის ფესტივალი თავისუფლების ფასად თუ უღირს, ეს მისი გადასაწყვეტია“

ზურაბ ჯაფარიძის მიერ კანაფის ფესტივალის ჩატარების და შსს-ს მიერ ამ თემაზე გამოძიების დაწყების შესახებ  „ახალი თაობა“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა. _ ბატონო გიორგი, იმ ვითარებაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის ლეგალიზაციაზე არსებული კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, რამდენად სწორი რეაქცია ჰქონდა შსს-ს და უფლებამოსილება ამ საკითხზე? _ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას თემაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პირველი […]

ვახო ხუზმიაშვილი – ”იბერიის” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ვერ გავიდა – ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა”

ვახო ხუზმიაშვილი - ”იბერიის” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ვერ გავიდა - ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა”

“იბერიას” საინფორმაციო გამოშვებები ეთერში აღარ გავიდა. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი წერს: “აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა “თავისუფალი სივრცეც”. სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა”- აცხადებს ხუზმიაშვილი. ის შექმნილ მძიმე ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელსიუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ტელეკომპანიის […]

რომის აეროპორტში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს

რომის აეროპორტში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს 13 მოქალაქე უკვე მეორე დღეა რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში არიან დაკავებულები. მათ საზღვარი ვერ გადაკვეთეს, მას შემდეგ რაც მესაზღვრეებმა საბუთები შეუმოწმეს და დაადგინეს, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეები დახმარებას საკონსულოსგან ითხოვენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოს საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა იტალიის პოლიციის სასაზღვრო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ საქართველოს ათ მოქალაქეს არ გააჩნდა საზღვრის კვეთისთვის […]

საბერძნეთში 23 წლის სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში 23 წლის სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა, სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს. შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, წიკლაურს 2 თვის ბავშვი დარჩა, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა…. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამიმარს უცხადებს ოჯახს. “სოფო სამი წლის წინ გავიცანი,ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა.მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა.არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა […]