რუსეთში დააკავეს სოფლის მღვდელი, რომელმაც მრევლს უკრაინის ომის შესახებ უამბო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჟურნალისტი რუსეთიდან, ანდრეი ზახაროვი ამბობს, რომ მღვდელი იოან ბურდინი სოფელ კარაბანოვოში დააკავეს, მან ომის წინააღმდეგ, მრევლს უქადაგა. მღვდელმა ხალხს უამბო, როგორ იბომბება უკრაინული ქალაქები, სამრევლოს ვებგვერდზე კი ომის საწინააღმდეგო ფოტოები და პეტიცია გააზიარა.
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს საზღვრიდან, სავარაუდოდ, 5 მარტს გააბრუნეს და ის მარტო არ იმყოფებოდა. თავად ჟურნალისტი კომენტარისგან თავს იკავებს რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო. „დოჟდის“ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა 3 მარტს. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ახალი […]
პოლონელმა დედებმა მატარებლის სადგურზე საბავშვო ეტლები დატოვეს
რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ საწარმოს სთავაზობს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას. ნედლი პროდუქციის შეტანა ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც შეეძლება. ინფორმაციას სააგენტო “ტასი” უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის არაწევრი მესამე ქვეყნების მეწარმეთა რეესტრში ცვლილებებს შეიტანს. როსსელხოზნადზორის განმარტებით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც შედგა როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტსა და საქართველოს […]
გუჯა ბურდული გარდაიცვალა
81 წლის ასაკში მსახიობი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. გუჯა ბურდული თბილისში 1941 წლის 1 აპრილს დაიბადა. 1969 წლამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობდა. 1974 წლიდან აქტიურად დაიწყო კინოროლების თამაში.1984 წლიდან გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“. 2021 წელს გუჯა ბურდულს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა.
6 მარტს კრემლში თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია იმღერებენ
დუშეთის რაიონში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
2 მარტს, დუშეთის რაიონში, სოფელ ანანურში 34 წლის ვანო მაჭავარიანი დაიკარგა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი და შავი ქურთუკი.თუ ვინმემ ნახეთ გამოგვეხმაურეთ. 555721862 მთელი გულით გთხოვთ. იქნებ ვინმემ ნახეთ აღნიშნული პიროვნება და გამოგვეხმაუროთ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის ზოგიერთმა მოქალაქემ „საქართველოს ბანკის“ დოკუმენტზე, ეღიარებინათ საქართველოს ოკუპაცია, ხელი არ მოაწერა
საქართველოს ბანკი არ მოემსახურება არც ერთ რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეს, ვინც არ აღიარებს ოკუპაციას. ინფორმაცია „პრაიმთაიმს“ „საქართველოს ბანკმა დაუდასტურა“, რომ რუსეთის მოქალაქეებს „საქართველოს ბანკში“ ანგარიშის გახსნამდე შემდეგ განცხადებებზე მოუწევთ ხელის მოწერა: ✔️ ვგმობ რუსულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში; ✔️ ვეთანხმები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც 2008 წელს საქართველოში და 2014-სა და 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა; ✔️ […]
„ვხედავ, პუტინის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი, უწყობენ ტერორს“ – ლელა კაკულია
ლელა კაკულია, რომელიც აცხადებს, რომ წინასწარმეტყველია, გადაცემაში „ჩაი”, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს. რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საუბრისას კი ის აცხადებს, რომ პუტინს, თავის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი ტერორს მოუწყობს: „ამას ახლაც ვხედავ, პუტინის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი, უწყობენ ტერორს” – ამბობს ლელა კაკულია.