რუსთავში, მე-16 მიკრო-რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 30 წლის ქალი გადმოხტა. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული კლინიკა რუსთავში მრავლობითი მოტეხილობებით, ტრამვული შოკით და კომატოზური მდგომარეობით გადაიყვანეს. “პაციენტი შეყვანილია საოპერაციოში, უტარდება შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა” – განუცხადეს კლინიკა რუსთავში ინფო რუსთავს ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო მაღალი სართულიდან თვითმკვლელობის […]
კატეგორია: საზოგადოება
კახეთში ერთმანეთს ფერმერები დაუპირისპირდნენ
კახეთში, სოფელ ხორნაბუჯში ერთმანეთს ფერმერები დაუპირისპირდნენ. მიზეზი 60 ჰექტარზე დათესილი ქერი და ხორბალია. მიწის მეიჯარე მარცვლეულის სრულად დაუფლებას შეეცადა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ფერმერების მტკიცებით, ზურა წიკლაურს იჯარა კანონდარღვევით ჰქონდა და მას მხოლოდ თანხის ნაწილი, 60 ათასი ლარი გადაუხადეს. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსავალს თანაბრად გაინაწილებდნენ. პარალელურად, მხარეებს შორის […]
მასობრივი მოწამვლა ბათუმში – ქორწილში 100-მდე სტუმარი მოიწამლა
ძლიერი ინტოქსიკაციით ასამდე ადამიანი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი. დაზარალებულები საქორწინო წვეულების სტუმრები არიან. ისინი სარიტუალო დარბაზ “კახაბერში” იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი მკურნალობას საავადმყოფოებში ამ დრომდე განაგრძობს. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. ერთ-ერთი მათგანი დედათა და ბავშვია ცენტრშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ყველა პაციენტს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს-ცხელება, პირღებინება და დიარეა. კონკრეტულად რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს. ინფორმაციას […]
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უბედური 30 ქვეყნის ნუსხაში შევიდა
„ბედნიერების რეიტინგი” ყოველწლიურად ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დგება, რომელიც 20 მარტს აღინიშნება. მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 156 ქვეყანას შორის 128-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი სპეციალურად გაეროსთვის მომზადდა. ბედნიერების დონის განსაზღვრისთვის ფასდება ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა რთულ ვითარებებში, მთავრობის ნდობა, გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება ყოველდღიურობაში, ხელგაშლილობა, რომელიც განიხილება შემოწირულობებისა და ქველმოქმედების ოდენობის […]
როდესაც წერს სოციალურ ქსელში და ტექსტი სავსეა ლანძღვით, გინებით, სიძულვილით, შეიძლება ასეთი ადამიანის გულში მადლი იყოს?! – მეუფე შიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ნამდვილი ქრისტიანობა ადამიანის შინაგანი თვისებაა და რიტუალების ხელოვნური შესრულება უფლის მადლის მომტანი არ იქნება.„რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, ან მოგცემს მხოლოდ მინიმალურს თავისი სიყვარულის გამო, მაგრამ დიდ მადლს და წყალობას – […]
ქართველ პატიმრებს ქუვეითის ციხეში ქრისტიანობის გამო სასტიკად ცემენ
„კურიერმა“ ქუვეითის ციხიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში იხდიან სასჯელს, კადრები მოიპოვა. ქართველი პატიმრები საპატიმროში არსებული გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე ყვებიან. საქართველოს ოთხი მოქალაქე ქუვეითის ციხეში ქურდობის ბრალდებით უკვე 3 თვეა, ზის. ამ 3 თვის განმავლობაში მათ გამუდმებით სცემენ. მათი თქმით, დასჯის მეთოდები იმდენად სასტიკია, საქართველოს მოქალაქეებს ხშირად საჭმლის და სასმელი წყლის გარეშე ტოვებენ. საქართველოს 4 […]
“ზოგიერთი მუსიკოსი მოქალაქეების ყურს ვნებს” – გვარჯალაძის თქმით, მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის, შესაძლოა საბუთი დასჭირდეთ
ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის თქმით, ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის, შესაძლოა, შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ. “ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია”, – განაცხადა გვარჯალაძემ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.
ავლაბარში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
“ძმებ ანდოლინებს ერთმანეთისთვის თავები ჰქონდათ მიდებული, როცა ისინი დედამ იპოვა”
23 წლის დავით ანდოლინი, რომელიც ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ძმასთან ერთად, უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში 23 და 22 წლის ძმები – დავით და ლუკა ანდოლინები კომატოზურ მდგომარეობაში 2 დღის წინ მიიყვანეს. ლუკა ანდოლინი სავადმყოფოში გადაყვანისას უკვე […]
პენსია 20 ლარით გაიზრდება
მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს. მისი თქმით, გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. პენსიის ზრდისთვის რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარი.










