საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სპაგეტი პირდაპირ კავშირშია წონაში მომატებასთან, მით უმეტეს, მაშინ უნდა მოვერიდოთ ამ საკვების მირთმევას, თუ დიეტაზე ვიმყოფებით. „ექიმების“ თანაწამყვანი ლევან ქარაზანაშვილი განმარტავს, რომ მაკარონი, პასტა წონაში არ მოგამატებთ.
კატეგორია: საზოგადოება
„წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ, როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს?” – გიული ალასანია
„ძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ. როგორც ყოველთვის, სუსტად არის და ზუსტად ვიცი, რომ ეს ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს? ამიტომ რაღაცა გადაწყვეტილება ალბათ უნდა მიიღონ, შველას ითხოვს ადამიანი“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, კლინიკა „ვივამედში” სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. […]
წალენჯიხაში მცხოვრებ 27 წლის ჰეიდარ ალასკაროვს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
წალენჯიხაში მცხოვრებ 27 წლის ჰეიდარ ალასკაროვს, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და სასწრაფოდ საზღვარგარეთ ოპერაციას და მკურნალობას საჭიროებს. ჰეიდარს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მიმღები დემურ ფიფია – პირადი ნომერი – 19001084353 საქართველოს ბანკი: #GE17BG0000000683022900 თიბისი ბანკი: GE74TB7248845068100017 რუსთავი 2
პოლონეთში მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას ზუგდიდში 4 ივნისს ჩამოასვენებენ
პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლულ 26 წლის როზეტა ყალიჩავას საქართველოში 4 ივნისს ჩამოასვენებენ. ოჯახი ახლა როზეტას სამი მცირეწლოვანი – ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილების საქართველოში ჩამოყვანას ცდილობს. ბავშვები ამჟამად პოლონეთში, თავშესაფარში იმყოფებიან და დეიდის ინფორმაციით, მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ. „ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“, – ამბობს როზეტას და, ლორიტა ყალიჩავა. „ბავშვების სანახავად […]
ქუთაისში კაცს გული 5-ჯერ გაუჩერდა – ის გადაარჩინეს
„კლინიკა ბომონდი“-ს კარდიოლოგიური დეპარტამენტის გუნდმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელსაც გული ხუთჯერ გაუჩერდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს. მათი ცნობით, 57 წლის მამაკაცმა კლინიკას დახმარებისთვის 2 ივნისს, ღამის საათებში მიმართა. კლინიკაში შემოსვლის მომენტში პაციენტს გულ-მკერდის არეში მოჭერითი ხასიათის ტკივილი აღენიშნებოდა. „პაციენტს შემოსვლისთანავე დაუდასტურდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, აღენიშნებოდა არასტაბილური ჰემოდინამიკა. სასწრაფოდ […]
ჭიათურელი ელენე აბაშიძე მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის სიაშია
ჭიათურაში „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში შეყვანილ ქალბატონს, ელენე აბაშიძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს. ელენე აბაშიძეს „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა ასევე აშშ ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა . იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ სიაში. გამოჩენილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი დაიბადა 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში.დაამთავრა ჭიათურის მე-2 საშუალო […]
რუსული ომის შედეგად შავ ზღვაში ათასობით დელფინი დაიხოცა
შავ ზღვაში რამდენიმე ათასი დელფინი დაიხოცა. მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. სპეციალისტების ინფორმაციით, დაჭრილ და დაშავებულ წყლის ნაკადი ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის სანაპიროებზე რიყავს. ეკოლოგების განმარტებით, დეზორიენტირებული ცხოველები აფეთქებების შედეგად დამწვრობებსა და შინაგანი ორგანოები დაზიანებებს იღებენ.
მამა შალვა კეკელიამ უფასო მაღაზია გახსნა
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში უფასო მაღაზია გაიხსნა. მამა შალვა კეკელიამ ტაძრის ეზოში პატარა მაღაზია ჩადგა – თბილისის უფასო მაღაზიაში ყველას შეუძლია, ყველანაირი ტიპის პროდუქტი, წამლები თუ სხვა სახის დახმარება მიიტანოს და ჩააბაროს. ტაძრის სოციალური ქსელის ანგარიშზე შემდეგი სახის ინფორმაცია გავრცელდა: „აქ ყველას შეუძლია მოსვლა, როგორც დახმარების გასაწევად, ისე მისაღებად. უფასო მაღაზია იმუშავებს 29 მაისის […]
ივანე ჩხაიძე – „ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, მისთვის „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიში არ არის“
დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები და „მაიმუნის ყვავილი“ აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, 1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს რადგან ისინი „ყვავილის ვაქცინით“ არიან აცრილნი. „დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის […]










