კატეგორია: საზოგადოება

ალექსანდრა პაიჭაძე – “დიეტები არ მიყვარს… წონას უცებ ვიშორებ…”

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სულ ცოტა ხნის წინ გახდა მეორე შვილის დედა. ის მალევე ჩადგა ფორმაში და სხეულის ძველი პარამეტრებიც აღიდგინა. მოდელი გამომწერებს Instagram-ის მეშვეობით სასარგებლო რჩევებს მუდმივად უზიარებს, თავის მხრივ მიმდევრები კი აღნიშნავენ, რომ ალექსანდრას გზავნილები უდიდესი სტიმულის მიმცემია. ამჯერად, პაიჭაძემ ვარჯიშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ უყვარს დიეტები და სასურველ წონას სწორი […]

„იქ ვიღაც გადაარჩინაო… თუ გადარჩნენ, გამაცანით, დათოს მაგივრად რომ ჩავეხუტო…“ – დავით რატიანის დედა

უკრაინაში გმირულად დაღუპული დავით რატიანის დედა ყველას მადლობას უხდის და ამბობს, რომ მას სურს იმის ნახვა, ვინც თავისმა შვილმა გადაარჩინა: „იქ ვიღაც გადაარჩინაო… თუ გადარჩნენ, გამაცანით, დათოს მაგივრად რომ ჩავეხუტო…“ – ამბობს დავით რატიანის დედა.

“საშინელება იყო” – ოზურგეთის თეატრში ბავშვებს სექსუალური სცენები აყურებინეს

ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი სკანდალში ეხვევა. 23 მარტს სპექტაკლზე “რესპუბლიკა გურია” ოზურგეთის სხვადასხვა სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები მიიყვანეს და სპექტაკლს, რომელიც უხვად არის გაჯერებული ძალადობისა და სექსუალური სცენებით, აყურებინეს. როგორც ,,ტვ პირველს” უყვებიან, სცენები იმდენად უხამსი იყო, რომ პედაგოგებმა და მშობლებმა პროტესტის ნიშნად სპექტაკლი დატოვეს. ბილეთი გვაყიდინეს, კარგი სპექტაკლიაო. მეორე კლასელი ბავშვი  მიმაყვანინეს და სირცხვილისგან არ […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 21:10 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.9 (მლ) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მთავარი

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი” საქართველოშია

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პაქსლოვიდის პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. „პაქსლოვიდი“ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“-ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს […]

28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებამ დღეს, 22 მარტს მიიღო. პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ ისვრცეში ისევ სავალდებულო იქნება.

საქართველოს 20-მდე მოქალაქემ მარიუპოლიდან გამოსვლა მოახერხა – უკრაინაში საქართველოს ელჩი

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან საქართველოს 20-მდე მოქალაქე გამოიყვანეს – საუბარია საპორტო ქალაქზე, რომელიც რუსი ოკუპანტების ბლოკადაშია და უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. ინფორმაცია „კურიერს“ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა. „ორი დღეა კავშირზე ვართ და ვიცით, რომ მარიუპოლიდან მოახერხა 20-მდე საქართველოს მოქალაქემ გამოსვლა და ზაპოროჟიეში იმყოფებიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი გადმოვიდნენ ლვოვამდე და შემდეგ იმავე მარშრუტით […]

“გია, ხომ არ დაგიშავდა რამე-მეთქი, მივწერე და პასუხი აღარ მოსულა” – ქეთი ბერიაშვილი უკრაინაში მეუღლის დაღუპვას იხსენებს

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს მეუღლე, ქეთი ბერიაშვილი მეუღლესთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს და ამბობს, რომ ოჯახმა არ იცოდა ისე წავიდა ჯარისკაცი უკრაინაში: “გია წავიდა 5 მარტს. შაბათს გახდა 2 კვირა. არც ვიცოდით ოჯახის წევრებმა არაფერი. პარასკევს ხომ გავიგეთ. 17-ში ვწერდი “გია, ჩემო გია”, 4 საათი იყო პასუხი მოვიდა ცოცხალი ვარო. გია, რამე ხომ არ დაგიშავდა-მეთქი, მივწერე […]

თელავის ბაზარში 1 კილოგრამი ღანძილი 200 ლარი ღირს

თელავის ბაზარში 1 კილოგრამი ქართული ღანძილის ფასი 200 ლარი გახდა- ფოტოს და ინფორმაციას თელავის ერთ-ერთ სოციალურ ჯგუფში მომხმარებელი აქვეყნებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივების დიდი გამოხმაურება მოყვა. თელავში მცხოვრებლების ნაწილის თქმით, გასულ კვირებში ღანძილის ფასი 50 ლარი იყო, შემდეგ კი 100 ლარამდე გაიზარდა. მათი თქმით, რამ გამოიწვია აღნიშნულ პროდუქტზე ფასის გაზრდა არ აქვთ ინფორმაცია. კნიუსი.გე